შაბათი, მაისი 24, 2025

პეტრას აუსტრევიჩუსი – პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და დააკავეს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

როგორც აუსტრევიჩუსი  სოციალურ ქსელ X-ში წერს, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „საქართველოში პოლიტიკური დევნის სამარცხვინო მაგალითია“.

„საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და ის დააკავეს, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს“,  – წერს აუსტრევიჩუსი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში დანიის ელჩი – დანია შეშფოთებას გამოხატავს ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, დანია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ მიზანმიმართულ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას.„დანია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომებისა და ასევე ბოლო დროს კანონმდებლობის მიღების გამო, რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციური საქმიანობის შეზღუდვა. დანია მხარს უჭერს მიზანმიმართულ ზომებს და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად“, – წერს დანიის ელჩი.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.მანამდე კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.მიღებაზე შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები. გამოიფინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი და სამკაულები. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართება.

გიგა ბოკერია – მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან, ახლა გვარამიამ დააღოს პირი და თქვას, თუ რამე აქვს...

მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან. ახლა გვარამიამ დააღოს პირი და თქვას, თუ რამე აქვს ჩემზე სათქმელი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია აბსურდული და ბინძურია.„ბატონმა ნიკა გვარამიამ, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ გასაგები იყო, ასეთი რამე თქვა, პირი არ დამაღებინოთო თუ რაღაც არ მათქმევინოთო. ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, იქ ჩემი ძველი ნაცნობი, ბატონი დავით ბერძენიშვილი გამოჩნდა. ბატონ გვარამიას მივმართავ, რამე თუ აქვს ჩემზე სათქმელი, სცეს საზოგადოებას პატივი, დააღოს პირი და თქვას. როგორც კი ეს კომისია დაიწყო, აღვნიშნე, საერთოდ დაცინვაა მათი მომხრეების, რომ ჯერ მე არ დავუბარებივარ და დაიბარეს ხალხი, რომელსაც იმ რეჟიმთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. იქვე ვთქვი, რომ არც მივალ მაგ კომისიაზე. ასევე ისიც აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი, დაჭრების ჩათვლით, უნდათ, რათა ფოკუსი მაგაზე გადაიტანონ და არა უფრო დიდ რამეზე, რასაც ღალატობენ, ანუ ქვეყნის მთლიანად მომავალს და დამოუკიდებლობას.სხვათა შორის, დამაბრალეს, რომ დაკითხვაზეც კი არ ჰყოლიათო, ვიღაცამ ჩამიგდო, ეგ უსამართლოა. ბარემ მაგაშიც ნუ მოიტყუებით, დაკითხვაზე ნამყოფი ვარ, სახელმწიფო გადატრიალებაზე და უშიშროების საბჭოს ამბებზე და ა.შ. თუმცა იმის წინ არ წავიდა რეჟიმი ჯერჯერობით. ძალიან რთულ მდგომარეობაში მაყენებს, უნდა ვაღიარო. რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული, იმაზე უნდათ, რომ პასუხი მაგებინონ, თან პირდაპირ იარლიყიც მოგაწებონ. ხვალ რომ დამიბარონ, რაც საერთოდ არ არის გამორიცხული, ბრალი წამიყენონ, დამიჭირონ, ანუ გამოვა, რომ აღარ ვყოფილვარ მოღალატე და თუ ეს არ ქნა ივანიშვილის რეჟიმმა, მაშინ მოღალატე ვარ. გამოდის, მათ ხელშია, მე მოღალატე გავხდები და არა ჩემსაში. ასეთი აბსურდული და ბინძური არის ეს კამპანია, რასაც ახლა უყურებთ ყველა ამ ადამიანისგან“, – განაცხადა ბოკერიამ.ცნობისთვის, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების „კომისია“, ამას რა ჰქვია, ვიცით, გაასხით, თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს დადებული“.

“დაუშვებელია ასეთი ეროვნული მნიშვნელობის დღე, ნებისმიერმა პარტიამ გამოიყენოს იმისთვის რომ მოხდეს ხალხში დაპირისპირება” – ტატა ხვედელიანი 26 მაისზე

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. სამხედროების ფიცი, მოიერიშეების გადაფრენა, წითელ და თეთრ ფერებში მორთული ქვეყანა. სამზადისი თითქმის დასრულებულია. ახლა მთავარი კითხვაა, ვინ როგორ და სად იზეიმებს ეროვნულ დღესასწაულს.პოლიტიკოსთა გეგმები განსხვავებულია - პროვოკაცია გამორიცხულია - ასეთია ხელისუფლების პასუხი.ანალოგიური პოზიცია აქვთ გიორგი გახარიას გუნდშიც, სადაც ფიქრობენ, რომ ამ სახალხო დღესასწაულის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება დაუშვებელია:"26 მაისი ეს არის სახალხო დღე, ჩვენი უახლესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ერთიანობით მივაღწიეთ ძალიან წინგადადგმულ ნაბიჯს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დღესასწაული ყველამ ერთად აღვნიშნოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე. ჩვენ არცერთი პლატფორმის ფარგლებში არ ვიქნებით ამ დღეს წარმოდგენილები როგორც ორგანიზატორები, მნიშვნელოვანია ამ დღეს ვიდგეთ ხალხთან ერთად და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღის გამოყენება არ მოხდეს პარტიული ინტერესებისთვის. დაუშვებელია ასეთი ეროვნული მნიშვნელობის დღე, ნებისმიერმა პარტიამ გამოიყენოს იმისთვის რომ მოხდეს ხალხში დაპირისპირება,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი.

სერგეი ლავროვი – პატიმრების გაცვლა როგორც კი დასრულდება, რუსეთი მზად იქნება, უკრაინას გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს

პატიმრების გაცვლა როგორც კი დასრულდება, რუსეთი მზად იქნება, უკრაინას გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.მისივე თქმით, რუსული მხარე შეთანხმების მეორე ნაწილზე, რომელიც გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად პროექტის მომზადებას გულისხმობს, აქტიურად მუშაობს.„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შეთანხმებების მეორე ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მხარის მიერ დოკუმენტის პროექტის მომზადებას, რომელშიც აღწერილი იქნება პირობები დარეგულირების შესახებ მდგრადი, გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ახლა, როგორც კი სამხედრო ტყვეების გაცვლა დასრულდება, ამ დროისთვის ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინულ მხარეს გადავცეთ ასეთი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც რუსული მხარე ამჟამად ამზადებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.ცნობისთვის, რუსეთმა და უკრაინამ 23 მაისს თანაბრად, 390 პატიმარი გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტს გაათავისუფლებენ, რაც, სავარაუდოდ, ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლა იქნება.

ბოლო სიახლეები