პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩეზე არ არის, ის უნგრეთს ემუქრება, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
“მისდა სამწუხაროდ, მას არ შეუძლია ხელი შემიშალოს უნგრული ოჯახების დაცვაში,” – აღნიშნა ორბანმა.
მანამდე, განცხადება გააკეთა ზელენსკიმ: “თუ ევროკავშირში ერთი პირი 90 მილიარდ ევროს დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადავცემთ”
უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.

