სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო, ამ საკითხზე გვქონდა საუბარი და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ხელშესახები შედეგებიც გვექნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი იყო და რჩება ძალიან აქტიური.
„ჩვენ უნდა ვნახოთ, სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო აქტიურად და ქმედითად არსებული გამოწვევების დასაძლევად და იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რაც გაგვაჩნია. ამ შეხვედრებზე ნაკლები მნიშვნელობის ის არის, რომ მეგობრები ნაკლებად ვუთმობთ დროს არასაქმიან საკითხებს, ამ თბილ ურთიერთობებს ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ყოველ ჯერზე ამ შეხვედრების შემდეგ პირველი, რაზეც ვფიქრობთ, არის, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, როდის გვექნება ამის სიამოვნება, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ ერთმანეთი. მე ნამდვილად მიმაჩნია. რომ შემდეგი შეხვედრა იქნება მალე და შევძლებთ ჩვენი შეთანხმების ხელშესახები შედეგების ნახვას რეგიონული, ორმხრივი, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგების ნახვას და ამის მზაობას ორივე გამოვთქვამთ. კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგას ასეთი მეგობრული ძმური მიღებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

