შაბათი, მარტი 1, 2025

ნიუ იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი – დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ოჯახური ღირებულებები, ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით

დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ოჯახური ღირებულებები; ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით, – ამის შესახებ ნიუ იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მარკ ჯეიფმა განაცხადა.

მარკ ჯეიფის განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის და მშვიდობის დამყარებისთვის წარმატებული წელი იქნება.

„თავისთავად ცხადია, რომ დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ოჯახური ღირებულებები. ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით, ასევე კარგი მეგობრები თურქეთ-ამერიკის პალატიდან და აზერბაიჯანიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ოთხივე ვაცხადებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბიზნესის ერთად კეთება და ჩვენ არ გვჭირდება ომები. 2025 წლის დასაწყისში აშშ-ს უკვე ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება ნიუ იორკში. ახლა ჩვენ გაერო-ს ოფისის მოპირდაპირე მხარეს ვიმყოფებით. ჩვენი ყველა ოფისი ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული. ასე რომ, ვფიქრობთ, ძალიან წარმატებული და პროდუქტიული წელი იქნება იმისთვის, რომ ვაკეთოთ მეტი ბიზნესი, დავამყაროთ მშვიდობა და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ეს არის ამ საღამოს ჩვენი აქ შეკრების მიზანიც”, – განაცხადა ნიუ იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

ქალაქ ნიუ იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. გენერალური საკონსულო მსგავსი შეხვედრების გამართვას სისტემატურად გეგმავს. შეხვედრებზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სხვადასხვა ბიზნეს იდეები და მოსაზრებები გაცვალონ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.მისი თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა.„ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმეს ძალუძს ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.

გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

მარკ რუტე – ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა

ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ განაცხადა.როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა.როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.

ლაშა ოდიშარია ლატვიის სუპერთასის მფლობელია

ლაშა ოდიშარიას „რიგის ფუტბოლ სკოლა“ (რფს) ლატვიის სუპერთასისთვის „რიგას“ დაუპირისპრდა, 3:1 დაამარცხა და წლის პირველი ტიტულის მფლობელი გახდა.გასული წლის ნოემებრში რფს-მ ლატვიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამას გარდა, გუნდმა წარმატებით ითამაშა კონფერენს ლიგაზე, სადაც მთავარ ეტაპამდე გასვლა მოახერხა.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რფს-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.ანგარიში 36-ე წუთზე იანის იკაუნიეკსმა გახსნა, 73-ე წუთზე მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა სედრიკ კუადიომ გაზარდა, სამ წუთში დმიტრი ზელენკოვმა მესამე გოლი გაიტანა. „რიგის“ შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე რეგზას ანგარიშზეა.

ბოლო სიახლეები