შაბათი, მარტი 29, 2025

პაატა სალია: მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები, რომ მოხდეს ამ ომში საქართველოს ჩათრევა

ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტს ჰქონდა განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიეღოთ გარკვეული სანქციები საქართველოში სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ, თუმცა იმის გამო, რომ ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი ამ მსგავს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე ტენდენციას, რომ ინდივიდუალური ქვეყნები ცდილობენ დააწესონ გარკვეული ტიპის შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ წამყვანის კითხვის პასუხად, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა ეს სანქციები, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი არ შეიცვლება.

„ხშირ შემთხვევაში ეს სიებიც გაურკვეველია როგორ დგება. ჩვენ ეს ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც სიაში ისეთი ადამიანები იყვნენ მოხვედრილი, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმასთან, რაც თითქოს სანქცირების საფუძვლად იყო მითითებული. ეს ტენდენცია გააგრძელა გერმანიამ, თუმცა მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ თუ არა სხვა ქვეყნები ინდივიდუალურად სანქცირების რეჟიმს, ამას არ შეუძლია შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ, მცდელობას რომ ეს სანქციები რაღაც სადამსჯელო მექანიზმად იყოს გამოყენებული და ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისთვის გარკვეულწილად მაშველ რგოლად, მუხტის შესაქმნელად ქუჩაში, [გამოიყენება] რათა აქციები გაგრძელდეს. სხვა დანიშნულება, სხვა პრაქტიკული ამოცანა ამ მოქმედებებს დღეს არ აქვს და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმში ვართ; მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები საქართველოს მიმართ, რომ მოხდეს ამ კონფლიქტში მისი ჩათრევა. არაერთი რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ აბსოლუტურად არასწორ ფაქტებზე იყო დამყარებული, რომელიც იყო გარკვეულწილად აქაური ოპოზიციის აღქმებზე დამყარებული და რომლის ერთადერთი მიზანი იყო გამოეწვია ურთიერთობების ესკალაცია რუსეთთან, რაც საბოლოო ჯამში უკვე ჩვენს ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა. ეს არის ამ დაწყებული მოქმედებების გაგრძელება“, – აღნიშნა სალიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სანდრო ბაზაძემ რეიტინგის პირველი ნომერი დაამარცხა და მსოფლიო თასის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს –  ქართველმა მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად გერმანელ მატიას სზაბოს შეხვდება.შეჯიბრის კიდევ ერთი მონაწილე, ბექა ბაზაძე ტურნირს მეთექვსმეტედფინალში გამოეთიშა.30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.

ნანა კაკაბაძე: მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ გასწირა და რა ინტერესების გამო მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს...

ჰააგის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ომი იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და არა საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. ეს დადასტურებული ფაქტია.პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია ამ საკითხს სხვა კუთხით იხილავს, რომ რამ გამოიწვია ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ აგვისტოს ომზე საუბრისას.მისივე თქმით, დასადგენია, ომში ჩაბმა იყო საქართველოს ინტერესებში, რათა კონსტიტუციური წესრიგი აღმდგარიყო, თუ იყო კიდევ სხვა, მერკანტილური ინტერესებიც. კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ სხვა ინტერესებიც იყო.„ეს აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, ეს აინტერესებს საქართველოს ისტორიას სამომავლოდ და ამას აკეთებს დღევანდელი პარლამენტი ამ კომისიით, ამ თემის გამოძიებით, რომ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ გასწირა ქვეყანა და რა ინტერესების გამო მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს ჰააგაში არ განხილულა და ვერც გაიხილებოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტმა თავისი ჩარევით შეძლოს და შექმნას ის ისტორია, ნამდვილი ისტორია, რომელიც ამ ფაქტს თან ახლდა. აქედან გამომდინარე, არის უმნიშვნელოვანესი. შეიძლება ითქვას, ეს არის ის ისტორიული პროცესი, რომელიც ჩემი არსებობის განმავლობაში, მე არც მახსოვს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებეთან დაკავშირებით.„გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 - ით რეგულირდება.პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე" - წერია განცხადებაში

დღეს რომ ახალგაზრდას, ჭეშმარიტად გმირი ჯარისკაცის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო უჭირავს, რომელიც კეზერაშვილის ფულით არის დაბეჭდილი და გვერდით ხოშტარია, უგულავა, ბოკერია და სხვები უდგანან, ეს...

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მუშაობის მნიშვნელობას სოციალურ ქსელში აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი ქმედების თუ მოვლენის შეფასებისას, ნაც-კოჰორტის რეაქცია არის ყველაზე უტყუარი ინდიკატორი“.ვატო შაქარიშვილი ასევე, ეხმიანება სამართალდამცველების მიერ „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვის გამო დაკავების ფაქტსაც.„ნებისმიერი ქმედების თუ მოვლენის შეფასებისას, ნაც-კოჰორტის რეაქცია არის ყველაზე უტყუარი ინდიკატორი. საგამოძიებო კომისიის გუშინდელი სხდომის შემდეგ სრული ისტერიკა დაემართათ. გოგა ხაინდრავამ კომისიის მუშაობას, აბსოლუტურად სამართლიანად უწოდა “ნიურნბერგის პროცესი.”დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი.მართალია კალენდარზე 1 ოქტომბერი 13 წლის წინ დადგა, მაგრამ შინაარსობრივად ეს დღე კომისიის მუშაობის დასრულების და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგება.დღეს რომ ახალგაზრდას, ჭეშმარიტად გმირი ჯარისკაცის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო უჭირავს, რომელიც კეზერაშვილის ფულით არის დაბეჭდილი და გვერდით ლიაკა ხოშტარია, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვები უდგანან, ეს ნამდვილი ტრაგედიაა და იმის ბრალია რომ თავის დროზე არ დაერქვა მოვლენებსა და პერსონებს შესაბამისი სახელი. ცხადია ეს შეგნებულად კეთდებოდა ერის დეზორიენტაციის მიზნით. საბედნიეროდ ძალიან ცოტა ადამიანის ლიბერ-დებილიზაცია მოახერხეს, იმ დონეზე რომ დღეს საკუთარი ტყავის გადასარჩენად იყენებენ ქვეყნის გამყიდველი მოღალატეები!თუ ჩვენ წარსულს სათანადოდ არ გავიაზრებთ და მოვლენებს, პერსონებს თუ პოლიტიკურ პარტიებს სახელს არ დავარქმევთ ვერ გადავრჩებით, ვერ განვითარდებით!იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ახალ მსოფლიო წესრიგში, ჩვენ გვჭირდება მტკიცე სუვერენიტეტი და აგენტებისგან თავისუფალი პოლიტიკური სისტემა! მხოლოდ ასე შევძლებთ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას”, - წერს ვატო შაქარიშვილი.

ნათია თურნავა – ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს

ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მსხვილი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.„ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებელს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბოლო სიახლეები