პარასკევი, იანვარი 3, 2025

პატრიარქი დიდ ხუთშაბათს ფეხთბანვის წესს სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს

დიდი ხუთშაბათი ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. “თორმეტი სახარება” ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

სამების საკათედრო ტაძარში ვნების კვირის მსახურების განრიგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ 1 აპრილს გააცნო.

პარასკევს 09:00 საათზე წაკითხული იქნება დიდი ჟამნობა, ხოლო 14:00 საათზე მწუხრის ჟამი, გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება. შაბათს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული. ცისკარი შესრულდება 06:00 საათზე, როგორც ეგების დიდი შაბათის მსახურებას, გარდამოხსნის გარშემოტარებით ტაძარზე და წესის აგება, ხოლო 10:00 საათზე აქ, სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით. ხოლო შაბათს 20:00 საათზე შესრულდება შუაღამიანის მსახურება და გარდამოხსნის შესვენება შუა ტაძრიდან საკურთხეველში. შაბათ 23:00 საათზე იქნება შეხვედრა მის უწმინდესობასთან და წაიკითხება სააღდგომო ეპისტოლე. ხოლო 00:00 საათზე შესრულდება ლიტანიობა და ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო მსახურება”,- აღნიშნა მამა დემეტრემ.

8 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები