ოთხშაბათი, ნოემბერი 4, 2026

ოქროყანაში სამისამართე აბრების დამონტაჟება მიმდინარეობს

ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე, სამისამართე აბრების განთავსება მიმდინარეობს. ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების დამონტაჟების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამისამართე აბრები ოქროყანაში არსებულ ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება.

„დავიწყეთ ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით. პირველ ეტაპზე, განხორციელდება შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზოგადად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სასწრაფოს, სახანძროს, პატრულის გამოძახების შემთხვევაში, კონკრეტულ ლოკაციაზე დროულად მისვლა ძალიან რთულდება. ცუდია, როდესაც განვითარებულ ქალაქებში სამისამართე აბრები არ არის და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, ზუსტად სად, რომელ ქუჩაზე იმყოფება. ჩვენ ქალაქში აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აბრების დამონტაჟების თხოვნით, თბილისის მერიასა და საკრებულოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. ოქროყანაში სამისამართე აბრის გარეშე 30- მდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევი იყო. სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებას დედაქალაქის მასშტაბით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აბრების მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გაბუნია – ფოტოების გადაღება როდიდან გახდა ევროინტეგრაციის კრიტერიუმი, არ ვიცი, ზელენსკის უამრავი ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, კოსთან, კალასთან, მაგრამ სისხლში და...

როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა – კარგი ფოტოები, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა.გიორგი გაბუნია გამოეხმაურა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ ჟურნალისტ მარია ტადეოს შეკითხვას: „ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.„ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“, – დაწერა გიორგი გაბუნიამ.  

პატრიარქი შიო III – ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ იხეირებს, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს ცოდვის არსებობას და ჩადენას."ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში: რომ რას არგებსო ადამიანსო, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის თუ გნებავთ ქვეყნისთვისაც. და რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრი ძალიან დიდი შეცდომაა და სულიერი ცხოვრების კანონების არ ცოდნა, იმიტომ, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ასეთი ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი, არსებობს ბევრი ამის გზები და საშუალებები. და მეტსაც გეტყვით წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც აი ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს აი ამ ცოდვის არსებობას და ამ ცოდვის ჩადენას. ასე რომ, აი ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ ეს უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, რომ თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევ ორ პროდუქტს, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს პროდუქტებს, რომლის მირთმევაც მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევია.„მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს. აქ მოიაზრება ძეხვი, სოსისი, ბეკონი. მასში ბევრი ნიტრატი, ნიტრიტი, ჰეტროციკლური ამინები, პოლიციკლური წყალბადები და კიდევ ბევრი სხვა. ესენი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დნმ-ის დაზიანების ხარისხს. საბოლოოდ, როცა ადამიანი გახდება 45 წლის ზევით, სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს. ამიტომაც მოერიდეთ.მეორე, ეს არის წითელი ხორცი. მით უმეტეს შემწვარი, მოიაზრება საქონლის. შემწვარი ხორცი ასევე ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს, რადგან მათში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და მერე სიმსივნის განვითარებას.თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ეცადე, რომ მათთან ერთად, დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი მოიხმარო, იმიტომ, რომ მათში შემავალი ბოჭკოები შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავებზე ზემოქმედების სიხშირეს. ასე რომ, იკვებე უსაფრთხოდ,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

დონალდ ტრამპი – ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია, ეს იყო გრენლანდია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდია ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც აშშ-ს ევროპისგან ოდესმე მიუღია.„გახსოვთ, ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია. იცით, რა იყო ეს? გრენლანდია. ჩვენ ახლახან მივიღეთ გრენლანდია, იცით ამის შესახებ, ხომ ასეა?“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.როგორც შემდეგ ჟურნალისტმა განმარტა, აშშ-ის პრეზიდენტი უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას გულისხმობდა.ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გააფორმეს. როგორც აღინიშნა, შეთანხმების მიზანია გრენლანდიის კონტროლთან დაკავშირებით ტრამპის არაერთი განცხადების შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვა. დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში ცდილობდა გრენლანდიის შეძენას არგუმენტით, რომ ის დაუცველია ისეთი მოწინააღმდეგეებისგან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ასევე რამდენჯერმე დაიმუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით, რამაც დანიელებსა და ნატო-ს სხვა ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია.

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც მისი თქმით, მოწმობს, საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართ.ანანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა.“პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია”- წერს ცოტნე ანანიძე.

ბოლო სიახლეები