სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025

ორსულებისთვის ვაუჩერით გათვალისწინებული ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა

ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ოთხის ნაცვლად 8 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობილია ისიც, რომ 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ 8 ანტენატალური ვიზიტით. ვიზიტები მოიცავს, როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს.

ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართონ შერჩეულ კლინიკას, სადაც გაივლით ანტენატალურ მეთვალყურეობას მშობიარობამდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Politico: აშშ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას შეამცირებს

აშშ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Politico ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას მას შემდეგ შეამცირებს, რაც „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში ბოლო ტრანშს გადაურიცხავს.ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წელს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო მიღებული.როგორც Politico წერს, მომავალ წელს უკრაინას 71,7 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დეფიციტი ექნება. კიევი იძულებული იქნება აპრილიდან სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, თუ მანამდე მას დაფინანსების ახალი წყარო არ გამოუჩნდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის (ASP) რიგით 24-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჰააგაში გაიმართა. ასამბლეა 1 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა - ტომოკო აკნემ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის პრეზიდენტმა - პეივი კაუკორანტამ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გენერალური დებატების სესიაზე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ დაადასტურა საქართველოს თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებზე, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, სადაც სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიცია გაიზიარა და შედეგად რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ასამბლეის ფარგლებში გამართა შეხვედრები რომის სტატუტის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებთან, პროკურორებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სამართლებრივ დისკუსიებში სასამართლოს საქმიანობის საკითხებზე.

შალვა პაპუაშვილი – იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი...

იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. პოლიციას შესაძლებლობა ექნება, მათ სხვა გეზი მიუთითოს, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს  კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც“.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება სრულად შესაბამისობაშია როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან.„შესაბამისად, რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება მთლიანად კანონპროექტს, შინაარსს, ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არშექმნას. შეტყობინების წესი დღესაც მოქმედებს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეკრება ხელს უშლის, შეაფერხებს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, პოლიციას შესაძლებლობა ექნება, სხვა გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია, როცა მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც საკმარისი რაოდენობა არ არის ადამიანებისა და გზა არ უნდა იკეტებოდეს. კარგია, რომ ამაზე შეთანხმდა მთლიანად საზოგადოება, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციებში არიან ჩართული, ამ მხრივ კანონს ემორჩილებიან და სრული გაგება არსებობს, თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, მათ არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. საკმარისი რაოდენობა არც იმისთვის იყო, რომ საავტომობილო გზა გადაეკეტათ, მაგრამ ხელოვნურად კეტავდნენ. გახსოვთ, ჯაჭვს შექმნიდნენ ხოლმე და ასე კეტავდნენ. ხელოვნურად არ უნდა მოხდეს გადაკეტვა, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – „სტარ ბათუმი“ (ს/კ 345682692).შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01.სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 62 წლის გახდებოდა – „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

9 დეკემბერს ზურაბ ჟვანია 62 წლის გახდებოდა.ზურაბ ჟვანიას პოლიტიკა ეფუძნებოდა ჭეშმარიტ ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართულ პოლიტიკაში იგი ამ ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობდა.საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი 2005 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან დღემდე არ წყდება საუბარი იმაზე, რომ ის, საკუთარი დაბალანსებული და მშვიდობიანი პოლიტიკით, რადიკალი სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა. 

ბოლო სიახლეები