პარასკევი, სექტემბერი 26, 2025

პოლიტიკასლაიდერი ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, ის ჩაუდგა სათავეში ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა, ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა, საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გახსოვთ, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს თავის დროზე EMAAR-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ეს არის 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, სხვათა შორის ინვესტიციის მოცულობაც გაიზარდა 6,6 მილიარდ დოლარამდე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინვესტიცია ხორციელდება, ახლა უკვე გადაერთვნენ სხვა ტიპის სპეკულაციებზე, მათ შორის არ მოეწონათ პროტოკოლი ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. ზოგიერთ ექსპერტს ისიც კი დაავიწყდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. ფორმალური თვალსაზრისით, ის არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ასევე ფორმალური მოცემულობის მიღმა, იცით, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შესახებ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს. დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა და საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით და ყველა მიმართულებით, ეს არის სწორედ პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ამ ფონზე ზოგიერთმა ჩვენმა ოპონენტმა, მათ შორის ე.წ. ექსპერტმა, დღეს აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი.

ყველაფერი იყო დაცული, პროტოკოლი იყო დაცული და რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო ბოლომდე დაცული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორობის გაღრმავებას ჩვენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. EMAAR-ის ინვესტიციის გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებაზე, ინვესტიციებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი პოლიტიკური კავშირები გავაძლიეროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პროცესი ახლოვდება, ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყნის გარედან მეტი მუხტი და სიმძაფრე შესძინონ უსუსური ოპოზიციის აქციებს

ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რაზეც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. საქართველოს შანტაჟის და მუქარის ენით არ უნდა ვესაუბროთ, არა და რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ადრე ვხედავდით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე საუბრისას.„ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს. როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პროცესი ახლოვდება, ამ შემთხვევაში არჩევნები, ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ მეტი მუხტი და სიმძაფრე შესძინონ სრულიად უსუსური ოპოზიციის აქციებს და მათ მოქმედებებს, ასეთი მხარდამჭერი განცხადებები ისმის ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, თუმცა მე საერთოდ ვერ ვხედავ ამის ეფექტს.ნაკლებად დავუშვებდი იმას, რომ ეს არის ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული. 4 ოქტომბრის არჩევნები, მე არ გამოვრიცხავ, რომ იყოს წყალგამყოფი. ამის შემდეგ მე მგონია, რომ ეს რიტორიკაც გადაიხედება დასავლეთის მხრიდან და როდესაც კიდევ ერთხელ დარწმუნდება ყველა იმაში, რომ არაფრის მომცემია ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ვერ გაამართლებს ვერასდროს.ეს პოლიტიკა მათი მხრიდან უნდა გადაიხედოს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაძლიერებისთვის, მთავარი არის დასავლელი აქტორების მხრიდანაც იგივე მზაობა დავინახოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესებიც აუცილებლად დაიწყება გარკვეული პერიოდის შემდგომ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.

ფრიდრიხ მერცი მხარს უჭერს უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მხარს უჭერს უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გადაცემას. მერცის სიტყვები გამოცემა Financial Times-ს მოჰყავს.გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირს შეუძლია უკრაინას თითქმის 140 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი გადასცეს “საკუთრების უფლებაში ჩარევის გარეშე”.“ეს სესხი დაფარულ იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი მოახდენს უკრაინისთვის დანაკარგების კომპენსირებას, რაც მას ომის დროს მიაყენა…ახლა მხარს ვუჭერ ფინანსური რესურსების მობილიზებას იმ მასშტაბებში, რომლებიც რამდენიმე წლით უზრუნველყოფენ უკრაინის სამხედრო სიმყარეს”, - განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ სახსრები მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაზე უნდა წავიდეს და არა უკრაინის საერთო ბიუჯეტის დაფარვაზე. მერცის თქმით, ევროკავშირის მთავრობებმა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაზე გადაწყვეტილებები უკრაინასთან ერთად უნდა მიიღონ.მერცმა განაცხადა, ევროკავშირმა ამ აქტივების გამოყენებისთვის სამართლებრივი მექანიზმი უნდა იპოვოს .ცნობისთვის, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის სამხედრო ქმედებების რუსული გაყინული აქტივებიდან დაფინანსებას ეწინააღმდეგებოდა.

დონალდ ტრამპი: პუტინი უნდა გაჩერდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უნდა გაჩერდეს.მისივე თქმით, რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებსა და რაკეტებზე, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ვერ მიაღწია წინსვლას.ტრამპმა ერდოღანზე საუბრისას ხაზი გაუსვა სურვილს, რომ თურქეთმა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის ყიდვა, ვიდრე რუსები „უკრაინის წინააღმდეგ თავიანთ უგუნურ შეტევას განაგრძობენ“.მან ასევე მიუთითა თურქეთის შესაძლებლობაზე, გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.„ყველა პატივს სცემს ერდოღანს და მეც პატივს ვცემ მას. მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე, თუკი მოისურვებს, თუმცა ამჯობინებს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ თურქეთის პრეზიდენტი უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში.

კახა კალაძე მოსახლეობას: ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი – პირველ რიგში, ეს ხართ თქვენ

ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა - ბრძოლით მოვიპოვეთ, დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მშვიდობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს" - ეს არის ჩვენი საარჩევნო სლოგანი და არა მხოლოდ, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენ ყოველდღიური მუშაობით, გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, ბრძოლით ვიცავთ მშვიდობას ქვეყანაში, რადგან მშვიდობის, სიმშვიდის გარეშე ჩვენ დღეს აქ ვერ შევიკრიბებოდით, ვერ ვისაუბრებდით ქალაქის განვითარებაზე, სამომავლო პროექტებზე. ხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში როგორ გააქტიურებულია მტერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვერ ისვენებენ, ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, "ქართულმა ოცნებამ" დაიკავა პრინციპული პოზიცია და მტერს არ დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყანაში გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი და დღეს აქ გვქონოდა იგივე უბედურება, რაც უკრაინაშია, სამწუხაროდ. დიახ, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია და არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, უბრალო მოქალაქეებისთვის, გლეხებისთვის, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ ოჯახის კეთილდღეობისთვის. ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის პარტნიორობა, როდესაც შენ მოგიწოდებენ ვითომ მეგობრობით შეფუთული განცხადებებით, რომ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ არა ისე, რომ ვინმემ ზემოდან გვიყუროს და თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა - სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ! დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა" - განაცხადა კახა კალაძემ.მან ოპონენტების განცხადებებიც გააკრიტიკა და მოსახლეობას მისი გუნდისა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.„ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებენ ოპონენტები - თუ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ყველაფერს გავაჩერებთ, მერია აღარ იმუშავებს, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხალხი ჯანდაცვის პროგრამებით ვეღარ ისარგებლებსო. იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ კალაძის გუნდი აკეთებს ათ რეკრეაციულ სივრცეს, პარკს, სკვერს, ჩვენ ოცს გავაკეთებთო, მხოლოდ და მხოლოდ მტრობა და ბოროტება ამოძრავებთ. შესაბამისად, მათ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, თბილისი და თბილისელები მიუჩენთ შესაბამის ადგილს. ისინი იქნებიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, უსამშობლო ადამიანების, მოღალატეების და აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა და არც იქნება. 4 ოქტომბერს მათ უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი. უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს", - განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მერიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გაგრძელდება გზების, გამზირების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. შევიძინეთ ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, გადავედით მეტროს ვაგონებზე. მთლიანად მოხდება მეტროს განახლება. მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც შესყიდული გვაქვს, 2026 წლიდან დაიწყებს ეტაპობრივად შემოსვლას. მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი პარკები, სკვერები, ყველა უბანსა და რაიონში აუცილებელია რეკრეაციული სივრცეების არსებობა. ხომ გახსოვთ, 2017 წლამდე რა ვითარება იყო. დღეს გულს უხარია, როდესაც თბილისში დადის ადამიანი. ამდენი გამწვანებული დასასვენებელი სივრცე უბნებში, პარკები. რამდენიმე დღეში ვერის პარკი გაიხსნება, რომელიც ულამაზესია. გავაგრძლებთ ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობას, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში ჰქონდეს აღზრდის შესაძლებლობა; გავაგრძლებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რათა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ჯერ კიდევ სჭირდება. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ", - აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, მას ზურგს უმაგრებს ძლიერი გუნდი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს.„მე ასე თამამად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამ ქალაქისთვის, ერთად ვიბრძვით ყოველდღიურად, რომ ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს - უფრო მწვანე, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეამაყება, რომ თქვენ საკრებულოში გეყოლებათ ასეთი წარმომადგენლები" - განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტი: ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მიხეილ ყაველაშვილმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მიმართა.„მინდა მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა. ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბოლო სიახლეები