კვირა, აპრილი 12, 2026

პენიტენციური სამსახურის მიმართ პარლამენტში დასმულ კითხვებს თორნიკე ჭეიშვილმა უპასუხა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ  საუბრისას აღნიშნა, რომ სისტემური თვალსაზრისით ე.წ. არაფორმალური მმართველობის პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში არ დგას.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის შესახებ არაერთხელ აღგვინიშნავს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სისტემური თვალსაზრისით არავითარი მსგავსი პრობლემა, თუ გამოწვევა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არ არის. თუ არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პატიმარი ცდილობს გარკვეული ზეგავლენის მოპოვებას სხვა პატიმრებზე ხდება შესაბამისი, მყისიერი რეაგირება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ხდება განცალკევება, გადაყვანა და სხვა ღონისძიებების გამოყენება, რომელიც იმთავითვე აღმოფხვრის საფრთხეს იმისა, რომ პატიმართა ჯგუფი შეიძლება მოექცეს გარკვეული ზეგავლენის ქვეშ. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში არის საუბარი და მე პირადად ვისურვებდი, რომ ეს ნაწილი იყოს გაცილებით უფრო გამყარებული კონკრეტული ფაქტებით და თუ ასეთი ფაქტები არსებობს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რეაგირება ხდება დაუყოვნებლივ“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა,  რომ პატიმრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს ყურადღება მაღალ დონეზე ექცევა.

“2011 წელს თუ იყო 140 გარდაცვალების შემთხვევა, 2021 წელს 20 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ბუნებრივია, მე ამას არ ვამბობ არავითარი ნიშნის მოგებით – თითოეული პატიმრის სიცოცხლე არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ ყოვლისა ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებლები, მაგრამ მეორე მხრივ 7-ჯერ შემცირება სიკვდილიანობისა მეტყველებს იმაზე, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება პატიმრების ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებისკენ არის უაღრესად მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი რესურსები, პირველ ყოვლისა ეს არის სამედიცინო პერსონალი. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან არის, დაახლოებით, 500 შესაბამისი თანამშრომელი. ეს რაოდენობა ვიცით, რომ შეიძლება არ იყოს ბოლომდე საკმარისი, ამიტომ მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ დაემატოს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და გარკვეული სამედიცინო სერვისებით კიდევ უფრო მეტად იყვნენ უზრუნველყოფილი პატიმრები. ვიტყვი ასევე იმასაც, რომ მოქმედებს პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მოდელი პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებში არის სამედიცინო პუნქტი და, ამდენად, პირველადი რეაგირება, თუ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ხორციელდება სწორედ ამ პუნქტში. თუ არ არის საკმარისი ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება პატიმარს მიეწოდოს ადგილზე უკვე შემდგომ ხდება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და არის მესამე ალტერნატივა – როდესაც ხდება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პატიმრის გადაყვანა. ამაზე მინდა გითხრათ, რომ საანგარიშო პერიოდში, ანუ, 2021 წელს 5502 პატიმარი იყო გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ხოლო მიმდინარე წელს 4000-მდე პატიმრის გადაყვანა მოხდა. ეს გულისხმობს, იმას რომ პატიმრები არიან აბსოლუტურად უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენს დაწესებულებებში არის არაერთი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, ,,ც ჰეპატიტის“ ელიმინაციას, ტუბერკულოზთან გამკლავებასა და მართვას, რომელიც უკავშირდება აივ ინფექციის მკურნალობას და ა.შ.” –   განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თორნიკე ჭეიშვილმა პატიმრების კვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმრები სრულფასოვანი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.

„მინდა ყურადღება გავამახვილო პატიმართა კვების საკითხზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში მათ ჯანმრთელობასთან. რომ ავიღოთ ერთ პატიმარზე გაკეთებული დანახარჯი, ანუ თანხა, რომელიც არის კვებაზე გამოყოფილი, 40 პროცენტით აღემატება გასული წლების მაჩვენებელს. გასულ წლებში ვგულისხმობ 2015-2019 წლების მაჩვენებელს. დავამატებ იმასაც, რომ არის 50-მდე სხვადასხვა მენიუ პატიმართა რაციონში, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ისინი იყვნენ შესაბამისი სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფილები“ – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე პარლამენტში  სახალხო დამცველის ანგარიშშის მოსმენას ესწრებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები