ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ნიკოლ ფაშინიანი – გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, სომხეთი მოუთმენლად ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ მას წარმატებას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიენენის“ ცნობით, სამხრეთ კორეაში THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანები გადაადგილდებიან

სამხრეთ კორეაში THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანები გადაადგილდებიან.ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ვიდეოში ჩანს რამდენიმე მძიმე, გაფართოებული მობილობის ტაქტიკური სატვირთო მანქანა, რომელიც სოსონგ-რის ქუჩაზე მოძრაობს. რამდენიმე სატვირთო მანქანის უკანა მხარე ბრეზენტითაა დაფარული.„სიენენის“ მიერ გამოკითხული რამდენიმე სამხედრო ექსპერტის თქმით, ეს სატვირთო მანქანები შეესაბამება იმ სატვირთო მანქანებს, რომლებიც გამოიყენება THAAD სისტემების გადასატანად.სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონგმა ადრე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს შეერთებული შტატები, გაიტანოს თავისი იარაღის ნაწილი ქვეყნიდან, თუმცა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის შეკავების ზომებზე.„სიენენის“ თანახმად, 2017 წელს სამხრეთ კორეაში THAAD სისტემების განლაგებამ ჩინეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელიც ამ სისტემებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა.

ლიგის ფინალის წინ პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო

ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი დაახასიათა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: მოედანზე საქართველოს დროშით ერბინა.შეგიძლია საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დაახასიათო?„მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და... ქართველი! ბოლო ორი თითქმის ერთი და იგივეა და მხოლოდ ქართველები მიხვდებიან, რაზე მაქვს საუბარი.“შეგიძლია ფრანგ პუბლიკას აუხსნა, რას გულისხმობ?„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ვცდილობთ, ის კარგად წარმოვაჩინოთ და მსოფლიოს გავაცნოთ. მაგალითად, როდესაც ხალხი საქართველოში ჩამოდის, მათ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვმასპინძლობთ. როდესაც ვთამაშობ, პირველ რიგში საქართველოსთვის ვთამაშობ და შემდეგ — საკუთარი თავისთვის. როდესაც ჩემი მსგავსი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ, ძალიან ცოტა შანსი გაქვს, ისეთ დიდ კლუბში ითამაშო, როგორიც პარი სენ-ჟერმენია. დღეს ჩემთვის დიდი სიამაყეა, რომ „პარიზის ქართველად“ მიცნობენ...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა

„მოკრძალებული დასაწყისი, რონალდუ და NBA — როგორ იქცა ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავად“, - ეს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, BBC-ის სტატიის სათაურია.მისი ავტორი, გუილემ ბალაგი, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბზე ვრცლად წერს და მკითხველს მას ახლოდან აცნობს. „ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ტალანტად დაიმკვიდრა თავი. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ მოედნის მიღმა აბსოლუტურად სხვანაირია.25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა (4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), რითაც ის ამ ტურნირზე პსჟ-ის საუკეთესო ბომბარდირია და ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებაც აქვს. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ჩელსია — კლუბი, რომელმაც წარსულში მისი გაფორმება სცადა.„ვთვლი, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ვცდილობ თავმდაბალი ვიყო, ოჯახის წევრების მოსაზრებები გავითვალისწინო და ყოველთვის მახსოვდეს, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ“, — ეს ხვიჩას სიტყვებია და მოდით, მის მიერ გავლილი გზა დეტალურად განვიხილოთ.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

ტატა ხვედელიანი – დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ. საპარლამენტო მუშაობა დავიწყეთ და ნებისმიერ მშვიდობიან გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნების“ ამომრჩევლები შევამციროთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.მისი თქმით, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს.„დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა -„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს და ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.მისი თქმით, ქვეყანაში რადიკალიზმის ხარისხი უნდა შემცირდეს და ის უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც ქართულ ციხეებში იმის გამო არიან გამოკეტილები, რომ „ოცნებას“ დისკომფორტს უქმნიდნენ.„სწორედ ამიტომ ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რადიკალიზმის ეს მაღალი ხარისხი შემცირდეს და ქვეყნის განვითარება გადატვირთვით დავიწყოთ. სწორედ აქ გამოჩნდება „ოცნების“ მზაობა, სურს თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა და სურს თუ არა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმი შემცირდეს. თუ სურს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თავისი რიტორიკით გავიდეს, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ქვეყანას და მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული“. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ“. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგის, პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“.

ბოლო სიახლეები