საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე, არაკომპეტენტურობაზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესების დაყენებაზე მიანიშნებს ის სასაცილო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ თქვა.
მისივე განმარტებით, რუსი დიპლომატის გაძევება, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ინტერესებში არ შედის.
“მსგავსი ფაქტები შედის მხოლოდ აშშ-ისა და დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს ინტერესებში, რომლებიც შეგნებულად ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობას იმ ფონზე, როდესაც ორი კვირის წინ პრემიერ- მინისტრი რუსეთში გზავნის წერილს ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით და აყოლილი ფეხის ხმას აძევებს საქართველოდან რუს დიპლომატს. რომელ თანმიმდევრობაზე და რომელ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი?“, – თქვა ბურჯანაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, შესაბამოსად, საქართველოს შეეძლო განეცხადებინა, რომ ამ მიზეზით ელჩის გაძევება ვერ მოხდებოდა.