კვირა, მაისი 11, 2025

ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს

აქცია, დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციისა და შეკრებისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბერს დაგეგმილი აქცია დააანონსა.

„ამ ადგილიდანაც, იმ ადგილიდანაც, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ და ძალიან მალე, უახლოეს წარსულში კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით, ძალიან მალე. თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, თუკი რამე არის სიყალბის გამოხატულება, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არც ერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არა მხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთან მიმართებითაც საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურშიც, მაგრამ შედეგს, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ, ვიბრძვით სამართლიანობისთვის და დიახაც, ვიბრძვით ახლა, როგორც არასოდეს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ, გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ?! არა, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაირქვა სახელად „ქართული ოცნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ.

„ჩვენ, თქვენთან ერთად, ჩვენი მეგობრები არ ვაპირებთ უკან დახევას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდი მადლობა თითოეულ აქ მოსულ ჟურნალისტს, ფოტოგრაფს, ოპერატორს. ჩვენ კი, ძვირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა, აქ მამუკამ ისაუბრა, ელენემ ისაუბრა, ირაკლიმ ისაუბრა. ჩვენ ბევრისთვის მოულოდნელი ჩვენი ერთობით, განსხვავებული ადამიანებით რომ შედგა, ყველას ჩვენი მხარდამჭერი და ამომრჩეველი გვყავს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. შესაძლებელია, ერთმანეთს ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდეთ და ხშირად ერთმანეთს ცხარე კამათსაც არ ვაკლებთ, მაგრამ ამ ერთობამ და ამ კოალიციამ, მოდით, ვაღიაროთ, გამარჯვების რწმენა შთაბერა თითოეულ ჩვენგანში, ხომ მართალია?! იმიტომ რომ თქვენც, ისევე როგორც მე და სხვებმაც დაინახეს, რომ უპირატესი ამოცანა და მიზანი არის ამ ქვეყნის გათავისუფლება, ნორმალური, დემოკრატიული ცხოვრება, ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა და წინსვლა. ასეთ დროს, როგორ არ უნდა გაიხარო, როგორც ერთმა პოლიტიკოსმა, რომ აღმოჩნდებიან ადამიანები ჩვენ გარშემო, ჩვენ მათ გარშემო, რომლებიც გვერდით გადადებენ განსხვავებულობებს, უთანხმოებებს, ჩვენი შვილებისა და ხვალინდელი უკეთესი დღის საკეთილდღეოდ ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და ფართო კოალიციის სახით წარდგებიან თქვენს წინაშე. ამანაც ძალიან დიდწილად, რა თქმა უნდა, აღაშფოთა, ააცახცახა ხელისუფლება და დააშვებინა ის შეცდომები, რომლებიც მან გუშინ დაუშვა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ამაოდ ჰგონია, რომ გუშინ გამარჯვება მოიპოვა.

„მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი, თქვენი სახით ძალიან მალე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით უახლოეს მომავალში ძალიან ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. დიახაც, ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში, კერძოდ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ, ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვიყოთ ქუთაისში და ასევე, სხვადასხვა ქალაქში მომდევნო დღეებში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამიგოთ ახლა. ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ სულ მცირე დრო იმისათვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასოდეს. მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან. ძალიან ბევრი თვალსაზრისით ის იქნება განსხვავებული და ნება მომეცით, ამაზე მეტად დეტალებში ახლა არ შევიდე“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები