2025 წელს საჯარო სექტორში 1421 სტაჟიორი შეირჩა, საიდანაც 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება 492 სტაჟიორს გაუგრძელდა, სისტემაში კი 199 პირი დასაქმდა. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო სექტორის მასშტაბით სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
მათივე ინფორმაციით, ჯამურად, გამოქვეყნდა 338 დაწესებულების 1688 ვაკანსია 3179 პოზიციაზე როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში.

