„დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა! ხელისუფლებამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს – სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტს სასწრაფოდ შველა უნდა! გზა გაეყინა! ამ რუსეთი, რუსეთის ძახილმა ეტყობა აშლილობა გამოიწვია! ქვეცნობიერად ციმბირში ამოჰყო თავი! უთხრათ რომ ივლისია!“, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პრეზიდენტს სასწრაფოდ შველა უნდა! გზა გაეყინა! ამ რუსეთი, რუსეთის ძახილმა ეტყობა აშლილობა გამოიწვია! – გოგა ხაინდრავა

შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე.კერძოდ, ევროპარლამენტის ანგარიშის ერთ-ერთ ჩანაწერზე, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ოპოზიციას, „გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ხალხის ერთიანობა“, პაპუაშვილმა აღნიშნა:„მე ეს გავიგე როგორც ქედმაღალი მეტროპოლიიდან პერიფერიისთვის გადმოსროლილი სიტყვა, გამოცდები. რაღაც გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. აქ კლასში ჩარჩენილი მოწაფე არავინ არის. ზუსტად ეს არის საბჭოური აზროვნება, როცა ბრიუსელიდან ქართველ ხალხს გვიყურებენ როგორც არასრულფასოვან საზოგადოებას, რომელმაც გამოცდები უნდა ვაბაროთ ბრიუსელის, თუ ქალბატონი იუკნევიჩიანეს, თუ სხვების წინაშე. ქართველი ხალხისადმი ეს დამოკიდებულება, ხალხის მეორეხარისხოვან საზოგადოებად წარმოჩენა უნდა დასრულდეს. ეს დაასრულა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. იმ არჩევნებში ეს ითქვა. სინამდვილეში, ამაზე გამწარდა ზოგიერთი. ეს გაიმეორა „ევრობარომეტრმა“, ზუსტად ეს აჩვენა, რომ ეროვნულ მთავრობას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა. მოსახლეობის უმეტესობისთვის მომაბეზრებელია, როდესაც ზემოდან დაჰყურებენ. ადრე მოსკოვი დაჰყურებდა, ახლა დედაქალაქების ჩამონათვალი იმდენია, მეშინია, არ შემეშლოს, რამდენს უნდა, ზემოდან დაგვყურონ – ესტონელებს, ლიტველებს, ლატვიელებს, ვისაც არ ეზარება, ყველას ჩვენი მართვა უნდა. ყველას რატომღაც თავი წარმოუდგენია კლასის დამრიგებლად და ჩვენ გამოცდები უნდა ვაბაროთ? ლიტვის მთავრობას უნდა ჩავაბაროთ გამოცდა, თუ დანიის და საფრანგეთის? რა დამოკიდებულებაა საზოგადოებების და ქვეყნების დახარისხება, რომლებსაც გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი.ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ქართველმა ხალხმა თავისი პასუხისმგებლობის გამოცდა ჩააბარა ავღანეთში, როცა წინა ხაზზე ვიბრძოდით და დამალული იყვნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა თავის ქვეყნებში, არც კი გააგზავნეს კონტინგენტი ავღანეთში. ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს. მათ შორის დღეს რომ ძალიან გულადად არიან და უკრაინას, როგორც აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, მარიონეტად იყენებენ რუსეთთან ომში და „პროქსი ომი“ აქვთ გამართული რუსეთთან, ჩვენ როცა საომარი იყო, ვიომეთ. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები, რათა თავად აიცილონ შიშები, რომელიც რუსეთის მიმართ აქვთ, მზად არიან, გაწირონ სხვა ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, რომ ყურადღება გადაატანინონ სხვებზე. რაიმე შიშები თუ აქვთ და რისკებს ხედავენ, ამ შიშს ჩახედონ თვალებში და თავად იბრძოლონ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და სხვის ხარჯზე ნუ ეცდებიან თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ტელეფონით რომის პაპს ესაუბრა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა.კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ მიულოცა პაპს არჩევა და წარმატებები უსურვა.პაპთან საუბრისას პუტინმა ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი.„უკრაინის საკითხზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა ინტერესი მშვიდობის მიღწევაში პოლიტიკურ-დიპლომატიურ გზით, ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რაც შეეხება სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, პუტინმა პონტიფიკოსს ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის თაობაზე მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების შესახებ განუცხადა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა პონტიფიკოსის მიმართ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ხელშეწყობის გაწევის მზაობისთვის. კერძოდ, ვატიკანის მონაწილეობისთვის მწვავე ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში.„ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კიევის რეჟიმი ახდენს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ხაზი გაესვა, რომ უკრაინის მიერ დღეს განხორციელებული განზრახვითი და მიზნობრივი დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად კვალიფიცირდება საერთაშორისო სამართლით, როგორც ტერორიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3% ავიღეთ ჩვენ“ – იაგო ხვიჩია საპარლამენტო არჩევნებზე
„მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ“, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით იმიტომ არის შეგუებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ანგარიშით მოიგო.„რა შუაშია მე რამდენი ავიღე, მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ. 97-ით 3 მოგვიგო ბიძინამ და ამიტომ ვარ შეგუებული "ქართული ოცნების" მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით. მე თავიდანვე ვიძახდი, არჩევნების მეორე დღეს, ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ ეს არჩევნები ბიძინამ მოგვიგო 97-ით 3-იო და ეს აისახა პარლამენტში, 100% არის ბიძინასი. სხვანაირად რომ ყოფილიყო, 97-ით 3 კი არა, 90-ით 10 რომ მოეგო, სხვა სიტუაცია იქნებოდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შალვა პაპუაშვილი – შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით.„როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში, მიტინგზე, აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ? სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით. შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვერა და ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან, ზუსტად იმავე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია… მოგვენატრები, ჩვენო კეთილო და მოსიყვარულე ბიჭო…“ – ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა 32 წლის ბესო ბოლქვაძეა
ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 32 წლის ბესო ბოლქვაძეა. მოკლულს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.„სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია... მოკლეს სასტიკად, გლოვობს ჩემი ბათუმი. სიცოცხლე მოგისწრაფეს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო... შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 32 წელი... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?“,- წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.