სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს.

კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-სს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ დუნდუა სსფ-ის პროგნოზში საქართველოს პოზიციაზე: ეს ეფუძნება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს – დაბალი გადასახადები, კეთილსინდისიერი მმართველობა, კარგი გარემო ბიზნესსექტორისა და ინვესტიციებისათვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა.კერძოდ, როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს შედეგი ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ეფუძნება.„საქართველოს აქვს გამორჩეული პოზიცია მსოფლიო რეიტინგში ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით როგორც 2024-2025 წლებში, ისე 2024-2030 წლების განმავლობაში, როგორც ამას სავალუტო ფონის პროგნოზი გვეუბნება. 2024-2030 წლებში რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველო არის ევრაზიაში პირველ ადგილზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ეფუძნება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს - დაბალი გადასახადები, ხელსაყრელი ბიუროკრატია, კეთილსინდისიერი მმართველობა, კარგი გარემო ბიზნესსექტორისა და ინვესტიციებისათვის. საბოლოო ჯამში ეს ბუნებრივია, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.მაგალითად, კარგი მთავრობის ინდექსის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჩანდლერის ინსტიტუტის მიერ, ინვესტიციების მიზიდვით საქართველოს მთავრობა არის მეოთხე პოზიციაზემსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში.როდესაც ყველანაირ პირობას ქმნი ეკონომიკური განვითარებისათვის, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ვიდეო რგოლი, ასევე ფოტოები, სადაც გამოსახულია ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც თითქოს უთქვამს შემდეგი:  -,, ღარიბაშვილის დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი “ქართულ ოცნებას” ერთი ვიდეო ჩანაწერით...გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ  აღნიშნული გახლავთ სიცრუე, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი და არავითარი შეხება აღნიშნულ ვიდეო რგლოთან, ფოტოსურათებთან ან ტექსტთან ოთარ ფარცხალაძეს  არ გააჩნია. მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ავრცელებს მსგავს სიცრუეს, სოციალურ ქსელებსა თუ მედია საშუალებებში, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და არასწორი, ცილიმწაბელური ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენ ვემიჯნებით მომავალში მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის ინფორმაციას და ვაცხადებთ, რომ არც ახლა და არც მომავალში რაიმე სახის შემხებლობა მსგავს ფეიკი-ნფორმაციასთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნდა და არც ექნება!"

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ბრაუზერი წარადგინა

ამერიკულმა კომპანიამ OpenAI საკუთარი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბრაუზერი ChatGPT Atlas წარმოადგინა.კომპანიაში განმარტავენ, რომ ბრაუზერის მომხმარებლები სხვადასხვა ამოცანის შესრულებას ChatGPT-ს მეშვეობით შეძლებენ. კერძოდ, ჩატ-ბოტის „გამოძახება“ შესაძლებელია ნებისმიერ ვებგვერდზე გვერდითა პანელიდან. ის შეაჯამებს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, შეძლებს სხვადასხვა პროდუქტის შედარებას ან მონაცემების ანალიზის ჩატარებას. ჩატ-ბოტი ასევე ჩნდება დოკუმენტებში, ელექტრონულ წერილებში ან კალენდარში ჩანიშნულ მოსაწვევებში ცალკეული სიტყვების მონიშვნისას.მანამდე Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ახალ ბრაუზერს რესტორნებში მაგიდების დაჯავშნა და ვებგვერდებზე ფორმების ავტომატურად შევსება შეუძლია.ბრაუზერი ChatGPT Atlas უკვე ხელმისაწვდომია macOS-ისთვის, Windows, iOS-ისა და Android-ის ვერსიები კი უახლოეს მომავალში გამოვა.

ტრაგედია გლდანში – 5 წლამდე ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში ტრაგედია დატრიალდა. გლდანში, 5 წლამდე ბიჭი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.დამატებითი დეტალები უცნობია.

შემოსავლების სამსახური – ყულევის ნავსადგურში შესულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე, ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყულევის ნავსადგურში შესულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.შემოსავლების სამსახური ეხმაურება „როიტერის“ მიერ გავრცერლებულ იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „6 ოქტომბერს ტანკერმა „კაისერი“ რუსეთის ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული „ციმბირული მსუბუქი“ კლასის ნავთობის 105 340 ტონა ყულევის ნავთობტერმინალში მიიტანა“.„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 10 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები