პარასკევი, მარტი 6, 2026

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორის 23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ინფორმაციას ვებგვერდი cominf.org ავრცელებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ლენინგორში 22 თებერვალს (ახალგორი) დღისით დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი,  2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია იზოლატორის ოფიცრებს, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაგორდა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სუთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი საათის შემდეგ ის გადაიცვალა.

განცახდებაში წერია, რომ ოსურმა სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ. დაკავება კი, სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – ხალხმა დაინახა, სალომე ზურაბიშვილმა რა გააკეთა, როცა უცხოურ აგენტურაში ჩაეწერა, ეს ქალი წაგების ფორმულაა და იმედია, ოპოზიციის ლიდერი იქნება

ვინ ვის უწოდებს მოღალატეს, ჯამში, ზურაბიშვილიც და გახარიაც, ორივე ასეთია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.გურამ მაჭარაშვილს დაუსვეს კითხვა ყოფილი პრეზიდეტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: „პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ, არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“.გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ხალხმა დაინახა, სალომე ზურაბიშვილმა რა გააკეთა, როცა უცხოურ აგენტურაში ჩაეწერა ისევე, როგორც გიორგი გახარიამ.„ერთმანეთს როდის დაასწრებენ და რა თემებზე იყო საუბარი, ეს ჩვენი თავის ტკივილი არ არის. ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს. როგორც წესი, ეს ქალი წაგების ფორმულაა და იმედია, ოპოზიციის ლიდერი იქნება. გინდათ, რომ სალომე ზურაბიშვილს ჭკუა მოჰკითხოთ. ჭკუა და სამშობლოს სიყვარული რომ ჰქონოდა, აბა, სახელის და გვარის პრობლემა კი არ გვქონდა. აქედან გამომდინარეობს, მისი უჭკუობაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირანის ელჩი X-ზე წერს: „რეგიონში მშვიდობის დარღვევის მცდელობა შეინიშნება“

,,დღეს ტვიტერზე გამოვაქვეყნე პოსტი ერთი „იდუმალი ძალის“ შესახებ, რომელიც რეგიონული მშვიდობის დარღვევას ცდილობს. სულ რამდენიმე საათის წინ, ტაკერ კარლსონმა ახალ ვიდეოში ისაუბრა ისრაელის მიერ გაჩაღებული ომების მიზნებსა და მიზეზებზე რეგიონში და ახსნა, თუ რატომ ერთვება ზოგჯერ შეერთებული შტატები ომებში, რომლებსაც ნათელი დასასრული არ აქვთ. ამან გამახსენა ერთი ისტორიული გადმოცემა: ბაღდადის ცნობილი ხალიფას, ჰარუნ არ-რაშიდის, მმართველობის პერიოდში — ქალაქისა, რომელიც ლეგენდებში „ათას ერთი ღამის“ ქალაქითაა სახელითაა ცნობილი — შუაღამისას ერთმა კაცმა ბაღდადის ერთ-ერთი მეჩეთის მინარეთიდან ხმამაღლა წარმოთქვა აზანი მაშინ, როდესაც ნამაზის დრო არ იყო. თითქოს შუა პარასკევს უეცრად დიდი ეკლესიის ზარს ჩამოერეკოს. ხალიფას გამოეღვიძა, ის კაცი სასახლეში იხმო და ჰკითხა: რატომ წარმოთქვი აზანი ამ დროს? კაცმა მიუგო: „ხალიფავ, მოვედი, რომ შეთქმულების შესახებ გაცნობო, — შეთქმულებისა, რომელსაც ძალუძს შენს ხალიფობას ბოლო მოუღოს“. ეს გადმოცემა არაერთი დღევანდელი ანალიტიკოსის, ჟურნალისტისა და თვით დიპლომატების ამბავს მოგვაგონებს, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრის ყურადღება მიაპყრონ მათ გარშემო წარმოქმნილ საფრთხეებს. ზოგჯერ აზანი, რომელიც შეუფერებელ დროს გაისმის, მხოლოდ ხმა არ არის; მოწოდებაა. მსგავსი გაფრთხილებები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს''- ამის შესახებ წერს ალი მოჯანი  პლატფორმა X-ზე წერს

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ განახორციელებს.როგოროც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.„სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით, ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს;თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც, რეგიონის მიხედვით, გადაიყვანს თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში.გარდა არსებული თავშესაფრებისა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მარტა კოსი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს – „ამას თუ ვერ შევძლებთ, ვიღაც სხვა დაიკავებს მმართველობას და გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ“

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირში უკრაინის უფრო სწრაფად გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს.როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, არასტაბილურ მსოფლიოს უკრაინის გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ახალი წესები სჭირდება, რაც ადასტურებს, რომ უკრაინა 2027 წლის მიზნის ფარგლებში ევროკავშირში გაწვერიანებას ვერ შეძლებს.„მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ არის შექმნილი იმ რთული დროისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ“, – განუცხადა „ბლუმბერგ ნიუსს“ მარტა კოსმა.„ბლუმბეგის“ ცნობით, ბოლო კვირებში ევროკავშირში წევრობის პროცესის გადახედვა მნიშვნელოვანი საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინას განუცხადა, რომ არ შეუძლია 2027 წლისთვის ომისგან განადგურებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულების აღება.როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, ამის ნაცვლად, კომისია ამზადებს სცენარებს, რათა უკრაინას თანდათანობითი წევრობის უფლება მისცეს.მარტა კოსის თქმით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს წესები, რომლებიც რეალობას ასახავს.„ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ამ ქვეყნების უფრო სწრაფად, ან წარსულთან შედარებით განსხვავებული მიდგომით, ან მეთოდით ინტეგრაციას, ყველაზე დიდი შიში, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ვიღაც სხვა ჩაერევა ან დაიკავებს ამ ქვეყნებში მმართველობას და გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა ევროკომისარმა.უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწვერიანება ეჭვქვეშ დაყენებულია ასევე „პოლიტიკოს“ სტატიაში.როგორც გამოცემა წერს, 4 მარტს, საღამოს, სამუშაო ვახშმის დროს, COREPER II-ის ფორმატში შეხვედრისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკომისიის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს.გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა მკაცრი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

6 წლის მარიამ ჭოხონელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.მისი თქმით, გოგონას მძიმე დიაგნოზი — აორტის სარქვლის სტენოზი — დაუდგინდა და სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია სტამბოლში უნდა ჩატარდეს.ბავშვის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ დრო ძალიან ცოტაა.„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი პოსტის ავტორი გავხდებოდი, მაგრამ ცხოვრება ისეთი გზაა, სადაც არავინ ვიცით, რას გვიმზადებს ბედი. მეც იმ განადგურებული დედების რიგს შევემატე, რომელთა შვილებს დახმარება სჭირდებათ.ჩემი ოცნების შვილს, მარიამს, სასწრაფოდ სჭირდება გულის ოპერაცია, რომელიც სტამბოლში უნდა ჩატარდეს. დღეებს დღე მისდევს და ძალიან ცოტა დრო გვრჩება. ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი დაგვრჩა — თითოეული გაზიარება და თითოეული თეთრი შესაძლოა ჩვენი შვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახდეს.ძალიან მიჭირს ამის თხოვნა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩენია. უფალი იყოს ყველას მფარველი“, — წერს ბავშვის დედა.ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ პატარა მარიამს სიცოცხლისთვის ბრძოლაში.სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რი­ში GE34BG0000000101161013თი­ბი­სი GE96TB7438645061100020მიმ­ღე­ბი დედა- თე­ო­ნა ძა­ძა­მია

ბოლო სიახლეები