თუ როდის გამოვა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობისი ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, ეს საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია. რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, პარლამენტი პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უსმენს.
საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.