საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
დეპუტატებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.