ორშაბათი, მაისი 12, 2025

ნიკოლოზ სამხარაძე – ბუდაპეშტში კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია

კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია. შესაბამისად, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პუდაპეშტში იმყოფება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია, ასევე კანდიდატი ქვეყნის დელეგაციები.

„რა თქმა უნდა, ჩვენს გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე გვექნება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობას ეხება, მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე იმ ხედვაზე, რაც ევროკავშირის მომავალთან და საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით გვაქვს.

ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლო მიდგომა იყო და ევროკავშირი არ ითვალისწინებდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს და იმას, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მათი მიდგომა არ იყო მაინც და მაინც მეგობრული ჩვენს მიმართ. ასევე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის იმ რეფორმების გატარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს“,- განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ ასევე ვართ თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი

ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – შესანიშნავი ჟესტია კატარისგან, სულელი ვიქნებოდი, მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის სულელი იქნებოდა, უარი ეთქვა 400 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგ 747“-ზე, რომელიც მათ კატარმა უფასოდ შესთავაზა.პრეზიდენტის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავი რომელსაც „Air Force One“ სახელით იცნობენ, უკვე ხანდაზმულია და მისი ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობა 40 წელს აღემატება.როგორც ტრამპი აცხადებს, მოძველებული თვითმფრინავის ჩასანაცვლებლად ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გასცა განკარგულება, თუმცა მისი წინამორბედის მმართველობის დროს დამზადების ვადების გაჭიანურება მოხდა. ამ დროს კი, კატარისგან წამოვიდა შეთავაზება, რომ ვიდრე პრეზიდენტის თვითმფრინავი დამზადდება, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ კატარის არსენალში არსებული „ბოინგ 747“-ით.„თანხა, რომელსაც ჩვენ ამ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის ვხარჯავთ, მათი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, ასტრონომიულია. ვფიქრობ, შესანიშნავი ჟესტია კატარისგან. ძალიან ვაფასებ. არასდროს ვიტყოდი უარს ასეთ შეთავაზებაზე. სულელი ვიქნებოდი რომ მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი“, – განაცხადა ტრამპმა.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტი მოთამაშე Whoscored-მა შეარჩია.საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში „ხეტაფესთან“ მოგებული (3:0) შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა – მან გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.ლა ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში ევროტურნირების საგზურის მოპოვებას შეეცდება.ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „ხეტაფესთან“ მამამრდაშვილის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც ტურში ლა ლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

„დედას ცეკვაზე უნდა წავეყვანე, მაგრამ მამამ დაასწრო…“ – გიორგი სარდალაშვილი პირველ ნაბიჯებზე

ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (60 კგ წონით კატეგორიაში) გიორგი სარდალაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები" ბავშვობასა და ძიუდოში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს.მისი თქმით, ოჯახი ბავშვობიდან გვერდში ედგა და მის პროფესიულ წარმატებაში ოჯახს უდიდესი როლი აქვს.„ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე ხელს მიწყობდნენ და ყოველთვის გვერდში მედგნენ. ჩემს წარმატებაში ჩემს ოჯახს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. რუსთავში, 6 წლის ასაკში მივედი პირველად ძიუდოზე. ხვიჩა კაპანაძე ასწავლის დღესაც, მაშინაც ის იყო მწვრთნელი, წონით ძალიან პატარა ვიყავი, 18 კილო და მახსოვს, არ მიმიღეს. ჩემს მშობლებს უთხრეს, ერთი წლის შემდეგ მოიყვანეთო. გავიდა ერთი წელი, ის დღე იყო დედას ცეკვაზე უნდა წავეყვანე, მაგრამ მამამ დაასწრო, ძიუდოზე წამიყვანა. საბოლოოდ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მთელი ბავშვობა ვარჯიშზე ვიყავი გადართული, ასე ჩამინერგეს პატარაობიდან, ასე უნდა ყოფილიყო, მამა ძალიან მაკონტროლებს. ასევე, სწავლის კუთხითაც ვცდილობდი, კარგად მესწავლა და სკოლაშიც ხელს მიწყობდნენ.ბავშვობიდან ყველა შეჯიბრებაში ვიმარჯვებდი, ყოველთვის ოქროს მედლები მქონდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია, სხვა რაღაც გამეკეთებინა, ძიუდოს გარდა“, - აღნიშნა გიორგი სარდალაშვილმა.

ბოლო სიახლეები