პარასკევი, სექტემბერი 18, 2026

ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული 2 პირი გაათავისუფლეს

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს.

მათ ე.წ საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და ცოტა ხნის წინ მცხეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

იქ იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.  მისი ცხედარი ცხინვალის მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუცია.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა  ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტის საბაჟო...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.დადგინდა, რომ ლიეტუვის რესპუბლიკაში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო მაკარონის ნაწარმით, რომელიც მოთავსებული იყო ჰერმეტულ შეკვრებში. საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას სლოვაკეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.რისკის შეფასებისა  და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.უფლებამოსილი პირების მიერ, ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა, მალულად განთავსებული  სხვადასხვა დასახელების, ბელორუსული წარმოების 37 800 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის -  ,,NZ“ და  ,,MINSK“აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 177 660 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე – შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ - მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.მისივე თქმით, კონკრეტული კომპანიაა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების შესაბამის მომსახურებას.„ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“,- აღნიშნა პრემიერმა.ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

შალვა პაპუაშვილი – აქციებისას დაკავებულებსა და აქტივისტებს მინდა ვუთხრა, უცხოეთიდან არავინ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე, ყველა აღიარებს, რომ აქციები იყო ძალადობრივი

აქციებისას პასუხისგებაში მიცემული 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, უცხოეთიდან არავინ საუბრობს, რომ აქციები მშვიდობიანი იყო.„იცით, რომ 2024-2025 წლებში, ფაქტობრივად ერთი წლის ფარგლებში, იყო ორი მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობით, 2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით. ყველას გახსოვთ ეს სურათები – მაშხალებით თავდასხმა პოლიციელებზე, 150 პოლიციელი დაშავდა საერთო ჯამში, მათ შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან. ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა ცალ თვალში, სულ 120 ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული. აი, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ამ ორი მცდელობისთვის, 120 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ძალადობის მასშტაბი ევროპის დროშის მოფრიალე მოძალადეების მხრიდან. ამ 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა.არ ვიცი, ვინმე ატყუებს თუ არა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფებს ან აქტივისტებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, უცხოეთიდან აღარავინ არ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ არ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და პასუხისგებაში მიცემული. ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობაც, 45-მა ადამიანმა მიმართა და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, აქციებისას დაკავებულმა პირებმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებით თუ პრეზიდენტისადმი შეწყალების მიმართვით, დანაშაული აღიარეს.„გახსოვთ თქვენ ორი-სამი წელი, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ელჩი იქნებოდა თუ ევროკავშირი, პროტესტებით გამოდიოდნენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. ამ დროს სახელმწიფო დადგა მყარად, დიქტატორს და სისხლიანი რეჟიმის შემქმნელს არანაირად არ მისცემდა საშუალებას, რომ ის ევროპაში წასულიყო და თავისუფალი ცხოვრება ჰქონოდა. შემდეგ ნახეს, რომ ქართველი ხალხის ნებას ვერ გატეხდნენ და მიატოვეს სააკაშვილი. ხედავთ კიდეც, რა დღეშია.ყველა დანაშაული უკვე არის აღიარებული. 45-მა ადამიანმა შეწყალებით თუ საპროცესო გარიგებით აღიარეს სწორედ დანაშაულებრივი ხასიათი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პარლამენტზე შტურმის მცდელობისა და ასევე 2025 წლის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობისა. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ენდონ საქართველოს სახელმწიფოს. მათზე ერთადერთი მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა ბრიუსელი და რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და იქ სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით. მიანიშნებდნენ, რომ მზია ამაღლობელს არ უნდა ეღიარებინა, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ, პოლიციელზე ძალადობა. პირდაპირ გაწირეს ადამიანი ციხისთვის, უთხრეს, არ ითანამშრომლო, მერე რა, რომ მთელმა სამყარომ დაინახა, რომ იძალადე პოლიციელზე, არა, შენ მაინც არ თქვა ეს და ჩვენ ვიტყვით, რომ ვითომ ეს ყველაფერი არ არსებობს. ეს არის საბოლოო შედეგი მათთვის, ვინც ენდობა უცხოს და არ ენდობა საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ოთხ ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში.საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გაეროს მისია – არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-მა ირანში ომის დანაშაულები ჩაიდინა, თეირანმა კი – კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თებერვალში ირანში მდებარე სკოლასა და სპორტულ ობიექტზე განხორციელებული სამხედროდარტყმების უკან შეერთებული შტატები იდგა და რომ ეს ქმედებები ომის დანაშაულს წარმოადგენდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.მისიამ ასევე დაადგინა, რომ ირანის ხელისუფლებამ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისას, რასაც ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.ირანის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მისიის ახალ ანგარიშში, რომელიც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნდა წარედგინოს, განხილულია აშშ-ის ქმედებები ირანთან კონფლიქტის პერიოდში და ირანის მთავრობის რეაგირება დეკემბრის ბოლოს დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე.გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ქალაქ მინაბში მდებარე შაჯარეჰ თაიბეს დაწყებით სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აშშ-ის ძალები იყვნენ. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 120 სკოლის მოსწავლე.მისია მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო განურჩეველი თავდასხმა, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს წარმოადგენს.გაეროს ექსპერტების განცხადებით, სკოლა სამოქალაქო ობიექტი იყო და მათ ვერ აღმოაჩინეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.ექსპერტები ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ლამერდში მდებარე სპორტულ ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებითაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და სკოლა, დაიღუპა და დაშავდა 22 მშვიდობიანი მოქალაქე. დასკვნის თანახმად, დარტყმა განურჩეველი ხასიათისა იყო და, შესაბამისად, ომის დანაშაულს წარმოადგენდა.ამასთან, გაეროს მისიის გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ირანის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმები განახორციელა; ეს ქმედებები მოიცავდა უკანონო მკვლელობებს, წამებას, თვითნებურ დაკავებებს, იძულებით გაუჩინარებებსა და გამოხატვის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებს.გამოძიების თანახმად, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ მოხერხდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 3 038 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 000 - დაშავდა.გაეროს ფაქტების დამდგენი მისიები არის საგამოძიებო და არა სასამართლო ორგანოები, შესაბამისად, ისინი არ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს. თუმცა, მათი დასკვნები შესაძლოა სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში ეროვნულმა სასამართლოებმა ან საერთაშორისო ტრიბუნალებმა გამოიყენონ. სახელმწიფოები ანგარიშის დასკვნებს მას შემდეგ განიხილავენ, რაც მას ორშაბათს ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგენენ.

ბოლო სიახლეები