სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026

ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიო ეკონომიკას დააზიანებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიო ეკონომიკას დააზიანებს.

შოლცის თქმით, ეს ზომები პირველ რიგში ზიანს ამერიკის ეკონომიკას მოუტანს მაშინაც კი, თუ ევროკავშირი საპასუხოდ არ იმოქმედებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის უახლესი გადაწყვეტილება ტარიფების შესახებ, ჩემი აზრით, საფუძველშივე არასწორია და წარმოადგენს შეტევას სავაჭრო სისტემაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ვითარდებოდა, რაც ამერიკის მიღწევაცაა“, – აღნიშნა შოლცმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას საქონლის იმპორტზე ტარიფი დაუწესა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კალასის აღიარება უნდა მოისმინოს.“ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს: ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისთვის უკრაინა და საქართველო სხვისი ხელით გველის დაჭერის მცდელობაა”,- წერს ცოტნე ანანიძე.ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.“ვფიქრობ, სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მხარეებს აიძულა, შეზღუდულ ზავზე შეთანხმებულიყვნენ.„ისინი დათანხმდნენ . იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, დათანხმდით-მეთქი. აი, ამიტომ. ისინი იმიტომ დათანხმდნენ, რომ მე ვთქვი, დათანხმდნენ-მეთქი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”, - აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან.„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და დაასრულონ ეს უაზრო ომი. მხოლოდ ამ თვეში მათ ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს, რაც აღმაშფოთებელია. ამიტომ, ისინი უნდა შეხვდნენ და ეს საქმე მოაგვარონ“, - აღნიშნა ტრამპმა.მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურთ, თუმცა, არ იციან, როგორ.„ვფიქრობ, მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ისინი შეთანხმდნენ. „პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც სურდეს შეთანხმება. ვფიქრობ, სინამდვილეში პუტინს შეთანხმება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - აღნიშნა ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი: არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს და თუ ვინმეს წარმოდგენა გაქვთ, რომ ეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რომ დონორობა ქველმოქმედება არ არის და ის ყოველთვის კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.შალვა პაპუაშვილმა პარიზის დეკლარაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ დონორის და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა უნდა იყოს."რა თქმა უნდა, არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს. ეს წარმოდგენა თუ გაქვთ, რომ ვინმეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესების განხორციელება. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის ინტერესები - გერმანია იქნება, საფრანგეთი თუ ა.შ. შეიძლება ემთხვეოდეს ამ ქვეყნის ინტერესებს. ამას საუბრობს ზუსტად პარიზის დეკლარაცია, როდესაც ამბობს, რომ უნდა იყოს დონორისა და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა. დონორებმა უნდა შეუსაბამონ თავისი პროექტები და მიზნები პარტნიორი ქვეყნის მიზნებს და ეს არის მთელი ამოცანა დახმარების და თანამშრომლობის. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული, რომ იმ ქვეყნის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს ეს თანხა, იყოს შესაბამისობაში ამ ქვეყნის ინტერესთან და ასე განხორციელდეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

რესპუბლიკის მოედანზე ხიდიდან ახალგაზრდა გადავარდა – მომხდარის დეტალები

დღეს რესპუბლიკის მოედანზე, ხიდიდან ახალგაზრდა გადავარდა.მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საკონტროლო გასროლა განახორციელა…“

რუსეთში, ვორონეჟის საოლქო სასამართლოში, 49 წლის „კანონიერი ქურდის“, არმან ჯანინიანის, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.მას „კრიმინალურ იერარქიაში“ უმაღლესი მდგომარეობის დაკავებასა და 2023 წელს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, გამოძიების ვერსიით, ჯანინიანმა „კრიმინალური დაჯგუფებების“ ე.წ. საერთო სალაროს განმკარგველის მკვლელობა შეუკვეთა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა მსხვერპლს გაქცევის მცდელობისას ზურგში ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადებასა და ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით სამივემ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა.არმან ჯანინიანი კრიმინალურ წრეებში 1990-იანი წლებიდანაა ცნობილი. ის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს კი ყაჩაღობის, გამოძალვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.მედიის ცნობით, ჯანინიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენის გამოტანა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.ფოტოზე: აილაზ ალოიანი (გუდრონი) და არმან ჯანინიანი (კალუჟსკი)

ბოლო სიახლეები