ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024

პოლიტიკურ ფუფუნებას ვერ შევუქმნით და ვერ ვეტყვით დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნება“ კომფორტში არ ამყოფებს ოპოზიციას, ვერ შეუქმნის პოლიტიკურ ფუფუნებას და არ ეტყვის დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

„შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ? კომფორტში არ ვაცხოვრებთ. ის თუ ვუთხარით ვაკმაყოფილებთ თუ არა, უკვე ზუსტად ეცოდინებათ ამის შედეგები. მაგას წინასწარ როგორ ვეტყვით? შემოიტანონ, ხომ მაგრები არიან, თავმოყვარეობა ხომ აქვთ, თავისი ჭკუით. მე გეუბნებით, რომ არ აქვს არც ერთს თავმოყვარეობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ ამასთან დაკავშირებით უარი ითქმება, ამის საფუძვლები არსებობს. თუ თანხმობა – ესეც საფუძვლიანი იქნება.

„ამაზე წინასწარ ჩვენ არ ვილაპარაკებთ. ამ ფუფუნებაში მათ პოლიტიკურ ცხოვრებას მე ვერ შევქმნი. ზოგს იმიტომ შემოაქვს, რომ ზუსტად იციან რა შედეგი იქნება. ზოგს იმედი აქვს, რომ არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. ზოგს იმედი აქვს, რომ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. დავალება ასეთია მათი პატრონებისგან. ეგეც გადასაწყვეტია, ერთიანად მივუდგეთ თუ სხვადასხვანაირად. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, არც ამას ვეტყვით წინასწარ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია სიგიჟეში აცხოვრებს თავის ამომრჩევლებს და აგრძელებს არჩევნების გაყალბებაზე საუბარს.

„ელექტრონულ არჩევნებში ხომ ჩაჯდა ეშმაკი ხუთიანებს, ოთხიანებს და ოცდახუთიანებს 41-დ რომ აკეთებდა. ეს 300-400 ათასი ხმა რომ გაყალბებულია ამ პარლამენტში, როგორ უნდა შემოვიდნენ და დაწერონ განცხადებები?! ერთ დღეში, ერთ საათში რომ მოაწერა ყველამ ხელი იმ ჯაშუშურ წერილს, დაგვსაჯეთ რამენაირად ჩვენ ქართველები და საქართველო დასაჯეთო, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდეთო, რომ აგზავნიდნენ ერთობლივ წერილს და ოთხივე პარტია ერთად რომ გაიძახოდა, ახლა რატომ არ არიან ერთსულოვნები? შემოიტანონ იქნებ და რა გადაწყვეტილებას ვიღებთ?!“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩათვლიან“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ისრაელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელი უარყოფს ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას და არ აღიარებს დაკავების ორდერების ლეგიტიმურობას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ. ნეთანიაჰუს ოფისში ასევე აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საჩივარს თუ არ დააკმაყოფილებს, ეს მხოლოდ თვალსაჩინოდ დაანახებს ისრაელის მეგობრებს აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მიმართ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი 21 ნოემბერს გასცა.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების სამიზნე გახდა

დონალდ ტრამპის მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების სამიზნე გახდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კაროლინ ლევიტის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გასულ ღამეს და დილით მიიღეს. ლევიტმა განაცხადა, რომ მომხდარს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა და მოახერხეს კონკრეტული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „პრეზიდენტ ტრამპისგან მაგალითს ვიღებთ, დაშინებისა და ძალადობის მუქარები ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა ლევიტმა. მომხდარის შესახებ ასევე განაცხადა კონგრესის წევრმა, ელის სტეფანიკმა, რომელიც გაერო-ში აშშ-ის ელჩად დაინიშნა. სტეფანიკის თქმით, მისი ოჯახი მუქარის სამიზნე გახდა. კონგრესის წევრმა აღნიშნა, რომ ის, მისი მეუღლე და მათი სამი წლის შვილი ვაშინგტონიდან ნიუ იორკში, სარატოგას ოლქში მიემგზავრებოდნენ, როდესაც საფრთხის შესახებ აცნობეს. მისივე თქმით, პოლიციამ დაუყოვნებლივ იმოქმედა. სამართალმდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მუქარები არ იყო ნამდვილი და რეალური საფრთხე არ გამოვლენილა. როგორც გამოძიების ფედერალურ ბიუროში ამბობენ, მათ იცოდნენ მუქარისა და ინციდენტის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ტრამპის კაბინეტისა და ადმინისტრაციის კანდიდატებისკენ. „ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ ყველა პოტენციურ საფრთხეს და, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ყველაფრის შესახებ, რაც საეჭვოდ მიაჩნია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა, რას სწავლობენ მოსწავლეები, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებში შევიტანეთ საკითხები, რაც აუცილებლად უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში

სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში. „ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იგივე ისტორიის, ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა არა მარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, გზამკვლევი, სადაც ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში. ამან, სხვათა შორის კონკრეტული სუბიექტების სერიოზული გაგულისება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ე.წ ენჯეოები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტები, განათლების სისტემაში „მოღვაწე“ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებიან, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო ეროვნული იდენტობის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე და ა.შ. მანამდე იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების გაღვივება. ეს ყველაფერი ამოვიღეთ და ჩავანაცვლეთ ეროვნული იდენტობით, პატრიოტიზმით და ა.შ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ასოშიეითედ პრესი“ – ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას მოუწოდებს, მობილიზაციის შესახებ კანონს გადახედოს და ჯარში გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს. ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. როგორც მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ უკრაინამ ომში გასაწვევი ასაკი 25-დან 18 წლამდე დაწიოს, რათა შეძლონ სამხედრო ასაკის მამაკაცთა ჯგუფის გაფართოება. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას უფრო მეტი სამხედრო სჭირდება საომარი მოქმედებების ჩასატარებლად. სააგენტო ასევე ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისმენს მათ შეშფოთებას საკითხზე, რომ უკრაინას არა იარაღის, არამედ სამხედროების არასაკმარისი რაოდენობა ჰყავს.

ირაკლი კობახიძე – მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ეს ჯანსაღი მოთხოვნაა

მოსწავლეების მოთხოვნა იყო,  საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც ჯანსაღი მოთხოვნაა, თუ სკოლაში რაღაცის სწავლა არ გევალებოდა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები წმინდა წყლის სპეკულაციაა. „არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის. „უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები