ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

პრეზიდენტმა ახალი კამპანია თელავიდან დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის თელავიდან იწყებს კამპანიას “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ” – რესპუბლიკის 100 წელი”. კამპანიის მიზანია ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

2017 წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების

წლად გამოაცხადა. თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

თელავის უნივერსიტეტის ფოიეში მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე თემატური გამოფენა მოეწყო, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენების ფოტოკოლაჟია წარმოდგენილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად არის მიჩნეული.„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში Telegraph.co.uk საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო-საინფორმაციო სტატიების სერია გამოქვეყნდა.სტატიაში – „როგორ ისიამოვნოთ აქტიური დასვენებით საქართველოში“ აღნიშნულია, რომ „შთამბეჭდავი ლანდშაფტების მრავალფეროვნება, შავი ზღვის სანაპიროს სასიამოვნო პლაჟები, ხშირი ტყეები, ხეობები, კავკასიონის მწვერვალები – ეს ყველაფერი საქართველოს აქტიური დასვენების შესანიშნავ სივრცედ აქცევს, სადაც მსოფლიო დონის ჰაიკინგთან ერთად ხელმისაწვდომია ველოსპორტი, რაფტინგი და სათხილამურო სპორტი“.ამასთან, სტატია – „როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი“ ბრიტანელ მოგზაურებს თბილისში მოკლევადიანი ტურების დაგეგმვის რეკომენდაციებს სთავაზობს.„თბილისი ეს არის ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმზიდველი ნაზავი, სადაც შუა საუკუნეების მდუმარე ტაძრები თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებებს ეჯიბრებიან“, – წერს „ტელეგრაფი“ და აღნიშნავს, რომ British Airways-ის პირდაპირმა ფრენებმა საქართველოს კონტრასტებით გამორჩეულ დედაქალაქში  ასეთი ხანმოკლე ვიზიტები განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა.სტატია „კულინარიული მიმართულება, რომლის დაგემოვნებაც მოგინდებათ“ ყურადღება გამახვილებულია ქართულ გასტრონომიაზე, ქვევრის ღვინის 8 000-წლიან კულტურაზე, ტრადიციულ კერძებსა (ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, ტყემალი) და სუფრის ფენომენზე.„ქართული კულინარია საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაა მიჩნეული და ბრიტანელი ტურისტებისთვის საუკეთესო ქართული გემოების აღმოსაჩენად გზამკვლევია შეთავაზებული. „გამორჩეულად მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიით, საქართველო არის ადგილი, სადაც კერძები და მათი დაგემოვნება ერთდროულად ხელოვნებაცაა და სოციალური რიტუალიც“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი რუდოლფ აბრაამი.დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებაა. კამპანია მოიცავს British Airways-თან პარტნიორობით ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს, ასევე წამყვან ონლაინ მედია პლატფორმებზე ერთობლივი ბრენდირებული კონტენტის განთავსებას.ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სრული დაფინანსებით ისარგებლებენ

2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.„ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

შიდა ქართლში, ძამას ხეობაში მდებარე ორთუბნის დედათა მონასტერი წლების განმავლობაში მრავალი მომლოცველის ყურადღებას იპყრობს. მონასტერს ყოველდღიურად სტუმრობენ ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც იქ ლოცვის, სიმშვიდისა და სულიერი ნუგეშის მოსაპოვებლად მიდიან.მომლოცველებს შორის გავრცელებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ადამიანები საკუთარ სურვილს ფურცელზე წერენ, მონასტერში ტოვებენ და ღვთის შეწევნას სთხოვენ.მრავალი მორწმუნის მონათხრობის თანახმად, დატოვებული ფურცლები ადგილზე აღარ ხვდებათ, რაც მათთვის განსაკუთრებულ ნიშნად აღიქმება.მონასტერს ასევე უკავშირებენ არაერთ პირად ისტორიას ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მძიმე დაავადებებისგან განკურნების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი – პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში

ჩემი ტყვეობის პირობები რადგან აქტუალური გახდა, დამატებით დეტალებს მოგაწვდით. ვიმყოფები პატარა, ბნელ, ტარაკნებიან, უჰაერო საკანში, სადაც ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაა (ასეთივე პირობებშია ყველა პოლიტპატიმარი აქ), – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში. ამდენი ხნით სამარტოო საკანში მოთავსება, საერთაშორისო ნორმებით, უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ციხე მდებარეობს ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსთავის ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქიდან მუდმივად თავზე გვეყრება ამ ქარხნის კანცეროგენური მტვერი, რომელიც სუნთქვას აძნელებს.განსხვავებით პატიმრობის 99%-სა, მთელი ეს დრო აკრძალული მაქვს სატელეფონო ზარების განხორციელება (ბოლო ხანს მხოლოდ ალისასთან კვირაში რამდენიმე წუთით საუბრის ნება დამრთეს), მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით გათვალისწინებულია. უარს მეუბნებიან უკრაინის კონსულთან შეხვედრაზე, უკრაინული ბეჭდვითი და ვიდეოკონტენტის მიღებაზე. ჩემს ადვოკატებს რატომღაც ეკრძალებათ ფოტოების შემოტანა, მათ შორის ჩემი შვილებისა და შვილიშვილის ფოტოების. ასევე არაერთხელ უთხრეს უარი მრავალრიცხოვან საერთაშორისო, სამთავრობო და საპარლამენტო დელეგატებს ჩემს მონახულებაზე.ერთი სიტყვით, მეპყრობიან როგორც სამხედრო ტყვეს, ოღონდ თავიანთი რუსი უფროსების მსგავსად არ იცავენ ჟენევის კონვენციას. ეს ყველაფერი, როგორც დასაწყისში ჩემი წამება და მოწამვლა, რა თქმა უნდა, გათვლილია ჩემს გატეხვაზე, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ვერასდროს ეღირსებიან ივანიშვილი თავისი ტურა „ქოცებით“ და მისი პატრონი მოსკოვში“, – წერს სააკაშვილი.

სომხური მედიის ცნობით, აშშ-მა TRIPP-ის პროექტის ფონდის დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა

აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ Enterprise Fund-ის დაფინანსება გააორმაგა და 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა.როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ ხარჯვით ბაზაში USAspending.gov, აღნიშნული თანხების გამოყენების ძირითად ადგილად სომხეთია მითითებული.დაფინანსება უკავშირდება TRIPP-ის ინიციატივას („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“), რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, რათა სამხრეთ კავკასია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო კორიდორს დაუკავშირდეს.გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიურომ 2026 წლის 30 იანვარს TRIPP+ Enterprise Fund-ს 201 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო. პროგრამის განხორციელების ვადად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. 16 ივლისს გრანტის პირობები შეიცვალა და დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა პროგრამის დასრულების თარიღი უცვლელი დარჩა.მედიის ცნობით, HigherGov-ის მონაცემებით, 402 მილიონივე დოლარი უკვე გამოყოფილია აღნიშნული პროგრამისთვის.ამასთან, TRIPP+ Enterprise Fund 2026 წლის 26 იანვარს შეიქმნა – ორი კვირის შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სამხრეთ სომხეთში TRIPP-ის ინფრასტრუქტურის განვითარების და განხორციელების მიზნით შეიქმნება TRIPP Development Company. კომპანიის 26%-ს სომხეთის რესპუბლიკა, ხოლო 74%-ს აშშ ფლობს.როგორც „არმენპრესი“ წერს, TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურებია. TRIPP Development Company უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებასა და განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით იმუშავებს.ამისგან განსხვავებით, TRIPP+ Enterprise Fund დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდია. მის ხელმძღვანელად ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი დაინიშნა. წყაროს ინფორმაციით, ფონდი დელავერის შტატის კომპანიების ოფიციალურ რეესტრში „ტრანსკასპიური საწარმოთა ფონდის“ სახელითაც არის რეგისტრირებული.სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსების გაზრდა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც რეგიონს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დააკავშირებს.ინიციატივის ავტორთა შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტის განხორციელებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზეც.

ბოლო სიახლეები