სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025

ნინო ანანიაშვილი „რომეო და ჯულიეტაში” მთავარ პარტიას შეასრულებს

მეორე საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა” მთავარ პარტიას შეასრულებს.

საბალეტო ფესტივალი ივნისში გაიხსნება.

ნინო ანანიაშვილს პარტნიორობას მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი გაუწევს.

გომესი ქართველი პრიმა-ბალერინას მოწვევით თბილისში სპეციალურად ჩამოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ყოველ დღე მენატრები ჩემო პატარავ“ – ილია თოფურია ემოციურ კადრებს ავრცელებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ემოციურ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ მას პატარა გოგონა ყოველ დღე ენატრება.„ყოველ დღე მენატრები ჩემო პატარა“, - წერს ილია.შეგახსენებთ, რომ UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის - ჯორჯინა უსკატეგის დაშორების შესახებ მსოფლიო მედია წერს.როგორც ცნობილია, ჯორჯინამ სასამართლოს უკვე მიმართა და 50 პროცენტიც მოითხოვა.

დონალდ ტრამპი – ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე, საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან „ძალიან ახლოსაა“, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებული ტრადიციის, ინდაურის შეწყალების ცერემონიაზე გააკეთა.ტრამპის თქმით, იმედოვნებდა, რომ ამ ომის დასრულება უფრო მარტივი იქნებოდა, თუმცა პროგრესი მიღწეულია.„მე ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე. ჩვენ ამ საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. რვა დავასრულეთ. მეგონა, ეს უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროგრესს მივაღწიეთ,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოლაპარაკებების შედეგად, ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ტერიტორიული საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

22 წლის ცნობილი მომღერალი მანქანაში ჩაცხრილეს

22 წლის მომღერალი დელაროსა (ნამდვილი სახელი მარია დე ლა როსა) ლოს-ანჯელესში გაჩერებულ მანქანაში მოკლეს, იუწყება ABC 7.ცნობების თანახმად, 22 ნოემბრის ღამეს ორი შეიარაღებული მამაკაცი მიუახლოვდა მანქანას, რომელშიც მომღერალი და მისი ორი მგზავრი იმყოფებოდნენ და ცეცხლი გახსნეს. მომღერალი ნორთრიჯის საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი თანმხლები პირები მძიმედ დაშავდნენ და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მკვლელობა შესაძლოა ლათინურამერიკული ბანდების საქმიანობას უკავშირდებოდეს. დელაროსა მუსიკალურ კარიერას ახლა იწყებდა - მისი პირველი ცნობილი ალბომი, "No Me Llames", გასული წლის აგვისტოში გამოვიდა. პოლიცია ამჟამად მოტივის დადგენას ცდილობს, მაგრამ ეჭვმიტანილები კვლავ თავისუფლებაზე არიან.

შალვა პაპუაშვილი კაია კალასთან შეხვედრაზე მარკო რუბიოს უარს გამოეხმაურა – ასე ხდება, როცა ბრიუსელი, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად, თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე უარს აცხადებს.„ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად, თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.გამოცემა „პოლიტიკოს“ თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი „ვერ მოხვდა ყურადღების ცენტრში ტრამპის ადმინისტრაციასთან მისი ზოგჯერ რთული ურთიერთობის გამო“.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ADB-მ, WUR-მა და CAREC-ის ქვეყნების აგრარულმა უნივერსიტეტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - აზიის განვითარების ბანკთან (ADB), ვაგენინგენის უნივერსიტეტსა (ნიდერლანდები) და კვლევით ფონდთან (WUR Partnership), ასევე, CAREC-ის ქვეყნების აგრარულ უნივერსიტეტებთან ერთად - ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს წარმოადგენდენ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი, ბიშკეკში შედგა.დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ADB-თან, WUR-თან და CAREC-ის ქვეყნების აგრარული უნივერსიტეტების ქსელთან პარტნიორობა უზრუნველყოფს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკების საქართველოში ინტეგრაციას, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს CAREC-ის რეგიონული გამოწვევების გადაჭრაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების, წყლის რესურსების მართვისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით. როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მხრივ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია კვლევითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. მისივე თქმით, მემორანდუმის მიზანია რეგიონული განათლების, კვლევისა და ინოვაციების პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე აგროტექნოლოგიების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური ინოვაციების განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განახორციელებენ ერთობლივ კვლევით პროექტებს და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამებს.„ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა ჩვენს ქვეყანასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, CAREC-ის ქვეყნების რეგიონული ქსელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი ხდება, რაც აძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის კვლევაში, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა და ამით ხელი შეუწყოს ინოვაციების შექმნა-გავრცელებას საქართველოს აგრარულ სექტორში. ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მიზანს ასევე წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „მწვანე უნარების განვითარების გაძლიერება CAREC პროგრამის ფარგლებში“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს რეგიონალურ ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას და ქმნის საფუძველს, რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი ჰაბი CAREC სივრცეში. საგულისხმოა, რომ ADB-ის პროექტის ფარგლებში, ვაგენინგენის უნივერსიტეტი ამზადებს შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამას, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.

ბოლო სიახლეები