არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს.
მათ ე.წ საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და ცოტა ხნის წინ მცხეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
იქ იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ცხინვალის მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუცია.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.