კვირა, მარტი 23, 2025

ორი უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან – ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე პროფესიით ვირუსოლოგ-იმუნოლოგი გახლავთ. ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, რომელიც მან “ერთსულოვნებას” მისცა, იმუნიტეტის გასაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებაზე მაყურებელს საჭირო და სასარგებლო რჩევა მიაწოდა. კალიუმით, სელენით, ცინკითა და უამრავი მიკროელემენტით გაჯერებულ ამ ნაზავს თუ დილაობით მიიღებთ, მთელი დღე ჯანსაღად იქნებით. ძლიერი იმუნიტეტი ვირუსთან კარგი მებრძოლია.

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: – ვირუსების დროს და თანაც გაზაფხულზე, როცა ვიტამინებით გაჯერებული საკვები გვჭირდება, ეს არის აუცილებელი ნაზავი. დილაობით უნდა მიიღოთ. ადვილი მოსამზადებელია, თანაც ცოტა დრო მიაქვს.

200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი გარგარის ჩირი, 200 გრამი შავი ქლიავი, ამდენივე ნიგოზი და 1 ცალი ლიმონი ცედრიანად გავატაროთ, დავუმატოთ 200 გრამი თაფლი და კარგად მოვურიოთ. (ლიმონი კარგად გავრეცხოთ, მე ჯერ მდუღარეში ვაგდებ და მერე სოდით ვრეცხავ.) ჩირების ნაზავი მოათავსეთ მაცივარში და დილაობით, ჭიქა წყლის დალევიდან ნახევარ საათში, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი.

ასევე მეორე რეცეპტს გიზიარებთ. ვატარებთ ცედრებით ციტრუსს – ერთ გრეიპფრუტს, ორ ქართულ ფორთოხალსა და ორ ლიმონს, ორ გაფქცვნილ კივს და გახეხილ ას გრამ ჯინჯერს; ვუმატებთ მცირე რაოდენობით ნუშს ან ნიგოზს, ბოლოს ვურევთ იმდენ თაფლს, რომ კარგად დატკბეს და ქერქიანმა ციტრუსებმა კუჭის პრობლემა არ გამოიწვიოს. ამ ნარევშიც ბევრი მიკროელემენტია, კარგია ვირუსებთან ბრძოლაში. იმდენად სასარგებლოა ტვინისთვის, რომ თუ მას იღებთ, ძალიან მცირეა ალცჰაიმერით დაავადების შანსი. 

დილაობით ამ ნარევებს თუ მიირთმევთ, დღისით კვებაც რომ ვერ მოახერხოთ, საჭირო ვიტამინები მიღებული გექნებათ. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

23 მარტი ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა

ვახტანგ კახიძემ, როგორც დირიჟორმა, საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, 1993 წლიდან იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, ხოლო 2002 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ასევე, ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი”. ცნობილი მუსიკოსი არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ვახტანგ კახიძემ 1997 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო, 2000 წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს - არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ „ევრონიუსი” წერს.ძლიერი წვიმის შედეგად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს” გამო, რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.მადრიდში რამდენიმე გზაზე მდინარის ადიდების გამო გადაადგილება შეიზღუდა.მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

მძიმე ავარია მარნეულში – დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა

მარნეულში, სოფელ სადახლოში მძიმე ავარია მოხდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

🎥ისტორია ზღაპარს ჰგავს! – თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა

თურქმა ექიმმა რომელმაც 16 წლის მარიამ კოხრეიძის ცხოვრება სრულიად შეცვალა, კიდევ ერთ ქართველს გაუკეთა ოპერაცია.ისტორია ზღაპარს ჰგავს. პატარა იოს თურქმა ექიმმა,  ალტან ვაროლმა ახალი სიცოცხლე აჩუქა.ექიმს არც ამ ოპერაციის შემთხვევაში არ აუღია ჰონორარი.ნახეთ ვიდეო ⇓ 

ბოლო სიახლეები