კვირა, ოქტომბერი 19, 2025

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.ცნობისთვის, სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 ოქტომბრის საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.დღეს შს მინისტრმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უწყებამ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

ნიკოლა სარკოზი – ციხის არ მეშინია, თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ პატიმრობის არ ეშინია.სარკოზი, რომელიც 21 ოქტომბერს პარიზში, ლა სანტეს ციხეში უნდა გადაიყვანონ, ამბობს, რომ ჩემოდანი უკვე ჩაალაგა და სასჯელის მოხდის დაწყებამდე თავს მშვიდად გრძნობს.„ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი“, – განაცხადა სარკოზიმ და აღნიშნა, რომ არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს.მისივე თქმით, ციხეში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს და წიგნის დაწერას გეგმავს.საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის იქნება საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა, მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.„„ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – აღნიშნულია „ფორმულას“ განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები