პაველ ჰერჩინსკი: ჩინეთს შეუცვლელ პარტნიორად განვიხილავთ, ამავდროულად, ვცდილობთ რისკ-ფაქტორების შემცირებას – საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან

Read Time:27 Second

ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკ-ფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან.

„კომენტარს არ გავაკეთებ ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე. ევროკავშირს აქვს ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა ჩინეთთან. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკ-ფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში
Next post პეტრე ცისკარიშვილი: ვინ დასანქცირდება, ვინ იმოგზაურებს, ვინ ჩავა, ვინ ვერ ჩავა, ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენს გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი