შაბათი, აგვისტო 9, 2025

ნიკუშა შენგელაია: ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო

ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ, რეჟისორ ელდარ შენგელაიაზე საუბრისას.

„ელდარმა თავისი სათქმელი თვითონ თქვა, თვითონ შექმნა თავისი თავი და მე მგონი, ეპოქალური რეჟისორი იყო და ის დარჩება თაობებს. მისი შემოქმედება იქნება კიდევ ბევრი თაობისთვის საინტერესო და მისი სახელი დიდხანს დარჩება საქართველოში და არა მარტო, მის ფარგლებს გარეთაც“,- აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.

ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა.ახალ ტრანშს ქვეყანა Ukraine Facility მექანიზმის საშუალებით მიიღებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში სტაბილურობისა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების შენარჩუნებას.საერთო ჯამში, აღნიშნული მექანიზმი 2024-2027 წლების განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამ დრომდე კიევმა უკვე მიიღო ექვსი მილიარდი ევრო შუალედური დაფინანსების სახით, 1.89 მილიარდი ევრო ავანსი და სამი ტრანში 4.2, 4.1 და 3.5 მილიარდი ევროს ოდენობით.

მიხეილ ყაველაშვილი – ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა აგვისტოს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა, დაველოდოთ გამოძიებას

ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა აგვისტოს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.ყაველაშვილის თქმით, ყველას აქვს თავისი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა აარიდონ სამშობლოს ყველა ხიფათი.„ჩვენი გმირები რასაც აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ, ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს, იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ. ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, ეს იქნება პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, მთავარი ვალდებულებაა, შევასრულოთ ჩვენი როლი და ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე.ჩვენი ვალია, დავიცვათ სამშობლო, სამშობლოს ინტერესები. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა ავარიდოთ ჩვენს სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ამიტომ, ნუ ეფარებიან ის ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.ყაველაშვილის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ სიმართლე და თავად გადაწყვიტონ, რა რეალობა იყო ქვეყანაში.„ჩემი პირადი აზრია არა როგორც პრეზიდენტის, არამედ როგორც ერთი მოქალაქის, მანამდე მე ვიყავი პარლამენტის წევრი, ხშირად გამოვთქვამდი აზრს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებზე, რა და როგორ ჩაიდინა, მაგრამ რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, პატივს ვცემთ ჩვენს ინსტიტუტებს, დაველოდოთ გამოძიებას. ახალგაზრდებს, რომლებიც ქილიკით საუბრობენ, რადგან მაშინ პატარები იყვნენ, ზოგი ბაღში დადიოდა, ზოგმა არ იცოდა, რა ხდებოდა. როცა დასრულდება გამოძიება, ექნებათ საშუალება, გაიგონ სიმართლე. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სიმართლეს და შემდეგ თავად გადაწყვიტონ, რა იყო რეალობა, რომელიც მაშინ სუფევდა საქართველოში.თქვენ 2008 წლის დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? რატომ არ საუბრობდნენ, როგორც ახლა მე ვსაუბრობ? მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? საუბრობდნენ 7 და 8 აგვისტოს, შემოვიდნენ რუსებიო? არქივს ვერ წაშლით. ეს ბიჭები შეეწირნენ. იმ ხელისუფლების წარმომადგენლები 7 და 8 აგვისტოს არ ახსენებდნენ საერთოდ რუსეთს. არ ახსენებდნენ და არის არქივი, რა გააკეთეს? რატომ არ თქვეს, რომ შემოსული იყო და რატომ არ უზრუნველყვეს ჩვენი საზოგადოება, რათა ეცნობებინათ, რომ 7-ში შემოსული იყო რუსეთის ჯარი? რატომ არ უზრუნველყვეს ეს ყველაფერი? არქივი არსებობს, ჩართეთ და ნახეთ. რუსეთი იმ შუაში არის, რომ შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს, მაშინ არ იყო რუსეთი? ლარსზე რომ იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და ელოდებოდა რუს ტურისტებს, მაშინ რუსეთი არ იყო დამნაშავე? იცით, ჩვენ რა გავაკეთეთ? საქართველოს კი არ ვაბრალებთ, საქართველოს არ ვაბრალებთ. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება, ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვინც დანაშაული ჩაიდინა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვინც არ უნდა იყოს, ვინც იყო ხელისუფლებაში, ამათ დიდებას უკან ვერ ამოეფარება. პასუხი აგოს ყველამ თავის საქციელზე. როცა 7-ში აქ შემოდიოდა თურმე რუსეთი, არ ეუბნება საკუთარ საზოგადოებას და პირდაპირ მიდის და იწყებს მანევრებს. თქვენ მოგიწევთ ამ სიმართლის აღიარება. ან მოგიწევთ აღიარება, ან დაემორჩილებით საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას. ჟურნალისტი თუ ბრძანდებით, არქივს ჩახედეთ და თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს, რას აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სტუ-ის რექტორმა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, ასევე, უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი გვირგვინით შეამკეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ამ გამორჩეულად მძიმე ისტორიულ დღეს ვიხსენებთ ადამიანებს, რომლთაც თავიანთი თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ მამულისთვის თავდადება არის უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ღრმა ეროვნული თვითშეგნებიდან იღებს სათავეს. აგვისტოს ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება - მათი სახელი უკვდავია!დღეს სახელმწიფო ეროვნულ უსაფრთხოებას ღირებულებებით და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერებით იცავს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სისტემას განსაკუთრებული მისია აკისრია.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს მიაგებს ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად. ისინი ცოცხლობენ ჩვენს საქმიანობაში, ღირებულებებში, სტუდენტთა განათლებასა და ცნობიერების ფორმირებაში. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ხერხემალი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი ქვეყანა - დიდება გმირებს!“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის გმირების თავდადებას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირეს სამშობლოს. ზვიად გაბისონიას თქმით, ქართველი ჯარისკაცი არის საქართველოს ეროვნული ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი."გმირთა საფლავები შეგვახსენებს, რომ საქართველოს თავისუფლება მათ თავგანწირვაზე დგას. მათი გმირობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველია. გმირთა ხსოვნა გვავალდებულებს დავაფასოთ მშვიდობა და არასოდეს დავივიწყოთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვეს მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს ზვარაკად შესწირა", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს – სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…“ – ტარიელ ხარხელაური

17 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან. რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან – 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2,232-ს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაა 1,045.კონფლიქტის მსვლელობის დროს მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ჟურნალისტი. 8 აგვისტოს დაიღუპა ორი ქართველი ჟურნალისტი გია ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი. 12 აგვისტოს რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს გარდაიცვალა დანიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას. 2011 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერი ბორდერიზაციის 155 შემთხვევა დაფიქსირდა.პოეტი ტარიელ ხარხელაური შინდისელი გმირების ხსოვას ემოციურ ლექსს უძღვნის...„თუკი სამყაროს დიდმა გამჩენმა სამშობლოს დახსნა კიდევ გვაღირსოს, როგორც პირველი ცეცხლის გაჩენა თქვენი სახელი ვიმარადისოთ. ვწერ, ჩემი ქვეყნის ტკივილი მაწევს გულზე და შემკრთალ სუნთქვას მიმძიმებს, ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს – სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…“ტარიელ ხარხელაური

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მეცნიერი იმყოფებოდა

თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კვლევები, რომლებიც მიმართულია ინდუსტრიულ სისტემებში ინოვაციური მასალებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარის, პროფესორის, დოქტორ ანდრე ბატაკოს სტუ-ში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კვლევით ინიციატივებს, რომლებიც პასუხობენ როგორც თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს, ასევე პირდაპირ უკავშირდებიან სამრეწველო ინოვაციებისა და ეროვნული ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებებს.„ამ კონტექსტში, მაღალი შეფასების ღირსია კვლევა, რომელიც ეძღვნება ფართოზოლოვანი ანტენების შექმნის მეთოდოლოგიას, პოლიმერული მასალების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების გამოყენებით, ინდუსტრია 4.0-ის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კვლევა წარმოადგენს შინაარსობრივად და მეთოდოლოგიურად გააზრებულ მცდელობას, დაფუძნდეს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას მოქნილი, მსუბუქი, ეფექტიანი და ფართოზოლოვანი ანტენური სისტემები, სრულად ინტეგრირებადი თანამედროვე ციფრულ და ავტომატიზებულ სამრეწველო პლატფორმებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კვლევით ინიციატივებს, რომლებიც პასუხობენ როგორც თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს, ასევე პირდაპირ უკავშირდებიან სამრეწველო ინოვაციებისა და ეროვნული ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებებს“, - აღნიშნა ლომინაძემ.უნივერსიტეტის ცნობით, ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ლაზერული დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნანა ბაქრაძის მიერ, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის პროექტის - „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად”, ფარგლებში იქნა მოწვეული.„პროფესორმა ბატაკომ საქმიანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ თამარ ლომინაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლებთან და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან. შეხვედრის მთავარ მიზანს, სტუ-ის და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი კონსორციუმის ინიცირების შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამომავლო კოლაბორაციული პროექტის შექმნის იდეის განხილვა წარმოადგენდა. ამის გარდა, პროფესორი ანდრე ბატაკო ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგრანტო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო სამუშაოებში.შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტი- „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად”, ითვალისწინებს პოლიმერულ მასალათა ზედაპირების მიზანმიმართულ ლაზერულ დასხივებას, რის შედეგადაც მასალების ზედაპირებზე წარმოიქმნება ახალი ტიპის თვისებების მქონე მთელი რიგი მოდიფიცირებული უბნები. პროექტის შესრულების შედეგად მიღწეული იქნება შემდეგი მიზნები: ლაზერული ზემოქმედებით პოლიმერულ ზედაპირებზე მიღებული გარკვეული გეომეტრიისა და ელექტროგამტარობის ტიპის უბნების კვლევა, ელექტრონიკასა და ელექტროტექნიკაში გამოყენების მიზნით; სტუ-ის მკვლევართა მიერ მიღებული გარკვეული ტექნოლოგიის და კონსტრუქციის პოლიმერების ზედაპირებზე ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების კვლევის საფუძველზე, შემუშავებული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების (1-10 გჰც) დამზადების შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.როგორც ლომინაძემ აღნიშნა, კვლევა მნიშვნელოვან ინოვაციურ პოტენციალს მოიცავს და ეხმიანება თანამედროვე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განვითარების გლობალურ ტენდენციებს.„იგი აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ მასალათმცოდნეობას, კომუნიკაციის სისტემების ინჟინერიას და წარმოების ინტეგრირებულ პროცესებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კვლევისთვის შერჩეული მეთოდოლოგია - ლაზერული დასხივებით ელექტროგამტარი უბნების ფორმირების გამოყენება პოლიმერულ მასალებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს ერთ-ერთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ელექტრონული კომპონენტების მინიატურიზაციისა და მოქნილი, მაღალი წარმადობის ანტენების დამზადების მიმართულებით. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ისე ინდუსტრიული სექტორისთვის, საინჟინრო, სატელეკომუნიკაციო და მექანიკური სისტემების განვითარებისთვის“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის იდეას და განხორციელებას საფუძვლად დაედო მკვლევართა გუნდის მიერ მიღებული პატენტი - ელექტროგამტარი ბილიკის მიღების მეთოდი № 1642658 СССР, А/(51) 5В29С71/04,1990 წ, რომლის ბაზაზეც გამოკვლეული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების დამზადების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების შესაძლებლობები.

ბოლო სიახლეები