პარასკევი, ნოემბერი 8, 2024

პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართება

თბილისში, პარლამენტის შენობაში უმრავლესობის და უმცირესობის დახურული შეხვედრა გაიმართება. imedinews-ის ინფორმაციით, დეპუტატები ერთობლივი რეზოლუციის საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრა გასაიდუმლოებულია და პარლამენტის წევრები წინასწარ კომენტარებს არ აკეთებენ.

შეხვედრა 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ...

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, კანონების გაუქმების თაობაზე პარტნიორების მოთხოვნა დამაფიქრებელია. „ახლა რატომ ამახვილებენ ყურადღებას არჩევნების კონტექსტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონებზე? რა კავშირი აქვს ამას საერთოდ არჩევნებთან? როგორც ჩანს, ვიღაცებს ეს კანონები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე ქართველი ხალხი, დემოკრატიული განვითარება და ა.შ. როგორც ჩანს, ვიღაცებს უფრო ძალიან აწუხებთ, რომ მათი ფინანასები გახდება გამჭვირვალე და ქართველი ხალხი გაიგებს, რაში იხარჯება ესა თუ ის თანხა საქართველოში. თანხები, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არის დახარჯული და, შესაძლოა, ზოგიერთი უფრთხის, რომ აღმოჩნდება, თურმე ეს თანხები არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯული. სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც ამ მხრივ გაუმჭირვალეა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არის ცნობილი თავისი ფარული ფინანსებით საქართველოში და რამდენჯერმე სკანდალურად გახდა ცნობილი, რომ ისინი აფინანსებდნენ რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს, რაც წარმოადგენს როგორც ქართული კანონმდებლობის, ისე საერთაშრისო საუკეთესო პრაქტიკის დარღვევას. ასევე, მგონი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგმა ვერ გაიგო, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს არჩევნები, მათ შორის, ზოგიერთმა უცხოელმაც შერაცხა რეფერენდუმად. ჩვენ ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ უცხოელი პოლიტიკოსები, ჩინოსნები და ზოგიერთი დიპლომატი, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“. ამით ჩვეულებრივად ჩარეული იყვნენ შიდა პოლიტიკაში გაერო-ს წესდების და ვენის კონვენციის დარღვევით. ეს ხალხი დამარცხდა ამ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათაც გასცა პასუხი ყველა მათ მცდელობაზე, რომ თავს მოეხვია ქართველებისთვის მათი არჩევანი. ამიტომ ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე იმისთვის, რომ ვიღაცამ მოინდომოს მისი წაყრუება. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, რომ დგას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, იგივე აქტორები, რომლებიც დღეს მოგვიწოდებენ ამ კანონის გაქუმებისკენ, ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა გამჭვირვალობის კანონი, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რა აღმოჩნდა 26 ოქტომბერს? გამოვიდა ქართველი ხალხი და ყველა ამ აქტორს უთხრა, რომ მისი ნება არის ამ კანონებით განხორციელებული. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ამას ყველამ სცეს პატივი

ეუთო/ოდირმა როგორც წერილობით, ისე ზეპირად თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნას ყველამ უნდა სცეს პატივი. „ყველას მოვუწოდებ, ნუ ასცდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას. რაღაც სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათთვის ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა სახელმძღვანელო და ახლა, როგორც ჩანს, ზოგიერთებს რომ არ მოეწონათ ეუთო/ოდირის დასკვნა, რაღაც თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ, ხან ISFED-ის დასკვნას იშველიებენ, ხან „გამჭვირვალობის“, ხან ვის და ხან ვის. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით. ეუთო/ოდირმა კი როგორც წერილობით, ისე ზეპირად თქვა, რომ არჩევნები შედგა; თქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. ეს ითქვა და ამას ყველამ სცეს პატივი, შესაბამისად, ამ პრინციპზე დაყრდნობით ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – 2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა

ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. „თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე, როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა, რათა არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე. სინამდვილეში საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეროვნული ბანკი – სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით დაიკლო და 283.4 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 16.4%-ით 33.9 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების მცირედი კლება საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. „სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 40%-ით, 36 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპებით, 17.7%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან და 20.4%-ით ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, სხვა ქვეყნებიდან, როგორებიცაა ყირგიზეთი და გაერთიანებული სამეფო, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (111.5%-იანი და 16.9%-იანი მატება, შესაბამისად). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. სექტემბერში რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო (3.1%-იანი და 15.8%-იანი კლება). უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (45.6%-იანი წილით), აშშ (17.3%-იანი წილით) და რუსეთი (12.6%-იანი წილით) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები ლიდერებთან თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას

ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან. „რაც შეეხება შეხვედრებს, გვქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, რობერტ ფიცოსთან ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში და მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი ათზე მეტ ლიდერს. აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები. ეს არის ის, რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული ეს ვიზიტი. გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები