კვირა, მაისი 18, 2025

პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაცია ვატიკანში: წმინდა პეტრეს მოედანზე საზეიმო წირვა დაიწყო

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი წირვა დაიწყო.

მანამდე პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა.

შეკრებილთა შორის იყვნენ არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინაუგურაციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და “ოცნების” არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც.

ინაუგურაცია და ეკლესიის სამომავლო პერსპექტივები

საინაუგურაციო ცერემონია წმინდა წირვაშია ინტეგრირებული, მისი ცენტრალური ნაწილი კი ახალი პაპისთვის ძალაუფლების ორი ინსიგნიის – პალიუმისა და მებადურის ბეჭდის გადაცემაა. ცერემონია ხაზს უსვამს ეკლესიის რწმენას, რომ პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა.

პაპის ინაუგურაცია ყოველთვის საყურადღებოა არა მხოლოდ ახალი ლიდერის არჩევის გამო, არამედ იმ განზომილებებით, რომელიც ეკლესიის რწმენის და ძალაუფლების სიმბოლურ აქტებს ასახავს და მორწმუნე კათოლიკეებს კიდევ ერთხელ აჩვენებს. პაპი ლეო XIV-ეს ინაუგურაციის შემდეგ ერთგვარი მანდატი მიეცემა მომავალ საქმიანობაში როგორც პაპს, რომელმაც უნდა იტვირთოს ეკლესიის და მთელი ქრისტიანული სამყაროს რწმენისა და ერთიანობის პასუხისმგებლობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანია

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანიაბექაურის მსგავსად, ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის აბები" ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის  ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდადი რვა წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების მერე, პირველი ტიტული მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ღია პირველობაზე ბევრი ცნობილი ძიუდოისტი არ ასპარეზობდა, საქართველოდან კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა, რომელმაც ეს ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის (13-20 ივნისი) მოსამზადებლად გამოიყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომში. შეხვედრისას განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელიც არ შედგებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა, ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.ასევე შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ ტყვეთა გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია იქამდე, ვიდრე ისინი არ გამოთქვამენ ომის შეწყვეტის სურვილს.და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მადლობა ამერიკელ ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის“, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.  

რომის პაპმა პირობა დადო, რომ ავტოკრატი არ იქნება

ვატიკანში რომის ახალი პაპის - ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.ქადაგებისას პაპმა მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას და არ იქნება ავტოკრატი. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის მისიას „შიშითა და თრთოლით“ იღებს, მაგრამ როგორც 1,4 მილიარდი კათოლიკეს ლიდერი არ დანებდება თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე და პაპ ფრანცისკეს საქმეს გააგრძელებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ბრძოლა სიღარიბესთან და გარემოს დაცვა.მან ასევე გააკრიტიკა „სიძულვილი, ძალადობა, ცრურწმენა, განსხვავებულობის შიში და ეკონომიკური პარადიგმა, რომელიც დედამიწის რესურსების ექსპლუატაციას ეწევა “.ლეოს თქმით, კარდინალებმა, რომლებმაც მას ხმა მისცეს, „აირჩიეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული რწმენის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მომავლისკენ ყურება, რათა პასუხი გასცეს თანამედროვე სამყაროს პრობლემებს, გამოწვევებსა და კითხვებს“.ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

ბოლო სიახლეები