პენტაგონი არ გეგმავს ავღანეთში დამატებით კიდევ ათასი სამხედრო გაუშვას. ამის შესახებ. აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი. ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
“გამოვაცხადეთ სტრატეგია და სავარაუდო ციფრები. თუ ვინმეს მხედველობაში აქვს 1000, ან 5000 სამხედრო, მსგავსი გეგმები არ მაქვს“, – თქვა მეტისმა.
ავღანეთში სიტუაცია გამუდმებით უარესდება. პენტაგონის მონაცემებით, “თალიბანი“ ქვეყნის ეტრიტორიის 15%-ს აკონტროლებს.