რაზე ვდარდობთ, სანამ ტრაგედია არ დაგვატყდება?ეს რა გაუგონარი სიბრიყვე გვჭირს ადამიანებს…“
ოტია იოსელიანის რძალი, ინფლუენსერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ახალი წლის დღეების ჟრიამული ისე სწრაფად შეცვალა მოულოდნელმა ტკივილმა, პანაშვიდებმა და დაკრძალვებმა ჩვენი თბილისის სამეგობრო-სამეზობლოში, რომ ამ კადრების გაზიარების არც თავი მქონდა და არც სურვილი. ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი როგორი გაგრძელება ექნება – ერთი კი უდაოა, ღმერთო რაზე ვდარდობთ, ვნერვიულობთ და ვაპრობლემებთ სანამ რაიმე ტრაგედია არ დაგვატყდება თავს.. ეს რა გაუგონარი სიბრიყვე გვჭირს ადამიანებს .. ერთი-ორი დღეც მინდა და დაგიბრუნდებით კვლავ ჩემო მეგზურებო ,”- წერს ცისკარიშვილი.

