ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026

პაატა იმნაძე: მახსოვს, მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებთ, კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ტალღის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა ეფექტიანობა აჩვენა.

მისივე თქმით, დღესდღეობით ალტერნატული გზა არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების სათანადოდ დაცვა.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, თურმე ღამე დადიოდა, რადგან ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებლი. აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს მაშინ თავისი აზრი ჰქონდა, როდესსაც ჩვენ არ შეგვეძლო, საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა თავის დაცვის ალეტრენატიული გზები. დღეს ალტერნატული გზა არის პირველ რიგში, ვაქცინა და არსებული რეგულაციების დაცვა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქცინაციისა და არსებული რეგულაციების დაცით შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების თანახმად, მომხდარს „სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი“.„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.როგორც სეს-ში აცხადებენ, ინდმეწარმე ვ.ჯ. (მის: ქ. თბილისი, აგლაძის 32) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა.„კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა“, – აღნიშნავენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნის” გამო პატიმრობას ითვალისწინებს

მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ისინი ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის”.საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები არიან: ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს: საქართველოს კანონი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს კანონი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.კონკრეტულად კი - შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნტი: 2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები;“მოქალაქეები დავობენ, რომ მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება; ასევე, ისინი უთითებენ კონსტიტუციის მეცხრე მუხლს - ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და იცავს სახელმწიფო. ასევე, სარჩელში მითითებულია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვის ინიციატივაზე: რეგულაციები ნაჩქარებია და საჭირო არის მეტი კონსულტაციები და გონივრული გადაწყვეტილებები

ავტოპარკის განახლებისა და ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინიციატივა გააკრიტიკა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და დამატებით განხილვას საჭიროებს."საქართველოში ავტოპარკის განახლება და შესაბამისად, ძველი ავტომობილების მიერ ჰერის დაბინძურების შემცირება რომ არის საჭირო, ამაზე არავინ დაობს",— განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, რეგულაციები ისე უნდა იქნას მიღებული, რომ სხვა მიმართულებები არ დაზიანდეს და პროცესი იყოს გონივრული და უმტკივნეულო.„საქართველოში ავტოპარკის განახლება და შესაბამისად, ძველი ავტომობილების მიერ ჰერის დაბინძურების შემცირება რომ არის საჭირო, ამაზე არავინ დაობს. საჭიროა მეტი დაფიქრება, კონსულტაციები და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. კარგად მესმის ეს საკითხი, რადგან ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა და კარგად ვიცი რა გავლენა შეიძლება იქონიოს დაბინძურებულმა ჰაერმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ შეიძლება რეგულაციები ისე მივიღოთ, რომ არ დავაზიანოთ სხვა მიმართულებები და დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა. საკითხი ეხება იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს, რომ გონივრული და უმტკივნეულო იყოს ეს პროცესი.ეს არის კომპლექსური საკითხი და უნდა შევეხოთ რამდენიმე ასპექტს. მაგალითად, ითქვა, რომ 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა ხელს შეუწყობს მოძველებული ავტომობილების შემცირებას — ეს ასე არ არის. ეს იქნება პირუკუ ეფექტი და შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში დარჩეს ის მოძველებული ავტოპარკი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მოძველებული ავტომობილები, მაგალითად 13-14 წლის მანქანები, უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტად დააბინძურებს გარემოს, რადგან მფლობელები სხვადასხვა მეთოდით შეეცდებიან მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას. შედეგად მივიღებთ კიდევ უფრო მეტად მოძველებულ ავტოპარკს და არა მის განახლებას.გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს მაღალი ანაზღაურება და ისინი ახალი ავტომობილების შეძენას ვერ შეძლებენ სესხების გარეშე. ამ სესხებთან წვდომა მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ აქვს და ეს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დაამძიმებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ასაკი ვერ იქნება რისკფაქტორის განმსაზღვრელი, რადგან სხვადასხვა ავტომობილს სხვადასხვა რესურსი და გამძლეობა გააჩნია და ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს ტექდათვალიერების მექანიზმით.რეგულაციაში საუბარია M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რაც მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს, მაშინ როცა სპეციალური ტექნიკა რეგულაციის მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ცვეთა უფრო მაღალია და დაძველება სწრაფი ტემპით ხდება.თუ ამ რეგულაციისკენ გვიბიძგა ქალაქის მასშტაბმა, სადაც ავტომობილების რაოდენობა ჭარბია და საცობებიც ხშირია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის მაგალითით მიღებული მკაცრი რეგულაცია ვერ გავრცელდება რეგიონებზე. შესაძლოა დედაქალაქში ადამიანმა, რომელსაც 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილის შეძენა არ შეუძლია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეძლოს, მაგრამ ეს არ ვრცელდება რეგიონებზე, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი პრაქტიკულად არ არსებობს, და ადამიანები იძულებულნი არიან საკუთარი ავტომობილით გადაადგილდნენ.ასევე, ეს რეგულაცია, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანას შეზღუდავს, გამოიწვევს ქვეყანაში არსებული ძველი და მათ შორის შედარებით ახალი ავტომობილების გაძვირებასაც. გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის მაღალი შემოსავლის მქონე და მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეუძლია ახალი მანქანის შეძენა, რაც დანარჩენი მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

დაწესდება ნიკო ფალიანის სახელობის ჯილდო

ნიკო ფალიანთან ერთად დაიწყო ფრირაიდის თანამედროვე ისტორია საქართველოში და ის ერთ-ერთია, ვისმა ძალისხმევამაც ქვეყანა ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWT) მასპინძელ ადგილად აქცია.ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWT) დამფუძნებლის, ნიკოლას ჰეილ-ვუდსის ინიციატივითა და ღონისძიების ადგილობრივი საორგანიზაციო გუნდის მხარდაჭერით, FWT Georgia pro-ს ამ და მომდევნო ღონისძიებებზე, ნიკო ფალიანის სახელობის ჯილდო გადაეცემათ გამარჯვებულებს თხილამურსა და სნოუბორდში, როგორც კაცების, ისე ქალების კატეგორიაში, მისი ხსოვნისა და შეუპოვრობის პატივსაცემად.ეს ჯილდო გამარჯვების, სიმამაცისა და მთის სიყვარულის სიმბოლოა, რის მაგალითადაც იქცა ნიკო მშობლიურ მესტიაში თუ მის გარეთ.ნიკო ფალიანი – მესტიელი ალპინისტი, ფრირაიდერი და საერთაშორისო სამთო გამყოლი, ქართული ფრირაიდის ისტორიის გაუყოფელი ნაწილია.

ბოლო სიახლეები