შაბათი, იანვარი 18, 2025

პრემიერი აშშ-ს ადმინისტრაციას: მადლობა მტკიცე მხარდაჭერისათვის

“ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამსრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური.

მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის“, – აცხადებს გიორგი კვრიკაშვილი.

გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში დაამთავრეს 1.3 ტრილიონიანი ბიუჯეტის კანონპროექტი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამხედრო და საყოფაცხოვრებო ხარჯებს.

კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი.

2,232-გვერდიანი დოკუმენტი ძალაში 2018 წლის 30 სექტემრამდე იქნება. ბიუჯეტის ამ კანონპროექტში  ამერიკელი “მეოცნებეეები” გათვალისწინებული არაა, ხოლო იარაღის კონტროლზე მხოლოდ დამატებით ნაბიჯებია გათვალისწინებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ახალი სახანძრო სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ მახასიათებლებს. „ახალი, თანამედროვე აირწინაღები ხანძრის ქრობის პროცესში ეფექტური და მოსახერხებელია, რადგან ფართო პანორამული ტიპის სახის ნიღაბი და ჰაერის სასუნთქი მსუბუქი აპარატი გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია

უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის სხდომა გამართა, სადაც იარაღის წარმოებაში დამოუკიდებლობის საკითხი განიხილეს. დღის წესრიგში იყო დრონები, სარაკეტო პროგრამა და არმიის რობოტული სისტემები. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა შეიარაღების დამოუკიდებლობაზე, იუწყება UNN OP-ზე დაყრდნობით. „გავმართე შტაბის სხდომა. საკითხები სხვადასხვა იყო, თუმცა მთლიანობაში ეხებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას იარაღის კუთხით - დრონების წარმოებას, სარაკეტო პროგრამას, ტექნოლოგიურ კომპონენტებს ჯარისთვის, კერძოდ, რობოტიზირებულ სისტემებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინაში მუშაობენ დიდ შესყიდვებზე და მასშტაბურ წარმოებაზე. „მე მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომელიც ჩვენ გვეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის შვილს, მარკო რუბიოსა და პიტ ჰეგსეტს გააცნო

ამერიკელი კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილს და ადმინისტრაციის მომავალ წევრებს გააცნო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟისთვის, დონალდ ტრამპ უმცროსისთვის წარმედგინა. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც ამდენ სიკეთეს აკეთებენ მსოფლიოში“, – დაწერა უილსონმა შეხვედრის შემდეგ. როგორც უილსონი წერს, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აშშ-ის მომავალ სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს, მარკო რუბიოსა და პიტ ჰეგსეტსაც. „დიდებული იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის და მომავალი თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეხვედრის ორგანიზება. „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ბრუნდება ამერიკაში“, – წერს უილსონი შეხვედრის შესახებ. „მადლიერი ვარ, რომ შევძელი ორი დიდი პატრიოტის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრის ორგანიზება აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“, – წერს უილსონი შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.

რა უნდა გაითვალისწინონ პირველ მარტამდე მძღოლებმა

"პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. "ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო - ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. - მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა; ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა; თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე; ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული ნესლიჰან ათაგიული – თურქი ვარსკვლავი 8-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილს ელოდება

სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა – კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება. ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს 8 თვის ორსული მსახიობი. ნახეთ ფოტოები.

ბოლო სიახლეები