სამშაბათი, აპრილი 29, 2025

პაატა ბურჭულაძე – შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, რომ ჩავატაროთ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში, არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებთ

დღეს შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, ყველას უნდა, რომ ჩავატაროთ სექტემბერში არჩევნები, როგორც თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პაატა ბურჭულაძის თქმით, სექტემბერში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გამართა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან.

„გახარიასაც შევხვდი, პირადად ბატონ გიორგის, მამუკა ხაზარაძესაც, 4 ნომერსაც, 5 ნომერსაც, ყველას შევხვდი. გახარიამ ერთი რამ თქვა, რომ შეიძლება, მე მონაწილეობა ვერ მივიღოო გარკვეული მიზეზების გამო ამაში, მაგრამ თუ დაინიშნა არჩევნები სექტემბერში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ამიტომ არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს.

ბურჭულაძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზვიად გამსახურდიას დროს შექმნილ უზენაეს საბჭოს.

„ეს აზრი გუშინწინ საღამოს წარმოიშვა, გუშინვე დავდე ჩემს „ფეისბუქზე“ და უკვე 800 გაზიარება აქვს, ძალიან ბევრი მოწონება აქვს და ხალხმა აიტაცა ეს აზრი. ჩვენ მთავრობას რომ ვთხოვთ, დაგვინიშნე ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაგვინიშნოს? – ის არ არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უფლებაც არ აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები, დამიჯერეთ. ვკითხეთ, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში და მათ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ ხალხს. დღეს მათ კანონი არ ეკუთვნით, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური.

კონსტიტუციით საქართველოში ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. საზღვარგარეთი როგორც ცნობს, ჩვენ ახლა გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, როგორც ამერიკელები და ევროპელები ამბობენ და ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ამ დროს ჯერ კიდევ გაუქმებული არ არის პირველი უზენაესი საბჭო, რომელიც ზვიადის დროს იყო და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობას, მათაც აქვთ უფლება დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სექტემბერში იქნება, ელექტრონული წესით ტელეფონებით ჩატარდება.

„არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, ტელეფონებით ჩავატარებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს პროგრამები უკვე მალე იქნება მზად. შევეცდები, აგიხსნათ; გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდებით ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ, რომელ პარტიას გინდა, მისცე ხმა. სახლიდან გამოუსვლელად შეიძლება, ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან, მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია, ტელეფონი არ გაჟონავს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ზერეკიძე ჟორჟოლიანზე: კარგია არა ? “ოცნების” აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში...

ზერეკიძის თქმით, კარგია, როცა იცი, რომ "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ,  კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით და იმაზე ფიქრით, ციხეში თუ გადარჩები."ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ ისტორია მრავალფეროვანი გამიხდებაო. ხო, არა? კარგია "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ იცი რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა? თან რამდენად უსინდისოები არიან, ხმამაღლა რომ ამბობენ ამას, აბა მათი რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად," - წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

გია ვოლსკი – სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკიმ სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი შეაჯამა.„საგანგებო მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ან რეგიონის ქვეყნების ინტერესი, მსოფლიოს ინტერესია. რასაკვირველია, ეს ვიზიტიც დასტური იყო იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში. ზოგადად, რთული სიტუაციაა, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა დავუპირისპიროთ პოზიტივი, რაზედაც დღეს გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია მთავრობებს შორის ყველა მიმართულებით ურთიერთობის განვითარება, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურის მიმართულება, ნებისმიერი მიმართულება, მაგრამ მთავარი მაინც არის უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში. ეს ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ყაველაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად...

ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში, - განაცხადა ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად ელოდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშიცაა.„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელია ადვოკატთან ერთად უკვე მივიდა.პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 28 აპრილს წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.თავად ნიკა მელია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს“.შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მაიკ უოლცი – უკრაინა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში

უკრაინა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გადასახადის გადამხდელების ფული. მაიკ უოლცის განცხადებით, უკრაინაში მილიარდობით დოლარი გაიგზავნა.„კონგრესის წევრი როდესაც ვიყავი, წინა ადმინისტრაციას ჰქონდა ზედამხედველობის ყველა საჭირო მექანიზმი და ახლაც ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში მიწვევის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის სიტყვების შესწორების ნაცვლად, წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, რაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

ბოლო სიახლეები