პარასკევი, ივლისი 31, 2026

ომბუდსმენი: ლევან ვასაძის სკოლაში სტიპენდიის მხოლოდ ბიჭებისთვის დაწესება დისკრიმინაციულია

სახალხო დამცველი მოუწოდებს ლევან ვასაძის სკოლას („იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი), სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

ომბუდსმენი კავშირ “საფარი”-ზე დაყრდნობით, წერს, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისთვის დააწესა, გოგოებისთვის კი არა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს გადწყვეტილება ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით ადამიანი ზღვის გავლით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიგრანტების გადასვლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო დღეებში სეუტაში გადასვლის მცდელობისას სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.მოვლენები სწრაფად მას შემდეგ განვითარდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე თვეში დაადგინა, რომ მიგრანტებს, რომლებიც სეუტაში ან კიდევ ერთ ესპანურ ანკლავ მელილიაში მოხვედრას ცდილობენ და ზღვაში დააკავებენ, მაროკოში დაუყოვნებლივ ვერ გააძევებენ.ესპანელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული უჩვეულოდ მაღალი შეფასება მიუთითებს, რომ ბოლო დაახლოებით ერთ დღეში სეუტაში შესულ მიგრანტთა რაოდენობა შესაძლოა ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს. სეუტაში, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 83 600 ადამიანი ცხოვრობს.ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე უკანონოდ შესულთა შორის სულ მცირე 7 000 არასრულწლოვანია.

LIVE: სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე მართავს. 

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

ამა წლის 2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი თუ იტყვის, რომ პრემიერობის კანდიდატი ხდება, ეს თამაშის წესებს გაამარტივებს

მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს ამ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი.„მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, აირჩიოს, რომ მისი მთავარი ველი არის ეს ქვეყანა. ბოლო სასამართლო პროცესზე მისი განცხადება, რომელიც ვიღაცებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა, როცა თქვა, როდესაც ციხიდან გამოვა, აქვს მოსაზრება, პირდაპირ ხელისუფლებას წარმოადგენდეს. მე მიყვარს „ინგეიჯმენტები“, რადგან მგონია, „ინგეიჯმენტს“ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს, თან ამის თვლა უნდა ვიცოდეთ. მე არ მჯერა, რომ ტროლების ქარხანა „ქართულმა ოცნებამ“ დალაშქრა იმის საჩვენებლად, რომ უმრავლესობას, სააკაშვილის ეს განცხადება, ძალიან მოეწონა და მისაღები აღმოჩნდა, მათ შორის მის პოლიტიკურ ოპონენტებსაც. მათთან საუბარი მქონდა და არ იქნება სწორი პირადი დიალოგები გავასაჯაროვო, მათი სახელები და გვარები, მათ მითხრეს, რომ მიშასგან ყველაზე სწორი სვლა არის,  გააკეთოს განაცხადი პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით. არის თუ არა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავარი მოთამაშე, რადგან ეს ყველა პოლიტიკური გუნდისთვის თამაშის წესს გაამარტივებს. მე მიშასგან უკვე მივიღე ცხადი სიგნალი, რომ ის ემზადება. ამდენი ხნის განმავლობაში მისი პოლიტიკური განცხადებები იყო აბსოლუტურად სხვა შინაარსის, იყო გვერდით მყოფის, კეთილისმსურველის, თანამებრძოლის პოზიციიდან გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, მისი ყველა შემდეგი სვლა, მის ამ განცხადებას გაამყარებს პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი, რომელშიც ვგულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს და არა „ქართულ ოცნებას“, ძალიან გაამარტივებს თამაშის წესებს. მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და ხდება პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ველზე პოლიტიკურად ძლიერი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და პოლიტიკურ დღის წესრიგში სიცხადეს შეიტანს.„ეს სიცხადეა ის, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შექმნის ეფექტურობას, გამოცდილებას, შესაძლებლობას. ეფექტური დღის წესრიგის შემდგენელი არ იყო მოგონილი ლიდერები, რომელთა დაკავშირებითაც საბოლო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება. არც იმ პერიოდში და არც იმ დროის მონაკვეთში, როდესაც უკრაინის გულშემატკივარი უფრო იყო, ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მე მომწონს. მე მომწონს მიშას ის განცხადებები, როდესაც ამბობს, რომ არის ქართველი, იბრძოლებს მისი პარტიისთვის, იბრძოლებს ამ ქვეყანაში ამ რეალობის შეცვლისთვის. მე ასეთი მიშა, მინდა, ვნახო და მე მომწონს, როდესაც ამ ფორმაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მიშა სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს ეფექტური პარტია და სიმძიმის ძალა გაძლიერდეს მის მხარეს და თუ სიმძიმის ძალა გაქვს, ეფექტური ხარ, ძალას და მოსახლეობის მხარდაჭერას ასხივებ, ნებისმიერი „ალიანსისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს გაცხადებულ ლიდერს, არამედ იქნები მისაღები პარტნიორი საქმიან ურთიერთობებში“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.კითხვაზე, „ჩაეხსნა“ თუ არა თინა ბოკუჩავა პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, თინა ბოკუჩავას ჰქონდა სერიოზული მიზეზი, რის გამოც არ მივიდა პოლიტსაბჭოზე.

ბოლო სიახლეები