ორშაბათი, მარტი 16, 2026

ნინო ლომჯარია: სექსუალურ შევიწროებაზე არსებული საქმეები თანამდებობის პირებს არ ეხება

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე აპარატში მიმდინარე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობს და სოციალური ქსელით ერთგვარ განმარტებებს იძლევა.

“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა რამდენიმე მომართვა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით. ვინაიდან კითხვები და ეჭვები გაჩნდა, მსურს განვმარტო რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან იგეგმება სხვა შემთხვევების განსახილველად წარმოდგენა“, – წერს ნინო ლომჯარია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა.„სქაინიუსის“ ცნობით, დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.ამასთან, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ტყიბულის მერი – მეწყრული პროცესების გამო ვითარების შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია, გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ და სწავლობენ მიმდინარე პროცესს, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.„მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და სწავლობენ მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. ამასთან, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო.ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში, შირაზსა და თავრიზში „ფართომასშტაბიანი“ საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, დარტყმები ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ ხორციელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანიდან ბალისტიკური რაკეტის ახალი გაშვება შენიშნეს.ირანის ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში განგაშის სიგნალები ხმა ისმის. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან კიდევ ერთი რაკეტის გაშვების შესახებ, რის გამოც იერუსალიმის ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემა ჩაირთო.

მასუდ ფეზეშქიანმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „ირანი არ იყოყმანებს აგრესორებთან დაპირისპირებისას“

ირანი არ იყოყმანებს აგრესორებთან დაპირისპირების დროს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ირანული მედიის თანახმად, სატელეფონო საუბარში ფეზეშქიანმა დეტალურად ისაუბრა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციის მასშტაბებზე და აღნიშნა, რომ აგრესორები აგრძელებენ თავდასხმებს სხვადასხვა სამიზნეზე, მათ შორის სამოქალაქო ცენტრებზე.ირანის პრეზიდენტმა კონკრეტულად მოიხსენია ირანის ორ კუნძულზე, ხარგსა და აბუ მუსაზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები სპარსეთის ყურის გარკვეული ქვეყნების ტერიტორიიდან განხორციელდა.„ირანის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმებისთვის ამერიკის განკარგულებაში მიწისა და ობიექტების განთავსება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და კეთილმეზობლობის პრინციპს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.მასუდ ფეზეშქიანმა გააკრიტიკა გარკვეული ევროპული ქვეყნების დესტრუქციული მიდგომა ისრაელისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის მიმართ და მოუწოდა მათ, დაიცვან საერთაშორისო სამართალი და კანონის უზენაესობა გლობალურად.

„სიენენი“ – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს.„სიენენის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გამოთქვა შეშფოთება ჰორმუზის სრუტესა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, თუმცა არაფერი უთქვამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემების გაგზავნის შესახებ.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა ვითარებას „დაძაბული“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას.„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან რეგიონული ტურბულენტობის მიერ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ბოლო სიახლეები