ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

პრემიერ-მინისტრი კახეთში ახალ სასტუმროს გახსნის

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ახალ სასტუმროს „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნის, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.

სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.

პროექტი KTW-ჯგუფს („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი

ვცდილობთ, რაც შეიძლება მორიდებული ვიყოთ ჩვენს კომენტარებში, შესაძლებლობა მივცეთ სინოდს, ღირსეულად გაუძღვეს ამ პროცესს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მრევლის მოლოდინია, რომ სინოდის წევრები ღირსეულად გაუძღვებიან იმ საქმეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორემ მათ გადააბარა.„ძალიან მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ ხმებს, კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასმულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ყველა არიან მისი სულიერი შვილები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ წლების წინ გამორჩეული იყო მეუფე შიო. მე მგონი, ყველამ პატივი უნდა სცეს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული. ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს-პატრიარქმა. ეს არის ყველას მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა, მრევლისა და საზოგადოების მოლოდინი ეკლესიის, სინოდის მიმართ. მე ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა.ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, ეპარქიის სულიერი წინამძღვრობა, სჭირდება პასუხისმგებლობით ტარება, მით უფრო, როცა ყველა წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის ხელდასმული. ვისმენთ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება პოლიტიკის სფეროში ჩვეულებად ქცეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ხელისუფლება, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მორიდებული ვიყოთ ჩვენს კომენტარებში, შესაძლებლობა მივცეთ სინოდს, ღირსეულად გაუძღვეს ამ პროცესს და გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მონტენეგროში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე კოლეგა პარლამენტების თავმჯდომარეებს, ვისაუბრო რეგიონულ თანამშრომლობაზე, ევროკავშირი-ნატო-ს საკითხებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა, შეხვედრებზე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბროს.„დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. მექნება შესაძლებლობა, შევხვდე კოლეგა პარლამენტების თავმჯდომარეებს, ვისაუბრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით. ამ მხრივ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გვქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარების, რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასევე შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ევროკავშირი-ნატო-ს საკითხებზეც ისაუბროს.„ზოგადად, ვფიქრობ, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით, უფრო მარტივია, კოლეგებს აუხსნა, რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა. ამ შემთხვევაში, შეხვედრა მექნება მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავად მონტენეგროს, ჩრდილო მაკედონიის, ასევე ასამბლეის სხვა წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ ევროკავშირი-ნატო-ს საკითხებზეც, ვინაიდან ეს ქვეყნები, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი ასევე გახლავთ ამ ორგანიზაციების წევრები. საუბარი გვექნება კანდიდატ ქვეყნებთან, კანდიდატობასთან დაკავშირებით მათ გამოცდილებაზე, რა გამოწვევებს ხედავენ. ცოტა ხნის წინ სტამბოლში შეხვედრების დროსაც ბევრი საერთო ვნახეთ კანდიდატ ქვეყნებთან, რა გამოწვევები არის, როდესაც ხანგრძლივ გზაზე ბევრი მოთხოვნაა, ცოტა არის შესრულება დაპირებებისა. ვფიქრობ, კანდიდატ ქვეყნებთან საერთო საკითხებზე გასაუბრების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეუფე შიო – მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„იცით, რომ მომდევნო კვირაში მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს მისი მადლი“, – განაცხადა მეუფე შიომ.სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი  28 აპრილს შეარჩია. პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი

უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ახალ კამპანიას ეკლესიის წინააღმდეგ და პატრიარქის არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებებს.„არაა გასაკვირი, რომ შეტევაა ეკლესიაზე, საპატრიარქოზე. ვნახეთ 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ და მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ის არის მომხრე სარწმუნოების, ოჯახური ტრადიციების. კარგად გვახსოვს მიხაელ როთის და მისი კოლეგების განცხადებები რუსთაველზე, რომ შავბნელ ძალებად მოიხსენიებდნენ ეკლესიას, საპატრიარქოს და მისი აქაური ამფსონები, აგენტურა, ქართული „ენჯეო“ სექტორი, თუ „ნაცმოძრაობა“ როგორ იმეორებდა იმავეს, რომ შავბნელი ძალები არიან საპატრიარქოში და ა.შ. ეს თავდასხმები სწორედ აქედან მომდინარეობს. მათი, ანუ უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პაველ ჰერჩინსკი – წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოება ევროპის დღეზე დასასწრებად მიიწვია.„მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. პავილიონებში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, როaმ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად!“ -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ვიდეომიმართვაში.

ბოლო სიახლეები