„ძვირფასო მეგობრებო, როგორც შევიტყვე, გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს მე-9 ტური ყაიმით დავასრულე – წინ კიდევ ორი ტურია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის!“ – წერს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 84 წლის ჭადრაკის დედოფალი იტალიაში იმყოფება და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.

