ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას რუსი დიპლომატის გაძევებისთვის აკრიტიკებს

მისივე განმარტებით, რუსი დიპლომატის გაძევება, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ინტერესებში არ შედის.

“მსგავსი ფაქტები შედის მხოლოდ აშშ-ისა და დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს ინტერესებში, რომლებიც შეგნებულად ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობას იმ ფონზე, როდესაც ორი კვირის წინ პრემიერ- მინისტრი რუსეთში გზავნის წერილს ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით და აყოლილი ფეხის ხმას აძევებს საქართველოდან რუს დიპლომატს. რომელ თანმიმდევრობაზე და რომელ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი?“, – თქვა ბურჯანაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, შესაბამოსად, საქართველოს შეეძლო განეცხადებინა, რომ ამ მიზეზით ელჩის გაძევება ვერ მოხდებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს - დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი,- ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.როგორც ადვოკატი აცხადებს, პოლიციელები სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით არიან დაკავებულები, რაც ცრუ ჩვენებასა და მართლმსაჯულებისთვის პირადი მოტივით ხელშეშლას გულისხმობს.„დაკავებულებს ჯერ ბრალი არ აქვთ წაყენებული.დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს, ამ ოპერაციის შემდეგ კი თემურ ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს.დაკავებულებს რაც შეეხება, ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი.დიდი მადლობა მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შემადგენლობას, გამომძიებელ გიორგი ხაჩიძეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულთან და მის უფლებადამცველთან - ჩემთან, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან რთული იყო. რთულად გასახსნელი, რთულად დასადგენი, იმიტომ რომ საკმაოდ დრო იყო გასული, როდესაც ეს საქმე დაექვემდებარა საგამოძიებო უწყებებს.როდესაც ხადურის ცხედარი ნახეს, ამის შემდეგ იყო ამ პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ თემურ ხადურთან. ამის შემდეგ, როდესაც საქმე გადავიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, სადაც დადასტურდა დევნის ოპერაცია და დადასტურდა, რომ ცრუ ჩვენება მისცეს პოლიციელებმა.მტკიცებულებებს რაც შეეხება, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა გამოძიება. ველოდებოდით სამხარაულის ექსპერტიზების პასუხს, რომელიც დროს ითხოვდა, რადგან ძალიან ბევრი აუდიო-ვიდეო ფირი იყო ამოღებული და დაახლოებით 10 დღით ადრე მოხდა ექსპერტიზების მიღება“,- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.

„WhatsApp-ის ჯგუფში მოგვწერა“ – რას ამბობს თანაგუნდელი კვარაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ვიტინია DAZN-ს ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა.„ბარსელონასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ „კვარას“ ოპერაცია ჩაუტარდა და, ვიტინიას თქმით, მან პარიზელ თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„ხვიჩა WhatsApp-ის ჯგუფში გველაპარაკა და გვითხრა: „მადლობა მხარდაჭერისთვის“. თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკეც მიწერა. იმედი გვაქვს, კარგად დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდს სწორად გაივლის. მას ძალიან დიდი დრო აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 100 პროცენტით მზად იყოს, დასაბრუნებლად. ყველანი მის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ფეხბურთელმა.ცნობისთვის, კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა. ხვიჩას ოპერაცია ჩაუტარდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია. ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით 38 186-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით გაიცა 201,645,743.53 ლარი.„ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ევრონიუსი“ – ევროკავშირი ახალი წევრებისთვის უფრო მკაცრი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა ხმის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც, მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა

ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა წევრი სახელმწიფოსთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ეს მექანიზმები, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა, არ ექვემდებარება განხილვასა თუ ცვლილებას.„ევრონიუსი“ წერს, რომ გასულ თვეში ევროკომისიამ ახალი წევრებისთვის 15-წლიანი „საცდელი პერიოდის“ დაწესება შესთავაზა. მექანიზმის მიზანია, ევროკავშირის ღირებულებებისა და კეთილსინდისიერი თანამშრომლობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, ბლოკმა სწრაფად შეძლოს შესაბამისი ზომების მიღება. აღნიშნული წინადადება გამომდინარეობს ევროკავშირის ხუთი დამფუძნებელი წევრის მოთხოვნიდან, რომლებსაც სურდათ, გაეთვალისწინებინათ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამოცდილება. ორბანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებით ევროკავშირისგან დათმობების მიღებას ცდილობდა.„ამ საკითხზე როცა პირველად ვისაუბრე, ვთქვი: ევროკავშირში ახალი ტროას ცხენები აღარ უნდა იყვნენ. ეს უნგრეთში არჩევნებამდე იყო. დღეს კი შემიძლია, ვთქვა – აღარ გვინდა ვიქტორ ორბანები“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.თუმცა, როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, ამ ინიციატივას ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ახლავს: კანდიდატმა ქვეყნებმა პირობები არსებული სახით უნდა მიიღონ, ან საერთოდ უარი თქვან ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე. ყველაზე მოწინავე კანდიდატი ქვეყნისთვის, მონტენეგროსთვის, მოლაპარაკებების პროცესზე უარის თქმა პრაქტიკულად გამორიცხულია. ქვეყანამ ბლოკში გაწევრიანებისთვის უკვე ათწლეულზე მეტია, უზარმაზარი რესურსი დახარჯა. თუმცა, პროცესის ბოლო ეტაპზე წევრობის პირობების შეცვლა მონტენეგროელი ოფიციალური პირებისთვის უკმაყოფილების მიზეზია. ისინი ახალი ზომების ღიად გაკრიტიკებას ერიდებიან, რადგან შიშობენ, ამან შესაძლოა, გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს.„ყოველთვის ასე იყო. დამცავი მექანიზმები ყოველთვის გარკვეულწილად ცალმხრივი იყო“, – განუცხადა „ევრონიუსს“ ევროკავშირის ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.როგორც „ევრონიუსი“ წერს, დისკუსიებში იკვეთება სამი ძირითადი საკითხი: ზომები, რომლებიც შესაძლოა, დამცავი მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვეს (მაგალითად, ხმის მიცემის უფლების შეჩერება განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში); მექანიზმის მოქმედების ვადა (კანდიდატი ქვეყნები 15-წლიან პერიოდს ზედმეტად ხანგრძლივად მიიჩნევენ); და მართვის საკითხი – გადაწყვეტილების მიღების შეთავაზებული წესი ევროკომისიას მნიშვნელოვან გავლენას ანიჭებს.„ევრონიუსის“ მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა იზიარებს კანდიდატი ქვეყნების არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ საჭიროა გამიჯვნა პოლიტიკურ მოთხოვნასა და იმ სამართლებრივ ტექსტს შორის, რომლის აღსრულებაც რეალურად შესაძლებელი იქნება. იტალია ხაზს უსვამს წევრი ქვეყნების თანასწორობის პატივისცემის აუცილებლობას და მოითხოვს ისეთი დამცავი მექანიზმების შექმნას, რომელიც მორგებული იქნება თითოეული ქვეყნის საჭიროებებზე. ამის საპირისპიროდ, ნიდერლანდები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყნის მიმართ ერთიანი მიდგომის გამოყენებას უჭერს მხარს. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საერთო პოზიციაზე შეთანხმებას მომდევნო კვირაში შეძლებენ.როგორც „ევრონიუსი“ წერს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ თავიანთ პოზიციას, ევროკომისია მას მონტენეგროსთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაშიც ასახავს.

მიტროპოლიტი იობი – შეგვპირდნენ ,რომ გამოავლენდნენ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა კრებსები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიძია, ვინმემ ვიცით ვინ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი? არ ვიცით

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში,რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.“დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.მეუფე იობმა ისაუბრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ დიდი იერარქი დღეს სიმართლეს ვერ იტყვის, რადგან ეკლესია სწორედ სახელმწიფოსგან ფინანსდება. მეუფე იობმა ისაუბრა დაფინანსების გამჭვრიბალობის აუცილებლობაზე და მრევლს მიმართა, რომ მათ უნდა იცოდნენ თითოეული თეთრის შესახებ.“ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითეულმა თქვენგანმა, მრევლმა უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითუელი თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალე არისო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ შიგნით რა ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - განაცხადა მეუფე იობმა.მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც მისი აზრით დღეს საქართველოს წინაშე დგას. ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, დღეს მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება.„ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა. ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი - რომ ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომნდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და მისი ხელშეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ, რომ ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება გამდიდრება, გამდიდრებას სასჯელიც მოჰყვება შესაბამისად ღვთისგან.და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ მივცეთ...რაღაცებზე ჩვენ უნდა ვამხილოთ. იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს, ის იმპერატორს ამხელდა. დედოფალს ამხელდა. მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? - ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქები. იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მაგალითებით უნდა ვისწავოთ, წმინდათა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ახლო ყოფნა. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება. მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლებალება მიწების გაყიდვა. არც მეფეს არც ხელისუფლებას არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება.კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში.შეეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს, რა ხდება საქართველოში, სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებშია მატება, სადაც არაქართველები ცხოვრობენ. არამართლმადიდებლები ცხოვრობენ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით , რომ ნახევარი ნახევარზე არის. ნახევარი ქართველები არიან,ნახევარი უცხოტომელები. იმასაც თუ მივათვლით, გვარგადაკეთებულ ხალხს შეიძლება უმცირესობაშიც ვიყოთ ქართველები. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რამდენიმე წელში უმცირესობაში აღმოჩნდეთ.სწორედ ამ დამოკიდებულებამ ამ არმოსმენამ პატრიარქისადმი... მე მახსენდება, სანამ სუს-ის კრებსები გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა,ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქის ადამიანია, შეიძლება მანაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ სუს-ის კრებსები.ამან რა გამოიწვია? ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. მერე შეგვპირდნენ ,რომ გამოავლენდნენ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა კრებსები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიძია, ვინმემ ვიცით ვინ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი? არ ვიცით. ასე რომ, ეს შეიქმნა, შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. მაგრამ უშეცდომო არავინ არის, არც ხელისუფალი არც პიროვნება. ჩვენ თუ არ მივუთითებთ მთავრობას რა შეცდომები აქვს დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ . ჩვენში მკვიდრობს სულიწმიდის მადლი, სასულიერო პირებში. და სრული ხედვა მოვლენების გაშიფრა და გაანალიზება შეუძლია მხოლოდ სასულიერო პირს. ასე რომ, ჩვენ კი არ ვმტრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც გაკეთდა, საქართველოში, მაგრამ ეს შედეგები სავალალოა.განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა - ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები.გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა რატომ შენდება ამდენი კორპუსები, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? - ეი.ი უცხოტომელები? არის ისეთი პროგრამა, ერის მოკვდინების პროგრამა არის სხვადასხვა ტომის შერევით სხვადასხვა კულტურის ადამიანების ჩანაცვლებით. ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდეს ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე 1000 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება? ხომ ხედავთ რეები ხდება.კორუფცია ყვავის და აღებ მიცემობაა და იჭერენ თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ, პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი. სხვა მეზობლები ქვეყნები დაგვცინიან იცინიან ჩვენზე. ტერორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმი არის. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდეა საერთოდ.ახლა შემოგვაპარეს ისიც, რომ დაიგეგმა ეკლესიებში შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოსო. ესეც ეკლესიის კონტროლი იქნება. რამდენი შესაწირი რამდენი ვისგან არის შესაწირი ეკლესიაში თანხა, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ბოლო სიახლეები