ორშაბათი, მარტი 31, 2025

ნიკოლოზ სამხარაძე – რუმინელ კოლეგებს ვუთხარით, რომ ევროკავშირისგან ვითხოვთ სამართლიან მიდგომას, გაანალიზებას იმ პრობლემების, მუქარების თუ რისკების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს

რუმინელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი წუხილები. ვუთხარით, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ, არის საქართველოს მიმართ სამართლიანი მიდგომა და ვითხოვთ იმ პრობლემების, მუქარების, რისკების გაანალიზებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც რეგიონში ვითარდება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა, იმუშაოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციაზე.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან კეთდება ხოლმე ხანდახან არაერთგვაროვანი განცხადებები, თუნდაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომ, ერთი მხრივ, როდესაც შენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას ეძახი, მაგალითად, მაშხალების სროლას, პოლიციელებზე შეტევას და პარლამენტის შენობის დაზიანებას, მეორე მხრივ, ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის შეტევა იყო ევროკავშირის ოფისზე სოფიაში და ეს წარმოჩენილია, როგორც ვანდალიზმი. ეს არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება. შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ფაქტების სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. რუმინელ კოლეგებს ვუთხარით, რომ მას შემდეგ, რაც „ფარას“ მივიღებთ მესამე და საბოლოო მოსმენით, გამჭვირვალობის კანონი უქმდება. „ფარასთან“ დაკავშირებით ჩვენ ვერავისგან ვერ მოვისმინეთ, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო აქვთ. ახლა უკვე საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რადგან თუ ისინი გულწრფელად მხოლოდ ამ კანონის გამო იყვნენ აღშფოთებული და ამ კანონის გამო იყო ეს პროცესი შეჩერებული, მაშინ ეს კანონი აღარ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე.

„რუმინელ კოლეგებს ვთხოვე, ნატო-ში განიხილონ საქართველოს ნატო-ში წევრობის პერსპექტივა, მაშინ როდესაც უკვე ძალიან ღიად არის ნათქვამი, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უკვე აღარ განიხილება, რომ ამ ვითარებაში რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ვთხოვე, რომ ამაზე გვქონდეს ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი, რათა საბოლოოდ ვიცოდეთ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს და მოკავშირეებს, ზოგადად, რა პოზიცია აქვთ. რუმინული მხარე დამპირდა, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ნატო-ს შეხვედრებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარიამ ქვრივიშვილი – ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისის“ შემოსვლა იქნება ახალი განაცხადი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის

დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის, „ბრიტიშ ეარვეისმა“ დღეს შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენა ლონდონი-თბილისის მიმართულებით. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი და რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანიის, „ბრიტიშ ეარვეისის“ მიერ ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისის შესრულებასთან დაკავშირებულ მიღებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა, 156 მგზავრით, პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი“ ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბრიტანულმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი თბილისის მიმართულებით სრულად დატვირთული ბორტით შეასრულა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლონდონში თვითმფრინავი ასევე სრული დატვირთვით დაბრუნდება, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არსებული პირდაპირი ფრენა ძალიან წარმატებული იქნება.„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში, რათა საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობა გაიზარდოს. გვაქვს არაერთი პროექტი ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ  წავახალისოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ბრიტიშ ეარვეისის“ შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ახალი განაცხადი იქნება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მისი თქმით, შედეგად, გაიზრდება ტურისტული ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეები და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.„შეგვიძლია, საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან წარმატებული იქნება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

თეა წულუკიანი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, რომელმაც გადაარჩინა ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო და არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე გამოავლენს ახალ ფაქტებს.„ამიტომ, აქეთ ამ თემაზე ჩვენ არავითარ შენიშვნას არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ. ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში, თუ საპატიმროში, თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, ელენე ხოშტარიამ რაც არ უნდა იკივლოს ქუჩაში. მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როცა ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები და ჯარისკაცები, რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობს სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, პირველ რიგში,...

მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, განაცხადა.მისი თქმით, კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირების საქმიანობის ასპექტებს, უპირველესად კი, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს. წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ წინა სხდომებიდან უკვე გამოიკვეთა, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, მოქმედებდნენ არა სამხედროების გეგმის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით, შესაბამისად, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ.„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობს სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს. ირკვევა წინა სხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე, დადასტურებულადაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს თუმცა სხდომები გრძელდება, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ამფსონებს - დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში. ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს.“ - აღნიშნა წულუკიანმა.ამასთან, ყურადღება გაამახვილა მშვიდობიანი მოქალაქეების კონფლიქტის ზონაში ჩატოვების ფაქტზე და განაცხადა, რომ კომისიამ კარგად უნდა გამოიკვლიოს, მოსახლეობის გაფრთხილება ვერ მოასწრეს თუ სააკაშვილმა ისინი მიზანმიმართულად ჩატოვა.„მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. უფრო მეტიც - გენერალმა ყურაშვილმა, ჩემს კითხვაზე მიპასუხა, რომ საფუძველი აქვს თქვენს მოსაზრებასო, კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა მშვიდად. ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმაოთ: მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შალვა პაპუაშვილი – 31 მარტს ქართველმა ხალხმა ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს,როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია.„1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას, „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობამ უპასუხა – დიახ!ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა.საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჰქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო.დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია, საქართველო ამ გზას ადგას და, ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად, მის განმტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება.საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რა არჩევანს ვაკეთებთ, ვისი მემკვიდრეები ვართ და სად ვდგავართ.31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი, განვლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა.სწორედ ამიტომ, დღეს არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი. არავის აქვს უფლება, გაცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობა ახალ მონობაზე, ახალ ვასალობაზე, უცხო ქვეყნის გავლენასა და მათ ინტერესებზე, რაოდენ თვალისმომჭრელად არ უნდა ეჩვენებოდეთ რომელიმე უცხოტომელისადმი დაქვემდებარება.ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს! ძალაუფლების წყარო არის ხალხი!ხალხმა თქვა და გამოავლინა თავისი ნება. გამოავლინა 1991 წლის 31 მარტს და გამოავლინა 2024 წლის 26 ოქტომბერსაც, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა ამ არჩევნებს რეფერენდუმის შინაარსი შესძინეს.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს!ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს მენტალობას. ამის შედეგია, რომ სხვისი დროშების მოფრიალე ადამიანები კვლავ ეძებენ მფარველს, ახალ ბატონს, ახალ ჰეგემონს, მამას და ქოლგას, რომელიც შეიფარებს, უპატრონებს, რისკებისგან დააზღვევს, აჭმევს და გაათბობს. მონობის ამ სურვილის მიღმა იმალება უმწიფრობა და ინფანტილიზმი.ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ უნდა გავიზარდოთ. და ჩვენ გავიზარდეთ.ჩვენ, ყველანი, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება, ერთად გადავწყვეტთ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვე-ბედი, ვინ გავიხადოთ მტრად და მოყვარედ, და „რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ“.ეს დღე ჩვენია, ყველა მოქალაქის, ვინც თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ირჩევს, ვინც მტკიცედ ვთქვით, რომ გვინდა, ვმართოთ და არა გვმართონ!“ – წერს პაპუაშვილი.

გიორგი გახარია – სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს – სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ერთად დავდგეთ 31 მარტის მონაპოვარის დასაცავად

დღეს 31 მარტია. ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.„ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა.წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ – განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს.მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს – სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად. გილოცავთ 31 მარტს!“ – წერს გიორგი გახარია.

ბოლო სიახლეები