ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026

პაატა მანჯგალაძე: ჩვენი დაპირება არის რეალური – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წვდომა ექნება 14 მილიარდ ევროზე

ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წვდომა ექნება 14 მილიარდ ევროზე. ეს არის რეალური, კონკრეტული ევროპული ფონდი, რომლითაც განსაზღვრულია 14 მილიარდი ევრო, რათა გაწევრიანებამდე ქვეყანაში მოხდეს ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით რეფორმები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ სურს, რომ საქართველოში ევროკავშირიდან შემოვიდეს აღნიშნული 14 მილიარდი ევრო.

„მესმის „ქართული ოცნების,“ მათ არ აქვთ კომპეტენცია და არც უნდათ, რომ მოვიდეს ეს 14 მილიარდი ევრო საქართველოში, ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ. ასევე, მზად ვართ, თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, მათ შორის კალაძე ან თუნდაც პაპუაშვილი ან ვინმე ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდს საქართველოსთვის, ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს – დასაქმებისთვის, განათლების სისტემისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს რომ რეალურია, ყველამ იცის, მაგალითად სამტრედია-გრიგოლეთის გზა დღეს შენდება სწორედ ევროპული ფონდებით. ეს გზა გაიარა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ისინი რომ დღეს განვითარებული და კეთილდღეობის მაღალი სტანდარტის ქვეყნები არიან, განაპირობა სწორედ მსგავსმა ევროპულმა დახმარებებმა და ფონდებმა. „ქართული ოცნება“ კეტავს, ბლოკავს ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას და ამ პროცესს მოჰყვება 14-მილიარდიან ფონდზე საქართველოს დაუყოვნებლივი წვდომა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ევროპული დახმარებების მნიშვნელობა.

„მათ უნდათ, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ბიძინა ივანიშვილის გროშებზე და თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ ვიყოთ მონები ივანიშვილის. ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით მოვიტანთ თავისუფლების ფასის სანაცვლოდ, მოვიტანთ დემოკრატიით. ევროკავშირს გამოყოფილი აქვს კონკრეტული ფონდი, ბიუჯეტი ამისთვის, რომ გაწევრიანებამდე ქვეყნებს ჰქონდეთ წვდომა. ეს არის ჩვენს უნარზე დამოკიდებული, თუ რა ვადაში და რამდენს წამოვიღებთ იქიდან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო

სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი საჯაროდ გავრცელებული განცხადება გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.დღევანდელ სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი წერილის მტკიცებულების სახითდართვა მოითხოვეს. საუბარია, იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს.მოსამართლე ლელა კალიჩენკოს განმარტებით, აღნიშნულმა მტკიცებულებამ დასაშვებობის კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა. კალიჩენკოს თქმით, როცა ინფორმაცია საჯარო სივრცეშია განთავსებული და ის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასზე რეაგირება და მისი შესწავლა საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

პოლონეთში, 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე ვაჟთა ფოლკლორულმა გუნდმა, „მძლევარმა“ სამი ჯილდო მოიპოვა

ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“ პოლონეთიდან სამშობლოში გამარჯვებით ბრუნდება. გუნდმა 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.პირველი ადგილი და ოქროს დიპლომი – კამერული გუნდების კატეგორიაში; ოქროს დიპლომი – ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაში; სპეციალური პრიზი და დიპლომი – ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.15-18 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ საგუნდო ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა.საკონკურსო დღეების გარდა, გუნდი „მძლევარი“, კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთში სოლო კონცერტს გამართავს.გამარჯვებული გუნდი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაწყდა საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხიც.პროკურორ ანა ლეკიაშვილის განმარტებით, საქმის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.დაცვის მხარის განმარტებით კი, ღარიბაშვილის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, ღარიბაშვილის ბრალი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის ჩვენებას ეფუძნება.აფციაურის თქმით, ბურჭულაძის ჩვენება არის ზედაპირული და არ არის მითითებული დანაშაულის ჩადენის გარემოებები, რა ფორმით მოხდა თანხის სავარაუდო გადაცემა, შესაბამისად, ჩვენება, რომელიც არ შეუცავს მკაფიო ფაქტებს, ვერ დაედება საქმეს საფუძვლად.ადვოკატის თქმითვე, საქმეში არსებული მეორე მტკიცებულება მხეიძის ჩვენებაა, რომელიც ირიბია, რადგან მხეიძე არ ყოფილა თანხის გადაცემის მოწმე. მისივე განცხადებით, ბურჭულაძე და მხეიძე არიან ნათესავები, „ორივე მათგანმა მიიღეს შეღავათები და შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება“.მოსამართლე კალიჩენკომ საქმის წარმოება არ შეწყვიტა.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა, ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლას ვეგასში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ქართველი ფალავანი 2026 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხე მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილი 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო 23-წლამდელებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.ცნობისათვის, ლას ვეგასის მსოფლიო პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, კონსტანტინე პეტრიაშვილიმა (97 კგ) და სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სამი მედლით დაასრულა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმაც – კობა ქარუმიძე (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონია, თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბოლო სიახლეები