ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

Read Time:51 Second

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში.

სასამართლომ ასევე 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზაციის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს.

ჯარიმის საერთო თანხა 464.6 მილიონ დოლარს შეადგენს, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად 114 000 დოლარზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება.

უძრავი ქონების თაღლითობის საქმე 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით გასაჯაროვდა, რომლითაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და, შესაბამისად, არ იხდიდა გადასახადებს.

2022 წლის სექტემბერში ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სარჩელი აღძრა. გენერალურმა პროკურორმა მოპასუხე მხარე დაადანაშაულა ტრამპის ქონების ღირებულების უკანონოდ მაღალ ფასად შეფასებაში, რათა მათ უკეთესი საკრედიტო და სადაზღვევო პირობები მიეღოთ.

სასამართლო დადგენილებით, დონალდ ტრამპს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ასევე, ეკრძალება ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება ნიუ იორკში მდებარე ნებისმიერ კომპანიაში და ამავე შტატში დარეგისტრირებულ ბანკებში კრედიტების აღება. მისი შვილებისთვის კი ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავებაზე შეზღუდვა ორი წლით განისაზღვრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით
Next post შალვა პაპუაშვილი – უკრაინელი ხალხის თავდადება თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია, საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში