შაბათი, აპრილი 25, 2026

“პიკის საათის” მეოთხე ნაწილს გადაიღებენ

“პიკის საათის” (Rush Hour) პირველი ნაწილი 1998 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს ჯეკი ჩანი და კრის ტაკერი ასრულებენ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ფილმის გაგრძელების გადაღებაც გადაწყვიტეს. ამის შესახებ გამოცემა Geektyrant-ი წერს.

“საუკეთესო ნაწილი იქნება. ჯეკი უკვე მზად არის და ერთი სული გვაქვს გადაღებები დავიწყოთ”, – ამბობს კრის ტაკერი.

სხვა დეტალები ფილმთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პარლამენტში მანდატზე უარს ამბობს

ორბანმა უარი თქვა უნგრეთიs პარლამენტში მანდატზე. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ორბანის განცხადებით, დასრულდა მისი პარტია „ფიდესის” პრეზიდიუმის სხდომა, და მათ საპარლამენტო ფრაქციის “კარდინალურად რეფორმირება” გადაწყვიტეს, რომელიც 27 აპრილს იქნება ფორმირებული. მისი ხელმძღვანელი გერგეი გულიაში გახდება, ხოლო თავად ორბანი საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებს.„მანდატი, რომელიც როგორც „ფიდესი”-„ქრისტიან-დემოკრატები” სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის” საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის,” - განაცხადა ორბანმა.მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას გამართავს, ხოლო ხელმძღვანელობის ასარჩევად სხდომა ივნისისთვის გადაიდო. ამ მომენტისთვის პარტია „ფიდესის” პრეზიდენტის თანამდებობას თავად ორბანი იკავებს.

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოუჯანი დავით თარხან მოურავს ტყუილში ამხელს

გუშინ ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ბატონმა დავით თარხან-მოურავმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც „მინაბში გოგონათა სკოლის წინააღმდეგ ამერიკის მიერ განხორციელებული თავდასხმა სიმართლეს არ შეესაბამება“.მე, როგორც ჩემი ქვეყნის ელჩი, მზად ვარ დავფარო თქვენი მოგზაურობის ყველა ხარჯი, რათა თავად გაემგზავროთ და ადგილზე დაათვალიეროთ და დაითვალოთ 168 ბავშვის საფლავი და სიმართლე პირადად გადაამოწმოთ.ასეთი განცხადებები, ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული თემების განსაკუთრებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, საჭიროებს ზუსტ, დოკუმენტურ და მიუკერძოებელ გადამოწმებას. ადამიანის ღირსება აღემატება ნებისმიერ პოლიტიკურ ან მედია- კონკურენციას და არ უნდა გადაიქცეს დაპირისპირების ან დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების იარაღად.განა არ უნდა ვცეთ პატივი ქართველი ხალხის გონიერებასა და საზოგადოებრივ შეგნებას?განა არ უნდა შევინარჩუნოთ მედიის სიწმინდე და პასუხისმგებლობა?განა სოციალური ეთიკა და რწმენა ქრისტესადმი, რომელსაც ჩვენ მუსლიმებიც და თქვენ, ქრისტიანებიც, ვაღიარებთ, არ უნდა იყოს მსჯელობისა და შეფასების საფუძველი?თუკი ამერიკისა და ისრაელის მიერ ისფაჰანში განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ შვიდ ქართველთან მიმართებით სოლიდარობისა და თანაგრძნობის გამოხატვა არ მოხდა, მინიმუმ იმის მოლოდინი მაინც გვაქვს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან, განსაკუთრებით კი ომის დროს ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, დაცული იყოს სიზუსტე, პასუხისმგებლობა და მეტი ანგარიში გაეწიოს საზოგადოებრივ აზრს.- წერა მოუჯანი თავის facbook გვერდზე

დავით სონღულაშვილი: 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა განვითარება 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო.„სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული. „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ამ სექტორზე სრული ფოკუსირება. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება. 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავურთო ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს; რეგიონში მყიფე გარემო, ფასების ზრდა საწვავზე, ასევე პესტიციდებზე. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ამ ყველაფერის ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ დღეს და დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი. ეს არის ის რასაც, ემსახურება სამინისტროს პროექტები და პროგრამები.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან – „18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან.დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის დელეგაციისთვის 18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, როდესაც მისივე თქმით, ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ აშშ-ს.„ცოტა ხნის წინ ჩემს ხალხს, რომლებიც უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ვუთხარი -„არა, თქვენ იქ წასასვლელად 18-საათიან ფრენას არ განახორციელებთ. ჩვენ ყველა კოზირი გვაქვს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თქვენ აღარ გააკეთებთ 18-საათიან ფრენებს იმისთვის, რომ იქ იჯდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ”, – განაცხადა ტრამპმა.მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი დატოვა.

„ესოშიეთიდ პრესი“ – აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ პაკისტანის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, მაღალი რანგის ოფიციალური პირები ისლამაბადთან ახლოს მდებარე აეროპორტში არაღჩის გასაცილებლად იმყოფებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა მედიასთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა და მას ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ომის დასრულების შესახებ ირანის პოზიცია გააცნო.როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, „ვიდრე შედეგი არ მიიღწევა.“ გარდა ამისა, არაღჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრისაც შეხვდა. პრემიერის ოფისში გამართულ შეხვედრას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იშაქ დარი და პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირიც ესწრებოდნენ.„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტის დროს პაკისტანში მყოფ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები და ეჭვები გააცნო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.

ბოლო სიახლეები