პარასკევი, ივლისი 11, 2025

პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა

2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა.

2024 წლის 13 ივნისს თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა: პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენით დაჯილდოების მიმართვას

რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, დაჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება

როგორც გაირკვა, სალომე ზურაბიშვილს 53 კაციანი სია გაეგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენილი 26 ფეხბურთელის ღირსების ორდენით დაჯილდოების განკარგულება გამოსცა. ასევე, განკარგულების მიხედვით საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელების 8 კაციანი სიიდან, მხოლოდ 5 ადამიანს გადასცა ღირსების ორდენი.

ხოლო, წარდგენილი კაციანი სიიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  3 წარმომადგენელს გადასცა ორდენი.

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალის 12 კაციანი სიიდან, განკარგულებაში არცერთი არაა.

“საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება

№23/05/02  2024 წლის 23 მაისი ქ. თბილისი

ღირსები ორდენით დაჯილდოების შესახებ

ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

1.    სანდრო ალთუნაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
2.    გიორგი გველესიანი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
3.    გიორგი გოჩოლეიშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
4.    ლუკა გუგეშაშვილი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
5.    ზურიკო დავითაშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი

6.    ლაშა დვალი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
7.    ბუდუ ზივზივაძე – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
8.    ოთარ კაკაბაძე – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
9.    ჯაბა კანკავა – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
10.    გურამ კაშია – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
11.    ხვიჩა კვარაცხელია – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
12.    ნიკა კვეკვესკირი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
13.    სოლომონ კვირკველია – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
14.    ოთარ კიტეიშვილი  – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
15.    გიორგი ლორია – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
16.    ლუკა ლოჩოშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
17.    გიორგი მამარდაშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
18.    ვლადიმერ მამუჩაშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
19.    ანზორ მექვაბიშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
20.    გიორგი მიქაუტაძე – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
21.    საბა საზონოვი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
22.    გიორგი ქვილითაია – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
23.    გიორგი ქოჩორაშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
24.    ლევან შენგელია – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
25.    გიორგი ჩაკვეტაძე – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი
26.    გიორგი წიტაიშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი

27.    ვილი სანიოლი – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
28.    ფაბიენ ბოსუე – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
29.    ადელ შედი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
30.    ზურაბ ხიზანიშვილი – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი
31.    დავით გვარამაძე – – საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი

32.    ლევან კობიაშვილი – – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
33.    დავით მუჯირი – – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი
34.    კახა ჭუმბურიძე – ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი” – ნათქვამია პრეზიდენტი განკარგულებაში.

ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის გაგზავნილი სიიდან, ღირსების ორდენით პრეზიდენტმა აღარ დააჯილდოვა 19 პირი.

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები:

1. ირაკლი ჩიტაური,

2. ლევან ზამთარაძე

3. დევით ვები;

ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები:

1. ნიკოლოზ ჟღარკავა,

2. ალექსანდრე იაშვილი,

3. აკაკი ალადაშვილი;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი – ზაზა ზამთარაძე;

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი –
1.    გიორგი კაციტაძე;
2.    ვლადიმერ დვალიშვილი,
3.    დავით ხარაბაძე,
4.    გიორგი ჩანგელია,
5.    მიხეილ აბრამიშვილი,
6.    გიორგი ბჟალავა,
7.    თენგიზ გულბიანი,
8.    გიორგი ქოჩლაძე,
9.    გრიგოლ ლეჟავა,
10.    გელა გუჩუა,
11.    გიორგი დუღაძე,
12.    კონსტანტინე თედელური.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნახეთ, ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას-დაგროვებითი პენსია 22 135-მა პირმა გაიტანა – ჯამურად 89.3 მლნ ლარი

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 623 ათასი ადამიანია. ამის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.მათივე ცნობით, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22 135-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 89.3 მლნ ლარი.„ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული.რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანასაპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

მედია: ღაზაში, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ, დაიღუპა 82 ადამიანი

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებია. "ცაჰალი" ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 82 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.მედია, წერს, რომ 15 ადამიანი ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან დაიღუპა, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ.ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს, თუ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ისრაელის პირობებს დათანხმდება.

“ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ დაშალა ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში, აქ დაწინაურდა და გახდა “ოცნების” შტატგარეშე კოორდინატორი” – ტატა ხვედელიანი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ წინა არჩევნებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" კოალიცია შექმნეს.პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წითელ ხაზად მიიჩნევენ და ანა წითლიძეს "ქართული ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორად მოიხსენიებენ."ჩვენ შეჩვეულები ვართ "ნაციონალური მოძრაობისგან", რადგან 13 წელი ვუყურეთ, ასე ტყუილი დანაპირებით და ტყუილი არგუმენტებით, როგორც ცდილობს, შესძინოს უპირატესობა "ქართულ ოცნებას". აქაც ქალბატონი ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ ფაქტობრივად, დაშალა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში, აქ დაწინაურდა და გახდა უკვე "ქართული ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორი," - განაცხადა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი – მარკო რუბიოს შეხვედრა სერგეი ლავროვთან არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მასობრივ დაბომბვას

მარკო რუბიოს შეხვედრა სერგეი ლავროვთან არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მასობრივ დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრიუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ჟურნალისტებმა ბრიუსს ჰკითხეს, რატომ ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მაშინ, როდესაც რუსეთი შეტევებს ახორციელებს უკრაინის მიმართულებით. ტემი ბრიუსმა განმარტა, რომ ომის დასასრულებლად აშშ-ის პოზიცია არის „ყველასთან ლაპარაკი ნებისმიერ დროს“.„ბევრი ფიქრობდა, რომ პუტინთან საერთოდ არ უნდა ელაპარაკათ წინა ადმინისტრაციის დროს. მასთან სამი წლის განმავლობაში არ საუბრობდნენ. ასე შეუძლებელია რაიმე შეთანხმების მიღწევა სისხლისღვრის შესაჩერებლად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი მკაცრად გმობს რუსეთის მხრიდან თავდასხმების ზრდას.„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმების ესკალაციას უკრაინაზე და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულებსა და მათ ოჯახებს. ყოველ კვირას ვხედავთ, რომ რუსეთი ახალ რეკორდს ამყარებს საჰაერო თავდასხმების მასშტაბით. ყველა ქვეყანას სურს რეკორდის დამყარება, მაგრამ არა ასეთის“, – განაცხადა ბრიუსმა.ტემი ბრიუსის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის მოგვარების საკითხზზე პროგრესის ნაკლებობით.

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს, — ინფორმაციას Sportitalia ავრცელებს.„გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბი „ნიურნბერგი“ ლუკა ლოჩოშვილის შეძენასთან ახლოსაა“, — წერს ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი.ქართველი მცველი იტალიაში 2022 წელს ჩავიდა — ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა. იტალიური კლუბის მაისურით მან 61 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2024 წლის ზამთარში ლოჩოშვილი იჯარით „სალერნიტანაში“ გადაბარგდა და გუნდის რიგებში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე მონაწილეობდა. ის მოედანზე ოთხივე მატჩში გამოჩნდა და 170 წუთი ითამაშა.ფეხბურთელს იტალიურ „კრემონეზესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა და მის სანაცვლოდ გერმანული კლუბი 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. Geo Team-ის ცნობით, „ნიურნბერგი“ ლოჩოშვილთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, შემდეგ კი მხარეებს მისი ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნებათ.

ბოლო სიახლეები