კვირა, თებერვალი 15, 2026

ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა

შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა. ნავთობმზიდებზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი ვერსიით ტანკერების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი ტანკერი, რომელიც შუაზეა გატეხილი და იძირება.

ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად დაღუპულია ეკიპაჟის, სულ მცირე, ერთი წევრი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერი „ვოლოგონეფტ 212“, მეორე კი „ვოლოგონეფტ 239“-ია.

„ბიბისის“ ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროებიდან რვა კილომეტრში მოხდა. ადგილზე გაიგზავნა ვერტმფრენები და დამხმარე ჯგუფები.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინციდენტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლატვიის პრემიერ-მინისტრი – აშშ-თან საქმეები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება

ევროპა უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, რომელიც შეერთებულ შტატებს „პირდაპირ და მკაფიოდ“ ესაუბრება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადახედვის პროცესში, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„პოლიტიკოს“ მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებული მუქარების ფონზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქმეები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება“.„გრენლანდიისა და დანიის მხარდაჭერაში როდესაც ჩვენ ერთიანობა გამოვავლინეთ, ვფიქრობ, ურთიერთობები ცოტათი შეიცვალა. სერიოზულად უნდა მოგვეკიდონ ჩვენ, როგორც კოლექტიურ ევროპულ ქვეყნებს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.სილინას განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აჩვენა, რომ ევროპა და აშშ ერთად დგანან „უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი მომავლისთვის“, თუმცა, როგორც ლატვიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მსოფლიო ახლა განსხვავებულია“.მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა განსაზღვროს წესები, „როგორი საქმიანი ურთიერთობები ექნება ევროპას აშშ-თან და აშშ-ს ევროპასთან“.ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, ჩაერთოს ევროპული ბირთვული შეკავების მექანიზმის თაობაზე მიმდინარე განხილვებში.„ჩვენს წინა ვალდებულებებს თუ გავითვალისწინებთ, რატომაც არა?“ – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, უკეთ შეიარაღებული და უფრო შემართული ევროპა მეტ პატივისცემას დაიმსახურებს.„ეს ნიშნავს, რომ აშშ-თან ურთიერთობაში ჩვენ მზად ვიქნებით, პასუხი უფრო პირდაპირი და მკაფიო ფორმით გავცეთ. ჩვენ ეს ტანგო გვექნება, მაგრამ შესაძლოა, ახალი მოძრაობებიც დაემატოს“, – განაცხადა სილინამ.

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი-როცა დოკუმენტები პოლიტიკაზე მეტს ამბობენ

როცა დოკუმენტები პოლიტიკაზე მეტს ამბობენ- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი წერს.''ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი დროის იმ ხანმოკლე პერიოდში, რაც თბილისში ვასრულებ სამსახურეობრივ მისიას, ირან–საქართველოს ურთიერთობების ისტორიისა და დოკუმენტების შესწავლაა. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სისტემატურად ვეცნობი ისტორიულ წყაროებს. ახლახან დავასრულე საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი დოკუმენტის ხელახალი დამუშავება, რომელიც 1705 წლის 26 მარტით თარიღდება და სეფიანთა ეპოქას ეკუთვნის. დოკუმენტი ეხება თბილისის ერთ-ერთი აბანოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავას. აღნიშნული აბანო ადრე ეკუთვნოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქიდან მიღებული შემოსავალი მონასტერში ბერების საარსებო სახსარს ხმარდებოდა.  იმდროინდელმა ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ, ისლამური ვაკფის მოტივებით, ეს აბანო საკუთრებაში გადაიფორმა. საქართველოს ეკლესიის პატრიარქმა ეს ამბავი გაასაჩივრა. მისი საჩივრის შემდეგ ირანის სამეფო კარზე საკითხი განიხილეს და სეფიანთა შიიტმა შაჰმა, დაადგინა რა პრეტენზიის უსაფუძვლობა, ისპაჰანიდან გასცა ბრძანება, რომ აბანო დაუყოვნებლივ ჩამოერთმიათ აღნიშნული პირისთვის და დაებრუნებინათ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, ხოლო მისი შემოსავალი კვლავ ძველი წესის მიხედვით მოხმარებოდა ეკლესიის საჭიროებებს. ეს მაგალითი იმიტომ კი არ მოგვიყვანია, რომ წარსული შევაფასოთ, არამედ იმიტომ, რომ ყურადღება გავამახვილოთ ისტორიის დოკუმენტური და მრავალმხრივი გააზრების აუცილებლობაზე. სეფიანთა მმართველობის შეფასება საქართველოში სერიოზულ კვლევას საჭიროებს, რომელიც უნდა დაეფუძნოს ავთენტურ წყაროებს, ასევე ირანელ და ქართველ მკვლევართა ერთობლივ თანამშრომლობას. მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ერთიანი, სამეცნიერო და სანდო ნარატივის ჩამოყალიბება და სტერეოტიპების, ბრალდებებისა და იდეოლოგიური ინტერპრეტაციების თავიდან აცილება. ისტორია არ არის პოლიტიკური განაჩენების სივრცე; იგი ადამიანის გამოცდილების გააზრების სფეროა დროის კონტექსტში, გამოცდილებისა, სადაც გეოგრაფიული და კლიმატური ფაქტორები, ასევე ძალაუფლების სტრუქტურები ერთდროულად მოქმედებს. ისტორიკოსს მხოლოდ ამ სირთულეების გათვალისწინებით შეუძლია სწორად აღიქვას წარსული. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში და როგორც ირანისა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიის სფეროში მრავალწლიანი კვლევითი გამოცდილების მქონეს, მჯერა, რომ დადგა დრო ორ ქვეყანას შორის ღრმა აკადემიური დიალოგის დასაწყებად. ერთობლივი კვლევითი მექანიზმების, განსაკუთრებით ისტორიული კვლევების კომიტეტების შექმნა, ხელს შეუწყობს არქივების სისტემურ შესწავლას და საერთო ისტორიული ნარატივის მეცნიერულად გამყარებას. წარსულის დოკუმენტური და ყოვლისმომცველი გააზრება არა ტრავმების გამეორებისთვის, არამედ მომავალი თაობების ცნობიერების ასამაღლებლად და თანაცხოვრების, სოციალური გამძლეობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად არის აუცილებელი. ირანისა და მისი მეზობლების მომავალი ურთიერთობები ვერ აშენდება კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაზე ან წარსულის ემოციურ ინტერპრეტაციებზე; ისინი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ სიღრმისეული აღქმის, აკადემიური დიალოგისა და საერთო ადამიანური გამოცდილების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების საფუძველზე. თუკი არქივებს მივცემთ საუბრის შესაძლებლობას, პოლიტიკა იძულებული გახდება ნაჩქარევი მსჯავრის გამოტანაზე ხელი აიღოს და ისტორიულ აღქმას დაემორჩილოს, ხოლო ეს, ალბათ, პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენს რეგიონში უფრო რაციონალური, ჰუმანური და მდგრადი მომავლის შესაქმნელად''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი წერს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში 16 და 17 თებერვალს დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.„ღონისძიებაში ჩართული იქნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დონალდ ტრამპი – „მშვიდობის საბჭოს“ შეუზღუდავი პოტენციალი აქვს, ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება

„მშვიდობის საბჭოს“ შეუზღუდავი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაარსებულმა საბჭომ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. მისივე თქმით, „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანო გახდება.„ჩვენ რეკორდულად სწრაფად გავწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველვყავით ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის გათავისუფლება. გასულ თვეში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ორგანიზაციის ოფიციალური ფორმირების აღსანიშნავად და ღაზის სექტორისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მომავლისთვის თამამი ხედვის – მსოფლიო მშვიდობის – წარმოსადგენად ორი ათეული გამორჩეული დამფუძნებელი წევრი შემომიერთდა. 2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში, დონალდ ჯ. ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შევხვდები მშვიდობის საბჭოს წევრებს, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, ასევე, ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებსა და ადგილობრივ პოლიციაში ათასობით პერსონალი გამოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ჰამასმა” შეასრულოს სრული და დაუყოვნებლივი დემილიტარიზაციის ვალდებულება. „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

ვიქტორ ორბანი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და საარჩევნო ჩარევას მთელ ევროპაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და საარჩევნო ჩარევას მთელ ევროპაში. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს.„ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსყიდული ჟურნალისტები, მანიპულირებული ალგორითმები, დივერსიულ სქემებში ჩადებული მილიონობით ევრო – ეს არის რეალური საფრთხე თავისუფლებისა და ხალხის სუვერენული ნებისთვის, ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის სათაურია „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისია ცენზურის კუთხით კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ.ანგარიშის თანახმად, ევროკომისია ცდილობდა, ცენზურა დაეწესებინა კონტენტზე ეროვნული არჩევნების წინ მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში.„2023-დან 2025 წლამდე ევროკომისია კავშირში იყო პლატფორმებთან და მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეროვნული არჩევნების წინ მკაცრად დაეცენზურებინათ კონტენტი მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში. გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისია კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ძალაუფლების ცვლილებას შეეძლო, თანამდებობებიდან ჩამოეცილებინა ევროკავშირის გლობალური ცენზურის კამპანიის არქიტექტორები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ბოლო სიახლეები