შაბათი, ოქტომბერი 10, 2026

ნიკოლოზ ხატიაშვილი – ევროკავშირი ცდილობდა, არ ჩაეწვა ხიდები, თუმცა ამან არ იმუშავა – პარტიების აკრძალვა შეიძლება გახდეს საბოლოო „ტრიგერი“, რომელსაც სანქციები ან სხვა ფინანსური ნაბიჯები მოჰყვება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს „ქართულ ოცნებაზე“

“ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავდა კონკრეტული ევროპარლამენტარები და პოპულისტი, რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა პარტიების აკრძალვის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ეს იმდენად არადემოკრატიული ნაბიჯია და იმდენად სცილდება ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს, რომ იმ დეპუტატების ნაწილმაც კი გააკრიტიკა “ქართული ოცნება”, რომელიც მანამდე მას მხარს უჭერდა , – ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების თაობაზე განაცხადა.

ხატიაშვილის შეფასებით, რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატების რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში.

“ეს რეზოლუცია არ არის განსაკუთრებული სიახლე. ეს არის იმ მოვლენების ლოგიკური გაგრძელება, რაც 2024 წლიდან ქვეყანაში ვითარდება. ევროპარლამენტის მხრიდან ეს არის ბუნებრივი რეაქცია არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, კანონებზე, ადამიანების დაკავებაზე, ყველა ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რაც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ორ წელიწადში ჩაიდინა. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, თუ “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის გზას არ დაუბრუნდება და ქვეყანაში დემოკრატიულ წესრიგს არ აღადგენს.

ჩვენ ვნახეთ, რომ რეზოლუციას 445-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 37 დეპუტატი იყო. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავდა კონკრეტული ევროპარლამენტარები და პოპულისტი, რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა პარტიების აკრძალვის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ეს იმდენად არადემოკრატიული ნაბიჯია და იმდენად სცილდება ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს, რომ იმ დეპუტატების ნაწილმაც კი გააკრიტიკა “ქართული ოცნება”, რომელიც მანამდე მას მხარს უჭერდა.

ევროდეპუტატების დაახლოებით 65% ამ რეზოლუციას მხარს უჭერს, დაახლოებით 4% წავიდა მის წინააღმდეგ, ზოგმაც თავი შეიკავა. ეს სურათი ერთობლიობაში გვაჩვენებს, რომ ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია არ არის სავალდებულო ქვეყნებისთვის აღსასრულებლად და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მისი ლეგიტიმაციიდან, პოლიტიკური მხარდაჭერიდან და დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე, ვინც ამ რეზოლუციას მისცა ხმა, გათვალისწინებული იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნების მიერ თავისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგალითისთვის, ეუთომ, შესაძლოა, რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ამ რეზოლუციის შინაარსზე გააკეთოს აპელირება და დაიხმაროს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აქედან გამომდინარე, მიუხედავად რეზოლუციის არასავალდებულო ხასიათისა, მას მაინც ძლიერი პოლიტიკური წონა ექნება “, – განაცხადა მან.

ხატიაშვილმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებასა და მის გავლენებზეც ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ ასანქცირებს ესა თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ რუსეთის სასარგებლო საქმიანობის გამო და არა საკუთრივ “ქართული ოცნების” სასარგებლო ქმედებისთვის და რა ფაზაში უნდა გადავიდეს ქვეყანაში პროცესები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების დასანქცირება უშუალოდ “ქართულ ოცნებასთან” კავშირების გამო მოხდეს, ხატიაშვილმა უპასუხა, რომ აქამდე ევროკავშირი ცდილობდა, ყველა ხიდი არ დაეწვა და იმედს იტოვებდა, რომ “ქართული ოცნება” ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსაზრებით, პარტიების აკრძალვა იქნება ის ბოლო წერტილი, რომელსაც შეიძლება ევროკავშირისგან თუ დიდი ბრიტანეთისგან გარკვეული სანქციები თუ სხვა ფინანსური ნაბიჯები მოჰყვეს.

“ევროკავშირი ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც ცდილობდა, რომ ბოლომდე არ ჩაეწვა ხიდები და რამენაირად ეწარმოებინა დიალოგები ან ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომლებიც რადიკალიზმს არ მოიცავდა. ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ “ქართული ოცნება” ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა რაიმე დათმობაზე წავიდოდა, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამან არ იმუშავა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ პარტიების [აკრძალვის] საკითხი შეიძლება გახდეს სწორედ საბოლოო ტრიგერი, რომელსაც უკვე სხვა ტიპის ნაბიჯები მოჰყვება, მათ შორის, შეიძლება ეს იყოს სანქციები ან სხვა ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც უკვე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს “ქართულ ოცნებაზე”, მაგრამ აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყანაზეც, რაც შესაძლოა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, თუმცა აქ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება, რადგან სწორედ მისი პოლიტიკა იქნება ამ ყველაფრის მიზეზი.

სანქციებს ძალიან ბევრი ასპექტი აქვს. პირველი არის ის, რომ ჩვენი ბანკები საერთაშორისო სისტემის ნაწილი არიან და, შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი ან დიდი ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, ის კომპანიები თავს არიდებენ სანქცირებულ ადამიანებთან საქმის დაჭერას იმიტომ, რომ საფრთხე ექმნება მათ საქმიანობას და შესაძლოა, სწორედ ასეთ პირებთან საქმის დაჭერის გამო ისინიც დასანქცირდნენ, ეს კი ფინანსური ინსტიტუტებისთვის ძალიან არამომგებიანია.

მეორე ასპექტი არის ის, რომ თუ დასანქცირებულ ადამიანს სანქციის დამწესებელ ქვეყანაში გააჩნია ფინანსური ან სხვა ტიპის აქტივი, ავტომატურად ებლოკება და მასზე წვდომა აღარ აქვს.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თუ ევროკავშირმა ან დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, ის ვერ ევროკავშირის ტერიტორიაზე შევა და ვერც ბრიტანეთის. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ როდესაც ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, ეს სანქციები ძირითად შემთხვევებში თანამეგობრობის წევრ ქვეყნებზეც ვრცელდება, აქედან გამომდინარე, დასანქცირებულ ადამიანს არა მხოლოდ ბრიტანეთში შეექმნება პრობლემა, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც თანამეგობრობის წევრია და ასეთი ქვეყანა ძალიან ბევრია.

აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი სანქციების ქვეშ ექცევა, ის სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას კარგავს, როგორც სხვა ქვეყანაში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოძიების მასალების მიხედვით, „ფლაიდუბაის“ მეორე პილოტი გეგმავდა „თვითმკვლელ თავდასხმას“, თვითმფრინავის ტერმინალთან შეჯახებას, რათა მასობრივი მსხვერპლი გამოეწვია

„ფლაიდუბაის“ ომანელი მეორე პილოტი დუბაი-თელ ავივის რეისზე „თვითმკვლელ თავდასხმას“ გეგმავდა. ამის შესახებ აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოძიების მასალებში.არაბეთის გაერთიანებული საამიროების პროკურატურის განცხადებით, მეორე პილოტი თვითმფრინავის შეჯახებას ბენ-გურიონის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალთან გეგმავდა, რათა მასობრივი მსხვერპლი გამოეწვია.გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილმა თელ ავივში განხორციელებული ორი წინა ვიზიტი მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ფრენის მარშრუტისა და აეროპორტის გასაცნობად გამოიყენა. მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ რეგულარულად დადიოდა მელბურნში მდებარე მეჩეთში, რომელიც მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტთან (RMIT) არის დაკავშირებული; სწორედ იქ გაიცნო მან იმ ცენტრთან დაკავშირებული პირები, რომელსაც თავად My Centre-ს უწოდებდა. მისი თქმით, ცენტრს ხელმძღვანელობდა ლიბანელი მამაკაცი, მეტსახელად აბუ ჰამზა, ხოლო მას მხარს უჭერდა ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა „მუსლიმთა საძმოსთან“.არაბეთის გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, ჰამად საიფ ალ-შამსიმ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის რადიკალიზაციის პროცესი 2017 წელს, ავსტრალიაში მისი სწავლის დროს დაადგინეს. პროკურორების განცხადებით, ომანელმა ეჭვმიტანილმა მოგვიანებით ძალადობისა და ტერორიზმის მომხრე იდეები გაიზიარა და შთაგონება 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებიდან მიიღო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ - 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, მონაწილეობდნენ თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი სოფო უგრეხელიძე, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ კურსების მსმენელები, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების“ მენეჯერი, რექტორის მრჩეველი რატი გურგენიძე და მოწვეული სტუმრები. ვიცე-რექტორის განცხადებით, მოკლევადიანი და ინტენსიური პროფესიული კურსების როლი უმნიშვნელოვანესია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების სწრაფად დასაკმაყოფილებლად და კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მოკლევადიანი ინტენსიური კურსები უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სასურველი პროფესიისთვის აუცილებელი უნარები შეიძინონ და დასაქმების ბაზარზე თავიანთი ადგილი სწრაფად მოიძიონ. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, განსაკუთრებით დასაფასებელია წლების მანძილზე თბილისის მერიის ძალისხმევა, რაც პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით განხორციელებას გულისხმობს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ მეშვეობით, მსმენელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, სპეციფიკურ და ხშირ შემთხვევაში იშვიათ პროფესიებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და აკადემიური რესურსით, ამ საშვილიშვილო საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი მოხსენებით პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ მენეჯერი რატი გურგენიძე წარდგა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უშუალო ჩართულობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 75 მოქალაქემ მიიღო. რატი გურგენიძის განცხადებით, მოკლევადიან კურსზე - ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი) მოსამზადებელი პროფესიული კურსი 15-მა მსმენელმა გაიარა, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსის მოსამზადებელი პროფესიული კურსი კი - 25-მა, შენობების ენერგოუზრუნველყოფის დაგეგმვა და მართვა განახლებადი რესურსების გამოყენებით (ენერგოაუდიტი) – 15-მა, ელექტროავტომობილების დასამუხტი მოწყობილობების სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი (მემონტაჟე და სისტემური უზრუნველყოფა) – 20-მა მსმენელმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიგეგმა და განხორციელდება პროექტის შემდგომი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ახალ ინტენსიურ პროფესიულ მოკლევადიან კურსებს, რომლებშიც ჯამურად 105 მოქალაქე ჩაერთვება. კერძოდ: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი სრული აკრედიტირებული კურსი - 40 მსმენელი (1 ჯგუფი); სამშენებლო საქმის მწარმოებლის მოსამზადებელი კურსი - 20 მსმენელი (1 ჯგუფი); სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემონტაჟის მოსამზადებელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ლიფტების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ავტომობილის ელექტროსისტემების შემსწავლელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი). შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა და დეკანებმა პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების მსმენელებს, რომლებმაც ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსები წარმატებით დაძლიეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. ცნობისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელ მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი მომზადება ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა.“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული.როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ეროვნული ბანკის საბჭომ პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო

ეროვნული ბანკის საბჭომ პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. შესაბამის განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ეროვნული ბანკის თანახმად, გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე იქნება ძალაში.„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი.საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ილია სულამანიძე – მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა.სულამანიძის თქმით, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვნელოვანესია, დარჩენილი კი ოლიმპიური ჩემპიონობაა.„მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს.დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ექიმს. შევეცდები, ოლიმპიადაზეც ოქროს მედალი მოვიპოვო.ძალიან ემოციური იყო, როდესაც საქართველოს დროშას ვუყურებდი. ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ გამომსვლოდა. გული ამიჩუყდა. ამ დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვენლოვანესია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს მოვიპოვებ“, – ამბობს ილია სულამანიძე.საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონები ილია სულამანიძე (100კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ვერცხლის პრიზიორია, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60კგ) – ბრინჯაოსი.

ბოლო სიახლეები