კვირა, აგვისტო 24, 2025

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლორა დალმაიერი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პენსიაზე გასული გერმანელი ბიათლონისტი პაკისტანის მთებში ქვის ცვენის ქვეშ მოყვა. ქვის ცვენა ყარაკორამის მთებში, ლაილას მწვერვალზე მოხდა.

სამაშველო ოპერაცია ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც დალმაიერის მთამსვლელმა პარტნიორმა, მარინა ევამ მაშველები გამოიძახა.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ცუდი ხილვადობისა და ამინდის გამო, სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენების გამოყენება ვერ შეძლეს.

დალმაიერის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის სიშორის გამო, სამაშველო ვერტმფრენმა ადგილზე მისვლა და მისი დათვალიერება მხოლოდ სამშაბათს დილით შეძლო.

შემთხვევის შედეგად სპორტსმენი მძიმედ იყო დაშავებული. მიღებული ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.

31 წლის დალმაიერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2019 წელს მან სპორტული კარიერა დაასრულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დაბადების დღეს გილოცავ იმიერში… დღეს მძიმე დღე გვაქვს… 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა“ – მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე

ყველასთვის საყვარელ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, სოციალურ ქსელში კოლეგები და მეგობრები ემოციური სტატუსებით ემშვიდობებიან.მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე წერს, რომ დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა: „მამუკა!!!  დაბადების დღეს გილოცავ იმიერში. დღეს მძიმე დღე გვაქვს შენ ახლობლებს. 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა. ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. შენი შემოქმედება უკვდავია, ჩვენო გენიოსო!!!“ – წერს ხათუნა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში. 

ილია მეორე – სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, აღვავლენთ ლოცვებს მამუკა ჩარკვიანის უკვდავი სულისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.„სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი – დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების, ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი…მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

„თვითონ მიიყენა ჭრილობები, თეკლა მის გადარჩენას ცდილობდა…“ – რას ამბობს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

თბილისში 25 წლის ქალმა ქმარი მოკლა - როგორც „პრაიმ ტაიმმა" გაარკვია მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო ქალი, რომელიც დააკავეს თეკლა გერსამიაა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ბიჭმა დანა თვითონ ჩაირტყა და თეკლა მის გადარჩენას ცდილობდა.„ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა ერთად ყოფილიყვნენ. თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერეს...თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა, მის ნივთებში ამოიღეს თეკლას პასპორტი. ეუბნებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხან ხელებს ისერავდა. სადარბაზოში თვითონ მიიყენა დაზიანებები ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. თვითონ ჩაირტყა დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა, მის გადარჩენას ცდილობდა“,- ამბობს ტიკტოკერის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

დღეს ბუტა რობაქიძეს 40 წელი შეუსრულდებოდა

24 აგვისტოს, ბუტა რობაქიძის დაბადების დღეა.მის საფლავთან ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებნენ.2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, დიდუბეში, პატრულმა ავტომანქანა გააჩერა. ვტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა  ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები რობაქიძის გვამთან.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს უსურვებს.„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს და ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და მეგობრობას უკრაინელ ერს“, – აღნიშნავს პრემიერი.  

ბოლო სიახლეები